კლერ ფოი
კლერ ფოი | |
---|---|
კლერ ფოი 2018 წელს. | |
დაბადების სახელი | კლერ ელისაბედ ფოი |
დაბადების თარიღი |
16 აპრილი, 1984 ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
აქტიური | 2008-დღემდე |
მეუღლე(ები) | სტივენ კამპბელ მური (იქ. 2014–18) |
შვილ(ებ)ი | 1 |
კლერ ელისაბედ ფოი (ინგლ. Claire Elizabeth Foy; 16 აპრილი, 1984) — ინგლისელი მსახიობი. მსახიობობა შეისწავლა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში და ოქსფორდის დრამის სკოლაში. 2008 წელს დებიუტი შექმნა ამერიკულ კომედია-დრამის პირველ სერიაში, „იყო ადამიანი“. 2008 წელს ტიტულოვანი როლი ითამაშა BBC One-ს მინისერიალში, „ციცქნა დორიტი“.[1] 2011 წელს ითამაშა ამერიკულ ისტორიულ ფანტაზიაში, „ალქაჯების დრო“. ამ როლს მოჰყვა სხვა წამყვანი როლები სატელევიზიო სერიალებში: ბრიტანული ტელე-სერიალი „პირობა“ (2011), ამერიკული სათავგადასავლო დრამა „ძვლები და თავის ქალა“ (2014). ბრიტანულ მინისერიალში „მგლის დარბაზში“, ენი ბოლეინის თამაშისთვის, ფოი დაჯილდოვდა პრიზით.
The Netflix-ის ისტორიული დრამის, „გვირგვინის“ პირველ და მეორე სეზონებში დედოფალი ელისაბედ მეორეს განსახიერებით, კლერ ფოიმ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო სტივენ სოდერბერგის ფსიქოლოგიურ თრილერში, „შეურაცხადი“. ამერიკელი ავსტრონავტის, ნილ არმსტრონგის მეუღლის, ჯანეტ შერონის როლი ითამაშა, 2018 წლის ბიოგრაფიულ დრამაში, „პირველი კაცი მთვარეზე“. ამ როლის განსახიერებისთვის, ფოი ნომინირდა ოქროს გლობუსზე და BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისელი მსახიობი კლერ ფოი დაიბადა 1984 წლის 16 აპრილს,[2] ინგლისში. ფოის ნათქვამი აქვს რომ დედამისი არის მასიური ირლანდიური ოჯახის წარმომადგენელი. მისი დიდი ბებია და ბაბუა არიან დუბლინიდან და კილდარიდან.[3][4][5] გაიზარდა მანჩესტერში და ლიდზში, სამი შვილიდან უმცროსია. მამამისის სამსახურის გამო ფოის ოჯახი მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ლონგვიკში. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ფოი 8 წლის ასაკში იყო.[6] ჰყავს უმცროსი ნახევარდა მამის მეორე ქორწინებიდან. სწავლობდა „აილსბურის საშუალო სკოლაში“, მოგვიანებით დადიოდა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა დრამას. ასევე დადიოდა ოქსფორდის დრამის ერთ წლიან კურსზე.[7] სწავლა დაამთავრა 2007 წელს და შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში, სადაც ცხოვრობდა დრამის სკოლის ხუთ სტუდენტთან ერთად.[8]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქსოფორდის დრამის სკოლაში სწავლის დროს, კლერ ფოიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპექტაკლში, მათ შორისაა: „საუკეთესო გოგონები“, „წყალქვეშა დაპყრობა“, „მარტივი სათნოება“ და „შეხებული“.[9] After appearing on television,[10]
პროტაგონისტის, ემი დორიტის როლი ითამაშა BBC-ს სატელევიზიო სერიალში, „ციცქნა დორიტი“, ამ როლის შესრულებისთვის ფოი ნომინირდა „სამეფო სატელევიზიო საზოგადოების ჯილდოზე“. შემდეგ იგი გადაიღეს სათავგადასავლო საშინელებათა ჟანრში, „ალქაჯების დრო“. ლედი პერსეფონის როლი ითამაშა BBC-ს ბრიტანულ ტელესერიალში, „მაღლა სართულზე დაბლა“. 2011 წლის თებერვალს გადაიღეს „Channel 4“-ის სატელევიზიო სერიალში, „პირობა“.
მთავარი როლი ელენი ითამაშა სარა უეითერსის ნოველის ადაპტაციაში, „ღამის მცველი“.[11] 2013 წელს დაბრუნდა თეატრში და ლედი მაკბეტის როლი ითამაშა პიესაში, „მაკბეტი“.[12] 2015 წელს, ბრიტანულ სატელევიზიო სერიალში „მგლის დარბაზში“, ითამაშა ინგლისელი დედოფლის, ენი ბოლეინის როლი.[13] 2016 წელს ელისაბედ მეორე განასახიერა Netflix-ის სერიალში, „გვირგვინი”. ამ როლის თამაშისთვის იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოთი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს კლერ ფოი დაქორწინდა ინგლისელ მსახიობზე, სტივენ კამპბელ მურიზე. წყვილს 2015 წლის მარტს ეყოლა ქალიშვილი, ივი როუზი.[14] ისინი დაშორდნენ 2018 წლის თებერვალში.[15]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Little Dorrit cast announced (6 May 2008).
- ↑ Claire Foy age, husband, children and full Emmys 2018 acceptance speech en (2018-09-18). ციტირების თარიღი: 2020-11-28
- ↑ Jamieson, Teddy (17 January 2015). „Claire Foy on playing Anne Boleyn and getting her head chopped off“. The Herald. ციტირების თარიღი: 8 January 2017.
- ↑ The Queen of Wolf Hall (17 January 2015). ციტირების თარიღი: 8 January 2017.
- ↑ O'Shea, James. (25 December 2017) 'The Crown's' Claire Foy has humble Irish roots en. ციტირების თარიღი: 5 November 2018
- ↑ Gilbert, Gerard (18 February 2012). „A class act: Claire Foy on criticism, tumours and embarrassing sex scenes“. The Independent. ციტირების თარიღი: 27 December 2018.
- ↑ Showcase Presentation 2007 – One and Three Year Students. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2020.
- ↑ Bearn, Emily. (4 December 2008) Little Claire Foy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2009.
- ↑ Claire Foy. Royal National Theatre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2020.
- ↑ Claire Foy (10 July 2008).
- ↑ Interview: Claire Foy (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 22 February 2011.
- ↑ Merrifield, Nicola (4 January 2013). „Claire Foy to play Lady Macbeth opposite James McAvoy“. The Stage. ციტირების თარიღი: 22 November 2013.
- ↑ Plunkett, John. (3 March 2016) Poldark's topless scything fails to cut it with Royal Television Society judges. ციტირების თარიღი: 3 March 2016.
- ↑ Pavia, Lucy (4 November 2016). „Claire Foy on playing The Queen: 'Being likeable all the time isn't real life'“. Marie Claire. ციტირების თარიღი: 1 April 2018.
- ↑ Stone, Natalie (22 February 2018). „The Crown's Claire Foy Separates from Her Husband After 4 Years of Marriage“. People. ციტირების თარიღი: 1 April 2018.