[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Ubisoft

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ubisoft
ტიპი საჯარო
დაფუძნდა 1986
სათავო ოფისი მონტრეი-სუ-ბუა, სენ-დენი, საფრანგეთი
მმართველი
ივ გილმო, იანს მალატი, მიშელ ანკელი
პროდუქცია Rainbow Six
Ghost Recon
Splinter Cell
Prince of Persia
Rayman
Myst
Brothers in Arms
Far Cry
Assassin's Creed
მთლიანი შემოსავალი € 155 მლნ.
სუფთა მოგება € 109.8 მლნ.
თანამშრომელი 9,200 (2014)

Ubisoft Entertainment — ერთ-ერთი მთავარი ვიდეო-თამაშების ფრანგული გამომცემელი და დეველოპერი კომპანია, რომლის მთავარი შტაბ-ბინა არის მონტრეი-სუ-ბუა, საფრანგეთში. კომპანიას მსოფლიოს 19 ქვეყანაში 29 სტუდია აქვს.

კომპანიის ყველაზე დიდი სტუდიაა Ubisoft Montreal კანადაში, 2,100 თანამშრომლით.

2011 წელს კომპანია დასახელდა სიდიდით მესამე ვიდეო-თამაშების გამომცემლად როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2002-2003 წლებში Ubisoft-ის შემოსავალი იყო € 453 მლნ. 2003-2004 წლებში კი გაიზარდა € 508 მილიონამდე. კომპანიაში ყველაზე დიდი და განვითარებული სტუდია არის Ubisoft Montreal, რომელიც 2004 წელს ითვლიდა დაახლოებით 1600 დასაქმებულ ადამიანს. Ubisoft-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი არის ივ გილმო, ერთ-ერთი იმ ხუთი ძმიდან რომელმაც შექმნა Ubisoft-ი. კომპანიის შემოსავალი დღითიდღე იზრდება. მათმა შემოსავალმა მილიარდს მიაღწია 2008-2009 წლებში, როდესაც Ubisoft-ის შემოსავლები € 1,058 მილიარდს შეადგენდა. Ubisoft-ს ააქვს ასევე საკუთარი ფილმების სტუდიაც, სადაც იქმნება ვიზუალური ეფექტები ფილმებისა და შოუებისთვის.

Ubisoft–ს წარმატება და პრიზები მოუტანა ყველასვის ნაცნობმა თამაშებმა: Assassin's Creed, Tom Clancy’s Splinter Cell, Prince of Persia, Rayman 3, Tom Clancy’s Rainbow Six 3, Raven Shield, Beyond Good & Evil.

ხუთი ფრანგი ძმისგან შემდგარმა გილმოების ოჯახმა 1986 წლის მარტში დააარსა კომპიუტერული თამაშების გამომცემელი კომპანია საფრანგეთში (ბრეტანი). სულ მალე ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ივ გილმო Electronic Arts-ს, Sierra On-Line-ს და MicroProse-ს დაუკავშირდა, რათა მათი წარმოებული თამაშები გაევრცელებინა საფრანგეთში. Ubisoft-მა ნელ-ნელა გაფართოება დაიწყო და განვითარდა სხვა ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებში, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიაში.

ადრეულ 1990 წელს Ubisoft-მა შექმნა თამაშების დეველოპერირებისთვის პროგრამა, რამაც საფუძველი დაუდო 1994 წელს მათი ოფისის გახსნას მონტრეი-სუ-ბუაში, საფრანგეთში, რომელიც შემდგომ მათი მთავარი შტაბ-ბინა გახდა. Ubisoft-ი გახდა საჯარო კომპანია და 1996 წელს მათ ოფისი გახსნეს შანხაიშიც.

2000 წელს Ubisoft-მა შეიძინა Red Storm Entertainment-ი, ხოლო 2001 წელს იანვარში Ubisoft, მფლობელი გახდა დიუსელდორფში დაფუძნებული კომპანია Blue Byte Software-ისა.

2004 წლის დეკემბერში Ubisoft-ის 19,9% შეიძინა მისმა კონკურენტმა კომპანია Electronic Arts-მა.

2005 წლის მარტში Ubisoft-მა შეიძინა ნაწილი MC2-Microïds-სა და ინტეგრირება გაუკეთა Ubisoft Montreal-ში.

2006 წელს Ubisoft-მა Atari-საგან შეიძინა Driver-ის თამაშების სერია €19 მილიონად.

2007 წლის 11 აპრილს Ubisoft-მა განაცხადა, რომ მან შეიძინა გერმანული თამაშების დეველოპერი კომპანია Sunflowers.

Ubisoft-ი ასევე პასუხისმგებელი იყო, რომ გამოექვეყნებინა რამდენიმე ცნობილი თამაშის სერია, რომელიც სხვა კომპანიის შექმნილია. მაგალითად Ubisoft-მა გამოაქვეყნა Resident Evil 4 PC-სათვის, რომელიც წარმოებული იყო Capcom-ის მიერ. ასევე Ubisoft-ის გამოქვეყნებულია Marvelous Interactive-ის მიერ წარმოებული ორი თამაში: Innocent Life: A Futuristic Harvest Moon PlayStation 2-თვის და Harvest Moon Online.

2008 წლის 8 ივლისს Ubisoft-მა შეიძინა Hybride Technologies. მონრეალში დაარსდა სტუდია, რომლის მიზანია შექმნას ვიზუალური ეფექტები ცნობილი ფილმებისთვის. Hybride Technologies შეიქმნა 15 წლის წინ. დღესდღეობით ის დასაქმებულია 100 ადამიანით. სტუდიის ბევრი პროექტი მოიცავს ისეთ ინოვაციურ ფილმებს, როგორიცაა 300, ავატარი, ჯაშუში ბავშვები.

2008 წლის 10 ნოემბერს Ubisoft-მა შეიძინა Massive Entertainment-ი Activision-დან.

გაუქმებული თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jackson, Leah. (November 03, 2011) Tom Clancy's Rainbow 6 Patriots Announced For 2013. G4TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2011. ციტირების თარიღი: November 03, 2011.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ubisoft&oldid=4540239“-დან