თამარინდი
იერსახე
თამარინდი (ლათ. Tamarindus indica) — ტანმაღალი (30-40 მ), გაშლილვარჯიანი ხე პარკოსანთა ოჯახისა (ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახი). აქვს ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი მოყვითალო ყვავილები.
ნაყოფი 20 სმ-მდე სიგრძის პარკია, სამშობლოდ მიიჩნევენ ტროპიკულ აზიას, ვარაუდობენ ტროპიკულ აფრიკასაც. კულტივირებულია ტროპიკებში, უმთავრესად ინდოეთში. მის მომჟავო წვნიან ნაყოფს იყენებენ მედიცინასა და საკონდიტრო წარმოებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 580.