მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ხურტკმელი ან უბრალოდ ხურტკმელი (ლათ. Ribes uva-crispa, Grossularia reclinata ან Ribes grossularia) — ორლებნიანი მცენარე ხურტკმელისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში; საქართველოში იზრდება მთის ზედა სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ.[1] მცენარის სიმაღლე 1–1,2 მ. აქვს 3-ფოთოლაკიანი ფოთლები, მუქი ნაცრისფერი ან მუქი ყავისფერი ქერქი. ახალი ყლორტები ცილინდრისებური, მონაცრისფრო, წვრილი ეკლებით და შავი ლაქებით დაფარულია. ფოთოლი ყუნწიანია, მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმა აქვს, სიგრძეში 6 სმ-მდეა; ყვავილი ორსქესიანი, მომწვანო ან მოწითალოა, ყვავის მაისში. ნაყოფი კენკრაა, აქვს ოვალური ან სფერული ფორმა, სიგრძეში 12 მმ-მდეა, მწვანე, ყვითელი ან მეწამული ფერისაა, მწიფს ივნის-აგვისტოში. ეს სახეობა ხურტკმელის მრავალი კულტურული ფორმის წინაპრად ითვლება.[1]
- Ribes Grossularia // Ботанический словарь / сост. Н. И. Анненков. — СПб.: Тип. Имп. АН, 1878. — С. 2. — XXI + 645 с.
- Губанов И. А. и др. 717. Grossularia reclinata (L.) Mill. (Ribes reclinatum L.) — Крыжовник отклонённый // Иллюстрированный определитель растений Средней России. В 3 т. — М.: Т-во науч. изд. КМК, Ин-т технолог. иссл., 2003. — Т. 2. Покрытосеменные (двудольные: раздельнолепестные). — С. 353. — ISBN 9-87317-128-9.
- ხურტკმელი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.