[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

2007

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათასწლეული: II · III · IV
საუკუნე: XX · XXI · XXII
წლები: 2004 · 2005 · 2006 
2007
2008 · 2009 · 2010
2007 წელი სხვა კალენდრებში
გრიგორიანული კალენდარი 2007
MMVII
იულიანური კალენდარი 2006—2007 (14 იანვარიდან)
იულიანური კალენდარი
ბიზანტიურ ერასთან
7515—7516 (14 სექტემბერიდან)
ებრაული კალენდარი
5767—5768
ისლამური კალენდარი 1428—1429
ძველქართული კალენდარი (21 მარტიდან)
- სამყაროს შექმნიდან 7610—7611
- ქრისტეს შობიდან 2007 (ცზ)
- ქორონიკონით XIV მოქცევა და
163 (რჲგ) წელი
ძველსომხური კალენდარი 4499—4500 (11 აგვისტოდან)
სომხური საეკლესიო კალენდარი 1456
ԹՎ ՌՆԾԶ

ეთიოპური კალენდარი 1999—2000
რომის დაარსებიდან 2759—2760 (4 მაისიდან)
ძველინდური კალენდარი
- ვიქრამ-სამვატი 2063—2064
- შაკა სამვატი 1929—1930
- კალი-იუგა 5108—5109
ირანული კალენდარი 1385—1386
ბუდისტური კალენდარი 2550
იაპონური წელთაღრიცხვა 19-й год Хэйсэй
ჩინური კალენდარი 4703—4704
丙戌 — 丁亥
წითელი ძაღლი — წითელი ღორი
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

2007 (ორი ათას შვიდი) წელიგრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-7 წელი.

  • პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
  • რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
  • რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
  • საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორის ხეობაში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
  • საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
  • 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
  • საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
  • აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
  • აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
  • საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
  • აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
  • თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
  • საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
  • ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
  • საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
  • სასტუმროების ქსელების გიგანტები „კემპინსკი“ და „ჰაიატი“ თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას იწყებენ.
  • ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
  • საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ძიუდოში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.

ნობელის პრემიის ლაურეატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2007&oldid=4618958“-დან