მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლუნა-15“ (რუს. «Луна-14», «Е-6ЛС №113») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1968 წლის 7 აპრილს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, რადიოკავშირების „დედამიწა-ბორტისა“ და „ბორტი-დედამიწის“ ტექნოლოგიების დამუშავება და სრულყოფა. ასს-მა დააზუსტა მთვარის მასა, ფორმა, გრავიტაციული ველი და სხვა.
- 1969 წლის 21 ივლისს, როდესაც „აპოლო 11“-ის ასტრონავტები პროექტის ფარგლებში ასრულებდნენ მთვარის ზედაპირზე თავიანთ პირველ გასვლას, იმ დროისთვის „ლუნა-15“ სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სელენოცენტრულ ორბიტაზე და ემზადებოდა მთვარის ზედაპირზე დასაშვებად.
1969 წლის 13 ივლისს 02:54:42 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-15. 14 ივლისს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 17 ივლისს 19:25:00 UTC დროით სადგური „ლუნა-15“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე და გახდა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი. 21 ივლისს 18:46:43-ზე ასს-მა მთვარეზე დასაშვებად დაიწყო დამუხრუჭება, ხოლო 18:50:40-ზე მასთან კავშირი დაიკარგა.[1] ერთ-ერთი ვარაუდით, სადგურის ავარიის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ასს-ის მთასთან შეჯახება, რადგანაც ბოლო მონაცემებით აპარატი ტექნიკურად გამართულ მდომარეობაში იყო.