მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Atari 7800 ProSystem, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Atari 7800 — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Atari, Inc.-ის მიერ 1986 წელს.[2] ეს არის პირველი კონსოლი, რომელიც სრულიად უკუთავსებადია Atari 2600-თან, რაიმე სახის მოდულის გამოყენების გარეშე. მისი თავდაპირველი საბაზრო ფასი 140 აშშ დოლარს შეადგენდა.
2600-თან შედარებით, 7800, აპარატურის თვალსაზრისით შესამჩნევად გაუმჯობესებულია, თუმცა გამოიყენებს იმავე აუდიო ჩიპს, რასაც მისი წინამორბედი. მასში განთავსებულია Atari SALLY 6502-ის ცენტრალური პროცესორი 1.19-1.79 ტაქტური სიხშირით, 4 კბ ოპერატიული მეხსიერება[3] და MARIA-ს გრაფიკული ჩიპი.[4]Atari 2600-თან უკუთავსებადობის წყალობით, მასზე ხელმისაწვდომი იყო უამრავი თამაში, თუმცა მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობის გამო, სისტემაზე ჯამში 100 ერთეულ თამაშზე მეტი არ გამოსულა.
კონსოლის თავდაპირველი სახელწოდება იყო Atari 3600 და გამოცემა დაგეგმილი იყო 1984 წლის 21 მაისისთვის, მაგრამ თარიღმა 1986 წლამდე გადაიწია,[5] რაც განაპირობა იმან, რომ შემქმნელი კომპანია შეისყიდა Tramel Technology Ltd-მა.[6]
მსოფლიოს მასშტაბით, სისტემის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 3.5 მილიონ ეგზემპლარს. 2009 წელს საიტმა IGN, Atari 7800-ს სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ 17-ე ადგილი მიუჩინა.[2]
Atari-ს აპარატული უზრუნველყოფა |
---|
| პერსონალური კომპიუტერები | |
---|
| პორტატიული კომპიუტერები | |
---|
| ვიდეო თამაშების კონსოლები | |
---|
| გაუქმებული პროტოტიპები | |
---|
| სხვა | |
---|
|
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მესამე თაობა |
|
---|
| |
|