ვიკიმონაცემები
ის სხვადასხვა ენოვან ვერსიებსა და პროექტებში, გვერდით პანელზე განლაგებული ენათშორისი ბმულების ცენტრალური მართვის საშუალებას იძლევა, რაც ადრე გვერდის ბოლოში ცალკეული ენათშორისი ბმულებით იყო წარმოდგენილი.
ვიკიმონაცემები (www.wikidata.org, ვიკიპედიის სტატია) არის ფონდ ვიკიმედიის პროექტი, რომელიც 2012 წელს გაეშვა და მისი მიზანია შექმნას თავისუფალი ცოდნის ბაზა სამყაროზე, რომელსაც წაიკითხავს, დაამუშავებს და დაარედაქტირებს როგორც ადამიანი, ასევე რობოტი. მასზე განთავსდება მონაცემები ვიკიმედიაზე არსებულ ყველა ენაზე. შესაძლებელი იქნება მასზე წვდომა ყველა პროექტიდან, ისევე როგორც შესაძლებელი ვიკისაწყობის მულტიმედიურ ფაილებზე.
პროექტის თავდაპირველი განვითარება დააფინანსა ალენის ხელოვნული ინტელექტის ინსტიტუტმა [ai]2, გორდონი და ბეტი მურის ფონდმა და კორპორაცია „Google“-მა.
დამატებითი ინფორმაცია
- Wikidata.org — ძირითადი ვებსაიტი.
- ვიკიმონაცემების სატესტო საიტი
- შესავალი — იძლევა არატექნიკურ ინფორმაციას ვიკიმონაცემების პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
- ხდშ — პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.
- განვითარება — პროექტის მიმდინარე განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
- ჩართულობა — გაჩვენებთ თუ რით შეგიძლიათ დაეხმაროთ პროექტს.
- გლოსარიუმი — შეიცავს ვიკიმონაცემებში გამოყენებული ტერმინების სიას და მათ განმარტებებს.
გავლენა ვიკიპედიაზე
ჩვენ სამ ძირითად საკითხეზე ვმუშაობთ:
- ენათშორისი ბმულების ცენტრალიზება
- ყველა ვიკიპედიაში ინფოდაფის მონაცემებისთვის ცენტრალური ადგილის მინიჭება
- ვიკიმონაცემების მონაცემებზე დაყრდნობით შექმნილი სტატიების შექმნა და განახლება
სტატუსი
ვიკიმონაცემების ირგვლივ არსებული აქტივობების შესახებ ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ შეჯამების გვერდზე სტატუსის განახლებები.
ზომა
ვიკიმონაცემები ამჟამად ვიკიმედიის უდიდესი პროექტია, რომელიც 100 მილიონზე მეტ თემატურ გვერდს მოიცავს.