[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

VTech Socrates

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
VTech Socrates
მწარმოებელი VTech
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი 1988; 36 წლის წინ (1988)[1]
პროცესორი Zilog-ის Z80A @ 3.57 მჰც
მეხსიერება 32 კბ RAM
წინა VTech CreatiVision
შემდეგი V.Smile

VTech Socratesმესამე თაობის საგანმანათლებლო სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული 1988 წელს VTech-ის მიერ. კონსოლს სახელი დაერქვა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, სოკრატეს პატივსაცემად.

სისტემას თან ახლდა სტანდარტული უსადენო კლავიატურა, რომელიც უკავშირდებოდა ინფრაწითელი სხივით და ზედ სადენებით მიმაგრებული იყო ორი კონტროლერი, აგრეთვე მოჰყვებოდა უსადენო მაუსი. მასში განთავსებული იყო Zilog Z80A-ის ცენტრალური პროცესორი 3.57 მჰც ტაქტური სიხშირით და 32 კბ ოპერატიული მეხსიერება. კონსოლის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, გამოვიდა რამდენიმე თამაში, მათ შორის: „Facts 'N Fractions“, „State to State“, „Memory Mania“, „Around the World“, „Hodge-Podge“, “Game Wizard“ და „Amazing Mazes“.

კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 130 ამერიკულ დოლარს. საფრანგეთში ვრცელდებოდა Yeno Professeur Saitout-ის სახელწოდებით,[2] ხოლო გერმანიაში დისტრიბუციას უწევდა კომპანია Yeno და ერქვა Prof. Weiss-Alles.[3] გამოშვება დაგეგმილი იყო ესპანეთშიც, თუმცა არასდროს გამოცემულა. მასში ჩაშენებული იყო რამდენიმე ვიდეო თამაში, აგრეთვე მათემატიკური, მუსიკალური და სხვადასხვა სახის პროგრამები. სისტემა ასევე განსხვავდებოდა ხმის მახასიათებლებით, დამატებითი ხმის კარტრიჯის წყალობით, რომლის შეძენა შესაძლებელი იყო ცალკე, თუმცა ვერ გამოირჩეოდა გრაფიკული შესაძლებლობებით. VTech-მა სისტემის წარმოება შეწყვიტა 1990-იანების დასაწყისში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. VTech Socrates, toys.wikia.com
  2. Console : Le Yeno Professeur Saitout. http://mo5.com (06-10-2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27-09-2018. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2017.
  3. Kujala, samuell. (23 aprili, 2009) Yeno Prof. Weiss-Alles. Flickr. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2010.