Zeebo
Zeebo System | |
---|---|
მწარმოებელი | Zeebo Inc. |
პროდუქტის ოჯახი | Zeebo |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა[1][2][3] |
გამოშვების თარიღი |
ბრაზ 25 მაისი, 2009 MEX 14 ნოემბერი, 2009 |
თავდაპირველი ფასი |
499,00 ბრაზილიური რეალი 2, 499 მექსიკური პესო |
შეწყდა |
ბრაზ 30 სრქტემბერი, 2011 MEX 30 სექტემბერი, 2011 |
მედია | ციფრული დისტრიბუცია |
პროცესორი | ARM11 528 მჰც |
მეხსიერების საცავი | 1 გბ NAND ფლეში |
გრაფიკა | ATI Imageon |
კონტროლერის შეტანა |
ანალოგიანი გეიმპადი და უსადენო კონტროლერი |
კავშირი |
1 SD-ს სლოტი |
ონლაინ სერვისები |
ZeeboNet — Claro 3G (ბრაზილია) Telcel (მექსიკა) |
Zeebo — მეშვიდე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანია Zeebo.Inc-ის მიერ ძირითადად ბრაზილიისა და მექსიკის ბაზრებისთვის. გამოვიდა 2009 წლის 25 მაისს ბრაზილიაში[4] და იმავე წლის 14 ნოემბერს მექსიკაში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი გამოცემა ბრიკსის ქვეყნებში.[5]
Zeebo იყო ბიუჯეტური პლატფორმა და მისი თანამედროვე სისტემებისაგან განსხვავდებოდა დაბალი ტექნიკური მახასიათებლებით. ამასთანავე გათვლილი იყო სტანდარტულ ტელევიზორებზე მისაერთებლად, HDTV-ის მხარდაჭერის გარეშე.
სისტემა, მთლიანად ორიენტირებული იყო თამაშების ციფრული სახით გავრცელებაზე მობილური კავშირის ტექნოლოგიის მეშვეობით.[6] დეველოპერთა აზრით, ამგვარი მიდგომა ხელს შეუშლიდა მეკობრეებს არალიცენზირებული კონტენტის გავრცელებაში, აგრეთვე მათი თქმით, კონსოლის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა მისი მარტივად გამოყენება, აგრეთვე კონსოლისა და თამაშების სიიაფე. მისი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა როგორებიცაა Electronic Arts, Activision, Namco, Capcom, Sega და id Software.[7][8][9]
მისი თავდაპირველი ფასი ბრაზილიაში შეადგენდა 499 ბრაზილიურ რეალს (დაახლოებით 200 დოლარი), ხოლო მექსიკაში 2,499 მექსიკურ პესოს (დაახლოებით 205 დოლარი). თამაშების ღირებულება არ აღემატებოდა 10 აშშ დოლარს. სულ კონსოლზე გამოვიდა 57 თამაში, რომელთა უმეტესობა მოიცავდა მობილური ტელეფონებისა და სხვა კონსოლების თამაშების გადაკეთებულ ვერსიებს, მათ შორის — „FIFA 09“, Resident Evil 4, „Crash Bandicoot Nitro Kart 3D“, „Galaxy on Fire“ და „Rally Master Pro.“[10][11] იგი გამოიყენებდა ორი სახის სათამაშო კონტროლერს — სტანდარტულ გეიპადს სახელად „Z-Pad“ და უსადენო კონტროლერს სახელად „Boomerang“, რომელსაც გააჩნდა მოძრაობის დეტექტორის ფუნქცია. მასზე აგრეთვე ხელმისაწვდომი იყო კლავიატურა ინტერნეტში გამოყენებისთვის.[12]
დაბალი ფასის მიუხედავად, Zeebo-მ ვერ შეძლო პოპულარობის მოხვეჭა მომხმარებლებში. მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — საერთო ჯამში გაიყიდა 300,000 ასლის ოდენობით. კონსოლის წარმოება შეწყდა 2011 წლის 30 ნოემბერს.
თამაშები
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Zeebo“ ვიკისაწყობში.
- Zeebo — Giant Bomb
- Zeebo — Steam Community
- Zeebo — Video Game kraken
- VGChatz’s GDC09 Zeebo coverage
სქოლიო
- ↑ The Zeebo game console: Why it matters (1 ივნისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2012. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2009.
- ↑ Ho, Victoria. Zeebo - the fourth game console? - ZDNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2013.
- ↑ Ralph, Nate (25 მარტი,, 2009). „GDC: Zeebo To Bring Gaming to Emerging Markets“. Wired. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Tectoy anuncia novo videogame 100% brasileiro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28.
- ↑ Tectoy apresenta Zeebo, "o videogame dos paises emergentes".
- ↑ Novo console da Tectoy se chama Zeebo (მაისი 2018).[მკვდარი ბმული]
- ↑ Gigantes do mercado de jogos credenciam Zeebo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28.
- ↑ Zeebo: entrevista com Reinaldo Normand, da Zeebo Inc. (სექტემბერი, 2017).[მკვდარი ბმული]
- ↑ Youtube: Tectoy Digital Video Presentation.
- ↑ Zeebo.com.br – Jogos Portuguese. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დელმებერი, 2009.
- ↑ Interview: Fishlabs talks Galaxy on Fire for hybrid console Zeebo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2009.
- ↑ Using Keyboards with the Zeebo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2010.
|
|