მიგ-25
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა თვითმფრინავი ტიპი ახალი სტანდარტების შესაბამისად. | |
---|---|
Mig-25 | |
ფუნქცია | გზაგადამჭრელი/მზვერავი |
შემქმნელი | მიქოიან-გურევიჩი |
პირველი გაფრენა | 6 მარტი, 1964 |
ექსპლუატაციის დასაწყისი | 1970 |
სტატუსი | შეზღუდული რაოდენობით სერვისზე |
ძირითადი ექსპლუატატორები | რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ალჟირის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიის სამხედრო-საჰაერო ძალები სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალები |
წარმოების რაოდენობა | 1,190 |
ვარიანტები | მიგ-31 |
МиГ-25 (რუს. Микоян и Гуревич МиГ-25) (ნატოს კლასიფიკაციით Foxbat) — უმაღლესი ზებგერითი გზაგადამჭრელი და მზვერავი/ბომბდამშენი თვითმფრინავი. ის შეიქმნა მიქოიან-გურევიჩის საკონსტრუქტორო ბიუროში სსრკ-ში. პროტოტიპის პირველი გაფრენა შედგა 1964 წელს, ხოლო 1970 გაიშვა ექსპლუატაციაში. მაქსიმალური სიჩქარე არის 2.8 მახი (3.2 არის მაქსიმალური თუმცა დიდი შანსია თვითმფრინავის დაზიანების), შეიარაღებულია ძლიერი რადარით და ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტებით. მისმა შეიარაღებაში მიღებამ დიდი ინტერესი და შიში გამოიწვია დასავლეთში და დიდად გაზარდა F-15 Eagle-ის წარმოების საჭიროება.1976 წელს თვითმფრინავი გატაცებული იქნა ვიქტორ ბელენკოს მიერ რომელმაც თვითმფრინავი იაპონიაში დასვა. მიგ-25 წარმოადგენს მსოფლიოში სისწრაფით ყველაზე სწრაფ მეორე სერიულად ნაწარმოებ თვითმფრინავს, ამერიკული მზვერავი SR-71-ის შემდეგ.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცივ ომში საბჭოთა საჰაერო თავდაცვას (იგივე „პვო“) უმეტესად საზღვრის დაცვა და მოწინააღმდეგის სტრატეგიული ავიაციისგან დაცვა ჰქონდა დავალებული,1950-იანი წლებში კი უკვე ნათელი იყო რომ ის ვერ აკმაყოფილებდა თავის მოთხოვნილებებს Lockheed U-2-ის ჩამოგდების შემდეგ რომელიც სისტემატიურად დაფრინავდა სსრკს საზღვრებში, ამიტომაც საჭირო იყო ძალიან მაღლა მფრენი თვითმფრინავის წარმოება, გარდა ამისა დასავლეთს უკვე გააჩნდა 2 მახიანი ბომბდამშენები როგორიც იყო Convair B-58 Hustler და მასზე სწრაფი North American B-70 Valkyrie, სსრკში საჭირო შეიქმნა შეექმნათ თვითმფრინავი რომელიც 3 მახზე მეტად იფრენდა ხოლო სიმაღლეში 27კმ - მდე ავიდოდა.
მიქიოიანის და გურიჩევის საკონსტრუქტორო ბიურომ პირველი პროტოტიპები 1950 წლის მეორე ნახევარში წარადგინა : I-1, I-3U, I-7U, I-75, Ye-150, Ye-150A, Ye-152,Ye-152A, Ye-152P, და Ye-152M.აქედან ყველაზე წარმატებული Ye-150 იყო რომელსაც ორი ტუმანსკის R-15 ძრავა ეყენა რომელიც შემდგომ მიგ-25-ზე დაყენდა, გარდა ამისა შეიქმნა Ye-152M ტიპის მძიმე გზაგადამჭრელი თუმცა ის დაივიწყეს და მის მაგივრად ტუპოლევის ტუ-128 მიიღეს შეიარაღებაში.
МиГ-25 1959 წელს გამოჩნდა პირველად,მის სიჩქარეზე ზეგავლენა იქონია Lockheed A-12 ტიპის მზვერავმა ხოლო კონსტრუქციაზე კი A-5 Vigilante-მა, ძრავები დაყენებული იყო ცალ-ცალკე როგორც მიგ-19-ზე,გარდა ამისა პირველ პროტოტიპს ერთი ძრავა ფიუზელაჟის ქვემოთ ეყენა ხოლო მეორე კიჩოზე,მეორე ვარიანტს ძრავები ერთმანეთის მაღლა ეყენა როგორც English Electric Lightning.გარდა ამისა იყო იდეა ძრავების ფრთებზე დაყენებისას თუმცა მალევე დაბლოკეს ეს იდეა,განიხილეს 2 ეკიპაჟიანი ვარიანტიც,მეორე პილოტს უნდა ემოძრავებინა ფრთები და უნდა ყოფილიყო მსგავსი როგორიც მიგ-23,ეს კი გაზრდიდა თვითმფრინავის მანევრულობას თუმცა შეამცირებდა დამატებით ავზების ზომებს,სწორედ იმიტომ რომ ის უნდა ყოფილიყო სადაზვეროს რომელსაც უნდა ემოქმედა მაღალ სიმააღლეებზე და მაღალი სიჩქარით ეს იდეა დაიწუნეს.შემდეგ უნდოდათ დაყენებინათ ვერტიკალურად მოქმედი ორი RD-36-51 ტიპის ძრავა თუმცა იდეა მალევე დაბლოკეს რადგან ვერდიკალურად აფრენას თან ბევრი პრობლემებიც მოსდევს.
სადაზვერო ვარიანტის პირველი პროტოტიპი 1964 წელს გამოვიდა "Ye-155-R1",პროტიტიპი საკმაოდ საინტერესო გამოდგა,დამატებითი ავზი ფიუზელჟის დაბლა იყო,ასევე ჰქონდა პატარა ფრთები ხოლო ფიუზელაჟის წინ კი დამატებითი პატარა ფრთები ჰქონდა დაყენებული, რომელიც პილოტს ეხმარებოდა მაღალ სიჩქარეში მანევრირებისა.
პირველი გაფრენა 1964 წლის 4 სექტემბერს განახორციელა, ხოლო პირველად 9 ივნისს 1967 წელს იხილეს დომოდედოვოს საჰაერო შოუზე. МиГ-25 - ის შექმნას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა Ye-155-R1 შექმნიდან.
რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სრულიად ახალ სტილში შექმნილმა თვითმფრინავმა პილოტებს შესაძლებლობა მისცა დაემყარებინათ რეკორდები,სწორედ ამიტომ შეიქმნა პროტოტიპები: Ye-155-P1, Ye-155-R1, Ye-155-R3,ეს თვითმფრინავები სპეციალურად რეკორდებისთვის იყვნენ შექმნილნი,მათ მთლიანად მოხსნილი ჰქონდათ შეიარაღება და ძალიან იყო შემსუბუქებული.
- მისი პირველი რეკორდი იყო უტვირთოთ და ტვირთით (1,000 კგ და 2000 კგ) 2,319.12 კმ სიჩქარის მიღწევა ათას მეტრიან ბრუნვაზე,1965 წლის 16 მარტს.
- ტვირთის გარეშე მიაღწია 2,981.5 კმ/სთ-ს,500 მეტრიან ბრუნვაზე ხოლო ამავე დღეს დამყარდა სიმაღლის რეკორდი 1 ტონიანი თვირთით 29,977 კმ-ზე.
- 1973 წელს თვითმფრინავმა 20,000 კმ-მიაღწია 2 წუთსა და 49 წამში,ხოლო ამავე დღეს 25,000 კმ 3 წუთსა და 12.6 წამში,ასევე 30,000 მ 4 წუთსა და 3.86 წამში.
- 1973 წელს მიაღწია 35,230კმ სიმაღლეს 1,000 კგ-ით, ხოლო 36,240კმ კი ტვირთის გარეშე (რეკორდი ჯერ კიდევ მოუხსნელია).
- Ye-266M დამყარდა კიდევ ერთი მსოფლიოში მოუხსნელი რეკორდი ვერტიკალურად აფრენაში,მან 37,650 მეტრამდე შეძლო ასვლა ვერტიკალურად.
გარდა ამ რეკორდების კიდევ 27 რეკორდი აქვს დამყარებული საიდანაც 7 ჯერ კიდევ მოქმედია.
ტექნიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2 მახით სიჩქარეს უნდა მოყოლოდა ფიუზელაჟის სრული გადახურება და შემდეგ დაწვა,ამიტომ კონსტრუქტორებს უნდა შეექმნათ თვითმფრინავი განსხვავებული მატერიალით,მათ აიღეს E-2 ცეცხლგამძლე მეთალილი კაბინისთვის,ფიუზელაჟის თვის კი უმაღლესი ხარისხის ცეცხლგამძლე რკინა იყო საჭირო,ამიტომაც მათ დააპირეს გაეკეთებინათ ტიტანით თუმცა ტიტანი ძალიან ძვირი იყო და თან ძალიან რთული იქნებოდა ტიტანიანი თვითმფრინავების წარმოება,ამიტომაც პირველად საბჭოთა თვითმფრინავებზე გადაწყა შედუღებული ვარიანტი გაეკეთებინათ სადაც 80 % იქნებოდა ნიკელი,11% ალუმინი და 9% ტიტანი.
MiG-25 თეორიულად 3,2 მახს აღწევდა ხოლო მაქსიმალური ჭერი კი 27,000 მეტრი იყო,თუმცა მაღალ სიჩქარეში ფრენისას (2 მახის გადაჭარბებისას) თვითმფრინავის ძრავები ზიანდებოდა და საჭირო ხდებოდა დასმისას მისი შეკეთება.
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვითმფრინავის სერიული წარმოება დაიწყო МиГ-25R ('Foxbat-B') - ით 1969 წელს გორკის საავიაციო ქარხანაში ნომერ .21-ში,1971 წლიდან МиГ-25P ("Foxbat-A")-ს წარმოება დაიწყო და 410 თვითმფრინავის გამოშვებით დასრულდა 1982წელს,1978 წელს დაიწყო PD ვარიანტის წარმოება რომელიც 104-ი თვითმფრინავის წარმოებით დასრულდა 1984 წელს,ამავე წელს ქარხანა გადაერთო მოდერნიზებული მიგ-31 - ის წარმოებაზე.
გატაცება და დასკვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]МиГ-25 იყო ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა თვითმფრინავი. შესაბამისად, დასავლეთს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია მიგ-ზე. მათი აზრით, თვითმფრინავი იყო კარგად მანევრირებადი გამანადგურებელი. სწორედ ამან უბიძგა F-15-ის წარმოების დაწყებას. 1976 წლის 7 სექტემბერს, წვრთნისას, სადაც გამტაცებელი ვიქტორ ბელენკო მონაწილეობდა (ის კარგა ხნის განმავლობაში აწვდიდა დასავლეთს МиГ-25-ზე ინფორმაციას), დაიკარგა თვითმფრინავი, რომელშიც ბელენკო იჯდა. მან მოასწრო შეტყობინების გაგზავნა რომ ის ვარდებოდა, რის შემდეგადაც ბაზიდან ვერტმფრენები აფრინდნენ მის მოსაძებნად, თუმცა, რა თქმა უნდა ვერაფერი იპოვეს. ამის შემდეგ სსრკ-ში დაეჭვდნენ რომ ეს შეიძლებოდა გატაცება ყოფილიყო, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან მიგი უკვე იაპონიაში მიფრინავდა. მის ჩამოსაგდებად იაპონიის ავიაბაზიდან F-4 ტიპის ავიაგამანდგურებელი აფრინდა, თუმცა მიზანი ვერ აღმოაჩინა. ამ დროს მიგი 1,100 კმ/სთ-ი მიფრინავდა დაბალ სიმაღლეზე, რათა რადარებს არ დაეფიქსირებინათ. საბოლოოდ, თვითმფრინავი სამოქალაქო აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ბილიკი არ ეყო და გზიდან გადავიდა. იაპონია ამას არ ელოდა და არ იცოდა რა ექნათ. დროის მოგების მიზნით პილოტი გაასამართლეს საზღვრის უკანონო დარღვევის გამო, ამ დროს კი ამერიკელებმა МиГ-25-ს სპეციალური ანგარი აუშენეს სადაც ის დეტალურად შეისწავლეს, ხოლო თვითმფრინავი სსრკ-ს 67 დღეში დაუბრუნდა. აშშ-ს დასკვა ასეთი იყო:
- ტუმანსკის R-15(B) ტიპის ძრავების წყალობით უნდა ყოფილიყო ძალიან სწრაფი
- შედუღებული იყო ხელით
- გამოყენებული იყო ნიკელი ტიტანის ნაცვლად
- მაქსიმალური აჩქარება (ჯ გადატვირთვა) 2.2 იყო დამატებითი ავზებით, ხოლო უავზოდ კი — 4,5. თუმცა თვითმფრინავმა ერთ-ერთი წვრთნისას პილოტის უყურადღებობის შედეგად 11,5 ჯი განიცადა.
- საბრძოლო რადიუსი 299 კმ, ავზებით 1,197 დაბალ სიმაღლეზე.
- საჰაერო სიჩქარის ინდიკატორზე წითელი ნიშანი იყო 2.8 მახზე, მაშინ როცა ჩვეულებრივ გზაგადამჭრელს 2,5-ზე აქვს, 1970 წელს მიგმა 3,2 მახით გადაუფრინა სინაის რამაც ძრავების ძლიერი დაზიანება გამოიწვია.
- თვითმფრინავის ავიონიკა შექმნილი იყო ვაკუუმის მილაკებზე და არა ელექტრულზე, ეს კი უპირატესობას აძლევდა ემოძრავა უფრო მაღალ სიჩქარეზე, ვიდრე ელექტრულით და ასევე უფრო ადვილი იყო მისი შეკეთება და გამოცვლა საველე პირობებში. გარდა ამისა, МиГ-25P-ეს (ნატოს სახელი ცეცხლოვანი მელია) ვაკუუმის მილაკების წყალობით ჰქონდა უძლიერესი რადარი, რომელიც 600 კილოვატს გამოიმუშავებდა. ასევე ვაკუუმის მილაკების წყალობით შეეძლო გაეძლო ელექტრომაგნიტური პულსის წინააღმდეგ, მაგალითად როგორიც მოჰყვება ატომური ბომბის აფეთქებას.
საბრძოლო ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი 2 МиГ-25R და 2 МиГ-25RB ეგვიპტეში 1971 წლის მარტში ჩაფრინდა და 1972 წლის ივლისამდე დარჩა,ისინი შედიოდნენ სპეციალურად შექმნილ დანაყოფში სადაც მხოლოდ სსრკ-დან ჩამოსული პილოტები მართავდნენ,ისრაელს სულ 20-ჯერ გადაუფრინა,გადაიღო სურათები სინაიზე, ხოლო ფრენა კი მაქსიმალურ სიმაღლეზე მიმდინარეობდა.
1971 წლის 6 ნოემბერს 2,5 მახით მფრენი МиГ-25-ს აედევნა ებრაული F-4E თუმცა საჰაერო ბრძოლა არ გამართულა.ერთ ერთ დავალებაზე სინაის თავზე თვითმფრინავმა 3,2 მახს გადააჭარბა რამაც ძრავების განადგურება მოჰყვა.
1983 წლის 13 ოქტომბერს ორი ებრაული F-15 ჩაუსაბრთდა 2 МиГ-25-ს რომელთაგანც ერთი ჩამოაგდეს ხოლო მეორემ კი საპასუხო ცეცხლი გახსნა,ერთი ვერსიით F-15 ჩამოაგდო ხოლო მეორეთი კი რაკეტა აცდა სამიზნეს,მესამე MiG-25 დაზიანდა Hawk-ის ტიპის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით.
ირან-ერაყის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]МиГ-25-ები შედიოდნენ ერაყის საჰაერო ძალებში თუმცა უცნობია მისი წარმატებული გაფრენები.ჯურნალისტ ტომ კუპერის გამოკვლევის შემდეგ მან დაადგინა რომ 10-მდე МиГ-25 ჩამოგდებული იქნა ირანული F-14-ის მიერ,МиГ-25-მა კი პირველი წარმატება 1983 წლის იანვარში ჩაიწერა,კერძოდ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის C-130.
1984 წელს ჩამოაგდო ირანული F-4 ხოლო 1985 წელს კი მეორე,1986 წელს ჩამოაგდეს ირანული EC-130E ხოლო ამავე წელსვე ჩამოაგდეს დამატებით ორი F-4. ყველაზე წარმატებული პილოტი იყო პოლკოვნიკი მუჰამედ რიანი რომელმაც მოწინააღმდეგის 10 თვითმფრინავი ჩამოაგდო,1981-დან 1988 წლამდე ის დაფრინავდა МиГ-25P რომლითაც 8 საჰაერო გამარჯვება მოიპოვა, ხოლო შემდეგ კი ის პოლკოვნიკი გახდა და ირანულმა F-14-მა ჩამოაგდო.
უდაბნოს ქარიშხალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალში МиГ-25 შედიოდა ერაყის არმიაში,МиГ-25PDS-პირველი საჰაერო გამარჯვება პირველივე ღამეს მოიპოვა და ჩამოაგდო R-40-ტიპის რაკეტით ამერიკული F/A-18.
მეორე ინციდენტში МиГ-25PD მონაწილეობდა რა დროსაც ისინი გასცდნენ F-15-ებს და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავ EF-111A Raven-მიმართულებით 3 რაკეტა გაისროლა საიდანაც სამივე ააცდინა თუმცა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა.
МиГ-25-ები F-15-ის წინააღმდეგაც იბრძოდა,კერძოდ ერთ ერთ შემთხვევაში МиГ-25-მა F-15-ის მიმართულებით რაკეტა გაისროლა (ამერიკელმა პილოტმა მისი აცდენა მოახერხა) და დიდი სიჩქარით დატოვა ტერიტორია თუმცა მას 2 F-15 აედევნა რომლებმაც 10 გასროლა განახორციელეს თუმცა მიზნამდე ვერცერთმა მიაღწია.
2 МиГ-25 ჩამოგდებული იქნა F-15C-ს მიერ რაკეტა AIM-7-ით,ომის შემდგომ F-16D არასაფრენ ზონაში ჩამოაგდო ერაყული მიგი რაკეტა ამრაამით რომელიც ამ რაკეტით თვითმფრინავი პირველი გამარჯვება იყო.
2002 წელს МиГ-25-მა ჩამოაგდო ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-1 Predator.
ერაყული МиГ-25-ები 2003 წელს თითქმის ჰაერში არავის უნახავს რადგან ისინი მოწინააღმდეგეს მიწაში ემალებდნენ რის გამოც რამდენიმე მსგავსი МиГ-25 ჩაუვარდათ ხელში ამერიკელებს.
ინდოეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთი თვითმფრინავის ქონას დიდი ხანი ასაიდუმლოებდა და მას მეტსახელი გარუდა ერქვა,გარუდა იყო ბუდისტების მითოლოგიური გმირი რომელიც ჩიტის მსგავსი იყო. MiG-25 ინტენსიურად გამოიყენებოდა კარგილის ომი-ში და ის დაზვერვას ახორციელებდა მოწინააღმდეგის პოზიციების.
1997 წლის მაისში ერთ ერთ სადაზვერო მისიაზე თვითმფრინავის სიჩქარემ 2 მახს გადააჭარბა,ბგერის ბარიერი 19.812 მეტრზე გადალახა და შესამჩნევიც იყო მისი ფრენა, ინდოელებმა კი იცოდნენ რომ მოწინააღმდეგეს არ ჰყავდა ისეთი თვითმფრინავი რომელიც МиГ-25-ს წინააღმდეგობას გაუწევდა და მის სიმაღლემდე ავიდოდა.
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- МиГ-25П — საბაზო ვერსია,პირველი გაფრენა 1964 წელს მოახდინა.
- МиГ-25М (Е-155М) (1974 წელი) — მოდიფიცირებული-გამანადგურებელ გზაგადამჭრელი, დაყენებული ჰქონდა ახალი ძრავები «Р15БФ2-300» , რომელიც უფრო ეკონომიური იყო.უნდა მომატებულიყო სიჩქარე მაგრამ დაკლებულიყო აჩქარება.სერიულად არ წარმოებულა.
- МиГ-25МП (Е-155МП) (1975 წელი) — მოდიფიცირებული-გამანადგურებელ გზაგადამჭრელი,ეყენა ახალი ძრავა Д-30Ф-6, «Заслон» ტიპის საბორტო რადილოკაციური სადგური. სერიულად არ წარმოებულა თუმცა მისი გაგრძლებაა მიგ-31
- МиГ-25ПД (1978 წელი) — გამანადგურებელ გზაგადამჭრელი. დაუყენდა რადიოლოკატორი «Сапфир-25» с АВМ-25-ის გამომთვლელით,შეეძლო დაეფიქსირებინა მოწინააღმდეგე 100 კილომეტრიდან.1975 წელს განიცადა მოდერნიზაცია და უკვე შეეძლო ეტარებინა ახალი ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტები Р-40РД და Р-40ТД.ასევე არსენალში დაემატა ახლო მოქმედების რაკეტა Р-60 (სამომავლოდ Р-60М),ერთ პილონზე 4 ახლო მოქმედების და 2 Р-40ТД ტიპის რაკეტები იიდებოდა.
- МиГ-25ПДС (1978 წელი) — მოდიფიცირებული გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი დაუყენდა «Смерч» (РП-25) -ტიპის საბორტო რადილოკაციური სადგური,ახალი ძრავები «Р15Б-300» და «Р15БД-300»,ასევე შეეძლო ეტარებინა Р-40ДР/ДТ და Р-60.
- МиГ-25ПДСЛ (1985 წელი) — მოდიფიცირებული გამანადგურებელ გზაგადამჭრელი, დაუყენდა რადარის მიერ აღმოჩენის გამაფრთხილებელი «Береза-ЛМ», ჩამხშობი «Гардения-1ФУ» და პასიური ჩამშლელი. სერიულად არ წარმოებულა
- МиГ-25Р (Е-155Р,) (1964 წელი) — სადაზვერო.დაყენებული ჰქონდა 4 А-70М ტიპის ფოტოაპარატი,ასევე 2 ტოპოგრაფიული ფოტოაპარატი А-Е/10
- МиГ-25БМ (1983 წელი) — ძირითადი შეიარაღება — 4 რაკეტით X-58 ტიპის რადარ საწინააღმდეგო რაკეტით. სულ 40 იქნა წარმოებული.
- МиГ-25РБН (1972 წელი) — ღამის სადაზვერო ვერსია,შეიარაღებული ფოტოაპარატებით НАФА-75, შეიარაღებული რვა მანათობელი ბომბით ФОТАБ-100-140
- МиГ-25РБТ (1979 წელი) — შეიარაღებული «Тангаж» -ის ტიპის მოწყობილობებით
- МиГ-25МР — მეტეოროლოგიური მოდიფიკაცია.
- МиГ-25РБ (1970 წელი) — ეყენა ისეთივე ფოტოაპარატები როგორც МиГ-25Р, რადიოტექნიკური სადგური СРС-4А. შეეძლო ეტარებინა ატომური ბომბი. 1972 წელს მონაწილეობდნენ ისრაელ არაბების ომში.
- МиГ-25РБВ (1970 წელი) — ერთადგილიანი სადაზვერო-ბომბდამშენი,ეყენა რადიაციული დაზვერვის მოწყობილობა,შეიარაღება კი ჰქონდა მსგავსი როგორიც РБ-ს
- МиГ-25РД (1976 წელი) — საცდელი ვერსია,წარმოადგენს МиГ-25РБ ახალი ძრავებით «Д-30Ф-6». სერიულად არ წარმოებულა.
ოპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალჟირის საჰაერო ძალები – 48 МиГ-25
- სომხეთის საჰაერო ძალები – 1 МиГ-25
- აზერბაიჯანის საჰაერო ძალები – 29 (6 საწვრთნელი)
- რუსეთის საჰაერო ძალები – 42 МиГ-25RB
- სირიის საჰაერო ძალები – 16 МиГ-25PD, 8 МиГ-25RB და 2 МиГ-25PU (საწვრთნელი)
- თურქმენეთის საჰაერო ძალები – 24 (МиГ-25PD/МиГ-25PUs)
ტექნიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი მაჩვენებლები
- ეკიპაჟი: ერთი კაცი
- სიგრძე: 19.75 მ
- ფრთის გაქანი: 14.01 მ
- სიმაღლე: 6.10 მ
- ფრთის ფართობი: 61.40 მ²
- ცარიელის წონა: 20,000 კგ
- დატვირთულის წონა: 36,700 კგ
- ძრავის ტიპი: ტუმანსკის R-15B-300
- ძრავების რაოდენობა: 2
მოქმედება
- მაქსიმალური სიჩქარე: 3.2 მახი (3.600 კმ/სთ),უსაფრთხო 2,83 მახი (3,200).
- საბრძოლო რადიუსი: 1,730 კმ (დამატებითი ავზებით).
- პრაქტიკული ჭერი: 20,700 მ 4 რაკეტით, 24,400 RB მოდიფიკაციისთვის.
- სიმაღლის აღების სიჩქარე 208მ/წ
- მაქსიმალური სიმაღლის აღების დრო 8.9 წუთი 20.000 მ
შეიარაღება
- რადარით დამმიზნებადი 2 R-40R (AA-6 "Acrid") ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა.
- სითბური დამიზნების 2 R-40T
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- MiG-25 page on Milavia.net
- MiG-25 page on GlobalSecurity.org
- MiG-25/31 at Greg Goebel's Air Vectors site
- MiG-25 Foxbat at Russian Military Analysis
- Foxhound vs Blackbird: How the MiGs reclaimed the skies
- MiG-25 vs. SR-71 Blackbird discussion
- Foxbat and Foxhound - Australian Aviation
- Recce Incursion - Famous incident of IAF MiG-25 intruding into Pakistan airspace
- Photo Russian MiG-25 in flight - 2007
- Photo Russian MiG-25 in flight - 2011
- MiG-25 Foxbat on hronotop2012.narod.ru
|