KV60
აკლდამა KV60 — ეგვიპტის მეფეთა ველზე ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული სარკოფაგი თებეს ნეკროპოლისში, მასში ნაპოვნი ერთი ქალის მუმიის წარმომავლობის გაურკვევლობის გამო. სავარაუდოდ, ეს მუმია ეგვიპტის ფარაონ ჰატშეფსუტს ეკუთვნის.
1903 წელს ჰოვარდ კარტერის მიერ სარკოფაგის აღმოჩენისას, ის დარბეული აღმოჩნდა ანტიკურობის პერიოდიდან, თუმცა მასში მაინც აღმოჩნდა ორი მუმია, ცოტაოდენ სამარხ ნივთებთან ერთად. კარტერს დიდი ყურადღება ამ სარკოფაგისთვის მისი მდგომარეობის გამო არ მიუქცევია.
1906 წელს ედვარდ აირტონმა სარკოფაგი ხელახლა გასხნა და ერთი მუმია ეგვიპტის მუზეუმში გადაიტანა. საყდარს, რომელშიც მუმია იყო დასვენებული, ჰქონდა წარწერა "სამეფო ფერშალი, ინ". ეს პიროვნება მიიჩნიეს, როგორც სიტ-რა, სახელად ინ, რომელიც ჰატშეპსუტის სამეფო ფერშალი იყო. ვინაიდან არც კარტერსა და არც აირტონს აკლდამის ადგილსამყოფლის ადგილი ან რუკა არ დაუხაზავთ, მისი მდებარეობა მალევე დავიწყებას მიეცა.
ეგვიპტოლოგმა, ელისაბედ თომასმა, (1966) წელს ივარაუდა, რომ მეორე ამოუცნობი მუმია ჰატშეფსუტისა უნდა ყოფილიყო, რომელიც აქ (ფერშლის სამარხში) თუტმოს III-ს უნდა გადმოეტანა, ჰატშეფსუტის მტრობის კამპანიის გამო.
1990 წელს სამარხი ხელახლა აღმოაჩინეს და გახსნეს დონალდ რაიანის გუნდის წევრებმა. აღმოჩენილი მუმია შედარებით ხნიერი ქალისა იყო და მისი მარცხენა ხელი ფიქრირებული იყო სამეფო ოჯახის წევრთა მუმიებისთვის შესაბამის პოზაში. თუმცა მუმიასთან აღმოჩენილი არცერთი თიხის ჭურჭელი არ იყო მე-20 დინასტიაზე უფრო ძველი. ასევე აღმოაჩინეს ხის სახის სამკაულის ნაწილი, რომელიც მამაკაცისა უნდა ყოფილიყო (მასში ყალბი წვერის ადგილი უნდა ყოფილიყო), თუმცა აკლდამაში მხოლოდ ქალები იყო დამარხული, ხოლო ჰატშეფსუტს, გადმოცემით, ყალბი წვერი უნდა ეტარებინა. მუმია ახალ ხის საყდარში ჩაასვენს და სამარხში დატოვეს, რომელიც ხელახლა დაილუქა.
2007 წლის გაზაფხულზე სარკოფაგი ხელახლა გახსნეს და მეორე მუმია ტესტირებისთვის გამოიტანეს. 2007 წლის 27 ივნისს ზაჰი ჰავასმა წარმოადგინა მტკიცება იმის შესახებ, რომ ეს ხანშიშესული ქალის სხეული სინამდვილეში ჰატშეფუსტს ეკუთვნოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nicholas Reeves and Richard H. Wilkinson, The Complete Valley of the Kings (Thames & Hudson, 1996) pp. 186–187.
- Donald P. Ryan, "Who is buried in KV60", KMT 1:1, 1990.
- Siliotti, A. Guide to the Valley of the Kings and to the Theban Necropolises and Temples, 1996, A.A. Gaddis, Cairo.
რესურესები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თებეს კარტოგრაფიის პროექტი დაარქივებული 2010-11-30 საიტზე Wayback Machine. – სარკოფაგის გეგმები და სხვა დეტალები.
- დონალ დაიანის საიტი - მუმიის სურათებით, გადაღებული სარკოფაგის პოვნის მომენტში.
|