Capcom
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 30 მაისი, 1979[1] (როგორც I.R.M Corporation) |
დამაარსებელი | კენძო ცუძიმოტო |
სათავო ოფისი |
ოსაკა, იაპონია სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
პროდუქცია | თამაშების სრული სია |
შემოსავალი | ¥ 25.9 მილიარდი/აშშ აშშ$239.6 მილიონი (2014)[2][3] |
სუფთა მოგება | ¥ 2.9 მილიარდი/ აშშ$26.8 მილიონი (2014)[2][3] |
მფლობელი |
კენძო ცუძიმოტო ჰარუხირო ცუძიმოტო |
თანამშრომელი | 2.601 (2014)[4] |
Capcom Co., Ltd. (იაპონ. 株式会社カプコン კაბუსიკი გაისა კაპუკონი?) უფრო მეტად ცნობილი, როგორც Capcom — იაპონური ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია.[4] შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ოსაკაში, იაპონია. დაარსდა 1979 წელს I.R.M Corporation-ის სახელწოდებით,[5] როგორც მწარმოებელი და დისტრიბუტორი ელექტორნული სათამაშო აპარატებისა. ხოლო 1983 წლის 11 ივნისს კომპანიას ოფიციალურად დაერქვა Capcom Co., Ltd.[5]
Capcom-ს შექმნილი აქვს უამრავი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, მათ შორის არის: Mega Man, Street Fighter, Devil May Cry, Ace Attorney,Monster Hunter და Resident Evil — ეს უკანსაკნელი ითვლება Capcom-ის მიერ შექმნილ ყველაზე განთქმულ ფრენჩაიზად, რომლის გაყიდვებმაც 2018 წლის მარტის მონაცემით 83 მილიონ ასლს გადააჭარბა.[6]
კომპანია ფლობს საწარმოებს ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში,[7][8] მათ შორის არის Capcom Vancouver კანადაში, Koko Capcom Co., Ltd სამხრეთ კორეაში, Street Fighter Film, LLC და Dellgamadas Co., Ltd. აშშ-ში.[8]
დღესდღეობით კომპანია დაკავებული არის ვიდეო თამაშის, Deep Down-ის შემუშავებით, რომელიც დეველოპერების ინფორმაციით იქნება PlayStation 4-ის ექსკლუზივი[9] და რელიზი შედგება უახლოეს მომავალში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ CAPCOM - Corporate Overview.
- ↑ 2.0 2.1 Graft, Kris. (7 მაისი, 2010) Capcom Posts 73 Percent Profit Drop Amid Major Delays, Weak Sales. Gamasutra. United Business Media. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
- ↑ 3.0 3.1 Sluggish Financial Results for ended 31 მარტი, 2010. Capcom Co., Ltd (7 მაისი, 2010). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
- ↑ 4.0 4.1 Corporate Information: Corporate Overview. Capcom Co., Ltd (31 მარტი, 2010). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
- ↑ 5.0 5.1 Ocampo, Jason. (11 ივნისი, 2008) Capcom Marks 25th Anniversary. IGN.com. IGN Entertainment, Inc. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2010.
- ↑ Game Series Sales. CAPCOM (March 31, 2018). ციტირების თარიღი: May 9, 2018.
- ↑ Corporate Information: Capcom Group. Capcom Co., Ltd (31 აგვისტო, 2009). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2010.
- ↑ 8.0 8.1 Annual Report 2009. Capcom Co., Ltd (17 სექტემბერი, 2009). ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2010.
- ↑ Gera, Emily. (1 აგვისტო, 2013) PCapcom's Deep Down will be playable at TGS for PS4. Polygon. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2013.
|
- Capcom
- ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრები
- კომპანიები დაარსებული ოსაკას პრეფექტურაში
- 1979 წელს დაარსებული კომპანიები
- Entertainment Software Association
- International Game Developers Association-ის წევრები
- იაპონური ვიდეო თამაშების კომპანიები
- ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიები
- ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანიები
- პინბოლის მწარმოებლები
- იაპონური ბრენდები