[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ომი

ვიკიციტატიდან

ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა, სამხედრო ძალადობის გზით.


პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება]
ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • პირველმა მსოფლიო ომმა ნაკლები ხალხი იმსხვერპლა ვიდრე მეორემ, გაანადგურა ნაკლები შენობები და ამოძირკვა მილიონები ათეული მილიონების ნაცვლად, მაგრამ მან დატოვა უფრო ღრმა ნაიარევები, როგორც ჩვენს სულებში, ასევე ევროპის რუქაზე. ძველი სამყარო ვერ გამოკეთდა შოკისგან. (ედმუნდ ტეილორი)


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • ომის დროს სიტყვა პატრიოტიზმი ნიშნავს სიმართლის დაგმობას. (ზიგფრის ზაზონი)


  • გუშინ ვიყავი შარშანდელ ბრძოლის ველზე. ადგილი ძლივს ვიცანი. ბომბებით გადახნული მიწის ნაცვლად, მიწაზე ამოდიოდა მწვანე ბალახი და უამრავი ყვავილები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ათასობით თეთრმა პეპელამ, რომლებიც გარშემო დაფრინავდნენ. ისინი თითქოს ჯარისკაცთა სულები იყვნენ ვინც დაბრუნდა იქ სადაც ამდენნი დაიღუპნენ. საზარელი სანახავი იყო. და სიჩუმე! ისეთი სიჩუმე იყო რომ პეპლების ფრთების ქნევასაც გაიგონებდი. (ბრიტანელი ოფიცერი 1919)


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • Gott strafe England - ღმერთო დასაჯე ინგლისი - გერმანელების სლოგანი.


  • ჩვენ მხარს დავუჭერთ ბრიტანეთს, უკანასკნელ ადამიანამდე და უკანასკნელ შილინგამდე. (ფიშერი, ენდრიუ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი)

სხვადასხვა

[რედაქტირება]
  • ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება. - სუნ ძუ


  • ომა როგორც კაციობრიობის პოტენციური გამნადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა. - ჩერჩილი, უინსტონ


  • გამარჯვებელი ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ. - ბისმარკი, ოტო ფონ



  • ლიდერი რომელიც კარგად არ დაფიქრდება, სანამ საკუთარ ხალხს საომრად გაუშვებს, არ უნდა იყოს ლიდერი. - მეირი, გოლდა


  • საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას. - ნაპოლეონ I


  • ომში შედეგი უფრო ნაკლებად ემთხვევა მოლოდინს ვიდრე ნებისმიერ სხვა საქმეში. - ტიტუს ლივიუსი


  • ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება. - სუნ ძუ


  • არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება. - აინშტაინი, ალბერტ



  • ომში პირველი მსხვერპლი სიმართლეა - ესქილე


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
- ომი ახალგაზრდების საქმეა, წამალი ნაოჭთა წინააღმდეგ.
მიხეილ ნესტერენკო (2007). The War, Victor Tsoi (ინგლისური, რუსული). Quotes found by Mikhail Nesterenko.
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ომი
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ომი&oldid=30780“-დან