[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ლუნა-12

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-12
NSSDC ID 1966-094A
SCN 02508

„ლუნა-12“ (რუს. «Луна-12», «Е-6ЛФ №102») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1966 წლის 22 ოქტომბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მთვარის ზედაპირის ფოტოგადაღების წარმოება.

1966 წლის 22 ოქტომბერს 08:38:00 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-12. თავდაპირველად, აპარატი გეოცენტრულ ორბიტაზე (199-212 კმ) გაიყვანეს. შემდეგ მან მთვარისკენ მიმართული ტრაექტორიით აიღო გეზი. 25 ოქტომბერს 09:00:00 UTC დროით სადგური „ლუნა-12“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე და გახდა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი (მასა 1148 კგ.). ორი საათის შემდეგ ჩართულ იქნა ფოტოსაფელევიზიო დანადგარები, რომელთაც იმუშავეს 64 წუთი. ჯამში აპარატმა დედამიწაზე გადმოსცა ნორმალური ხარისხის 28 სურათი ФТУ-Б-დან და 14 სურათი ФТУ-М-დან. სპექტოფოტომეტრ УС-3-დან ინფორმაცია არ იქნა მიღებული მისი გაუმართაობის გამო. ასს-მ სულ სელენოცენტრულ ორბიტაზე დაჰყო 86 დღე-ღამე. 1867 წლის 18 იანვარს ასს „ლუნა-12“ ჩამოვარდა მთვარის ზედაპირზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]