The Elder Scrolls V: Skyrim
The Elder Scrolls V: Skyrim | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Bethesda Game Studios |
გამომცემელი | Bethesda Softworks |
სერია | The Elder Scrolls |
ძრავა | Creation Engine |
პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows Xbox 360 PlayStation 3 |
გამოსვლის თარიღი |
11 ნოემბერი 2011[1] ლეგენდარული გამოცემა ჩრ 4 ივნისი, 2011[2] ევრ 7 ივნისი, 2013[2] |
ჟანრ(ებ)ი | ARPG |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | ტოდ ჰაუარდი |
პროდიუსერ(ებ)ი |
კრეიგ ლაფერტი ეშლი ჩენი |
დიზაინერ(ებ)ი |
ბრიუს ნესმიტი კურტ კულმანი ემილ პალიარულო |
პროგრამისტ(ებ)ი | გაი კარვერი |
სცენარისტი | ემილ პალიარულო |
კომპოზიტორი | ჯერემი სოული |
საიტი | ElderScrolls.com |
The Elder Scrolls V: Skyrim — მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში შემუშავებული Bethesda Game Studios-სა და გამოშვებული Bethesda Softworks-ის მიერ. იგი არის მეხუთე ნაწილი სერია The Elder Scrolls-იდან. თამაში გამოვიდა 2011 წლის 11 ნოემბერს,[1] Microsoft Windows, PlayStation 3-ისა Xbox 360 პლატფორმებისთვის.
სკაირიმის ისტორია მიმდინარეობს პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცდილობს დაამარცხოს დრაკონი სახელწოდებით ალდუინი, რომლის მიზანი არის სამყაროს განადგურება. თამაშის ისტორია მიმდინარეობს ობლივიონის მოვლენებიდან 200 წლის შემდეგ, გამოგონილ სკაირიმის პროვინციაში. თამაშის პროცესის განმავლობაში მოთამაშე ასრულებს კუესტებს (დავალებებს), ქმნის პერსონაჟებს და ავითარებს მათ უნარ-ჩვევებს. სკაირიმი არის ღია სამყაროს ვიდეო თამაში, რომელიც მოთამაშეებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ თამაშში ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ დროს და, ასევე უგულებელყონ ან გადადონ ძირითადი დავალებები განუსაზღვრელი ვადით.
თამაში აგებული არის Creation Engine-ის ძრავაზე, იგი გადაკეთებული იქნა სპეციალურად ამ თამაშისთვის.[3][4] მან მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან. სკაირიმი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად. მსოფლიოს მასშტაბით, სკაირიმი გაყიდული იქნა 22.7 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით.[5] მოგვიანებით გამოვიდა სამი დამატება: Dawnguard, Hearthfire და Dragonborn. 2013 წლის 2 ივლისს შემქმნელებმა გამოუშვესThe Elder Scrolls V: Skyrim Legendary Edition, რომელიც თავის თავში მოიცავს სრულ თამაშსა და სამივე დამატებას, ასევე გამოსწორებული არის შეცდომები.
გეიმპლეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშის ეს ნაწილი მოიცავს დიდ და გახსნილ ტერიტორიას. მოთამაშეს შეუძლია თავისუფლად იმოგზაუროს სკაირიმის (Skyrim) პროვინციის ყველა ტერიტორიაზე, აქ წარმოდგენილი არის დიდ ქალაქები, სოფლები პატარა დასახლებები, ასევე გარეულ მიწები და მაღალ გორები.[6] დასახლებაში (მაგალითად ქალაქში, სოფელში და სხვა) მოთამაშეს შეუძლია დაკავდეს კულინარიით, ფერმერობით, მჭედლობით ან მადანზე მუშაობით.
მოთამაშეს შუძლია გამოიყენოს იარაღი, როგორც ერთი ხელით ასევე ორი ხელით.[7], ასევე ორი ხელით შესაძლებელი არის შელოცვის გაკეთება.[8][9] ემატება დონეები (ინგლ. Levels), ამით კი იმატებს შესაძლებლობებს (ორხელიანი ხმლების ხმარება, ალქიმია, მსუბუქი აბჯარის ტარება, მიპარვა და სხვა). თამაშში არის დონეების სისტემა, ყველა არსებას, რომელსაც ებრძოლება მოთამაშე (უფრო სწორედ, შეუძლია რომ შეებრძოლოს) გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები და დონეები.
HUD-ინტერფეისი ეკრანზე მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ მოთამაშის სიცოცხლე, ენერგია ან მაგია იხარჯება (როცა აღდგება ისევ ქრება ინტერფეისი).[10] კომპასი — ერთადერთი ინტერფეისის ელემენტი რომელიც სულ ეკრანზეა. ნივთების დამახსოვრება შესაძლებელია ფავორიტების სიაში, ინვენტარის მენიუში კი შეიძლება დავატრიალოთ, მივაახლოვოთ და დავათვალიეროთ ნივთები 3D-ში.[11]
მოთამაშეს შუძლია ირბინოს და იხტუნოს, რის შემდეგაც ის ხარჯავს ენერგიას. ასევე მოთამაშეს შეუძლიაა მიპარვა, თუ მიპარვის დროს მას NPC (პერსონაჟი რომელსაც კომპიუტერი მართავს) დაინახავს, ის დაეჭვდება და მის შემდეგ მოძრაობებს ყურადღებით დააკვირდება. დანები მიპარვის რეჟიმში ძალიან ეფექტიანად მოქმედებს და შეუძლია დიდი ზარალის მიყენება,[8] ასევე ეს შეიძლება მოხვდეს მშვილდ-ისრის შემთხვევაში, ეფექტი არის დამოკიდებული მიპარვის გამოცდილებაზე.
თამაშში არის ბევრი ლითონი, რომელიც გამოიყენება სამჭედლო სამუშაოებში, ასევე ბევრი რეცეპტი და ინდერგრედიენტი, რომელიც ძირითადად ბუნებაში იპოვება, ზოგიერთის პოვნა კი სანახებში და თაროებზე შეიძლება ალქიმიური ხსნარის დასამზადებლად.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშის მოქმედება ხდება Oblivion-ის ღონისძიებებიდან 200 წლის შემდეგ[12], 201 წელს. დიდებული ომი იმპერიასა და ალდმერული დომინონს (ტალმორი) შორის დამთავრდა 30 წლის წინ დამამცირებელი თეთრი ოქროს კონკონდარტით, რომელიც იმპერიას ართმევდა უამრავ უფლებას, მათ შორის ტალოსის თაყვანისცემა. ნორდების ჯგუფმა, სთორმქლოაქებმა, ომის ვეტერან ულფრიკ სთორმქლოაქის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ამბოხება იმპერიის სამწინააღდეგოდ, რის გამოც სკაირიმში დაიწყო სამოქალაქო ომი. იმ მიზნით რომ მთელი სკაირიმი დაეკავებინა, ულფრიკი კლავს სკაირიმის მეფე ტორუგს, მაგრამ მალე ეხვევა იმპერიელების ბადეში. თუმცა ვერავინ ვერ ხვდება უძველესი საშიშროების შესახებ, რომელიც მათ წინ მოელით.
დრაკონი უტევს ჰელგენს, მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს, გაიქცეს იმპერიული ჯარისკაც ჰადვართან ერთად, ან სტორმის" მეამბოხე რაოლფთან ერთად, ", რის შემდეგადაც მოთამაშე გაემგზავრება პატარა სოფელ რივერვუდში, მოთამაშეს თხოვენ, რომ გაემგზავროს ქალაქ ვაიტრანში იარლთან და თხოვოს მას რივერვუდში პატრულის გამოგზავნა დრაკონების საფრთხის ასარიდებლად. იარლი ეთანხმება მოთამაშეს პატრულის გასაგზავნად, მაგრამ თხოვს რომ მოიტანოს ნივთი, რომელსაც ეწოდება დრაკონის ქვა, ქვის ძიების დროს მოთამაშე შეისწავლის ერთ-ერთ დრაკონის სიტყვას.
ვაიტრანში დაბრუნების შემდეგ მოთამაშეს სთხოვენ, რომ ის დაეხმაროს დრაკონის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც უტევს ვაიტრანის გვერდზე კოშკს, დრაკონის დამარცხების შემდეგ, მოთამაშე შემთხვევით ითვისებს დრაკონის სულს, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ჯარისკაცი იტყვის, რომ ის შეიძლება იყოს დრაკონდაბანდებული, და მას შეუძლია ილაპარაკოს დრაკონების ენაზე, ამის დასამტკიცებლად, მოთამაშეს უშვებენ ნაცრისფერწვერებიანებთან. ნაცრისფერწვერებიანები მას შეასწავლიან დრაკონთა ენას და დავალებად აძლევენ, რომ ერთ-ერთი გამოქვაბულიდან მოიტანოს ლეგენდარული რქა, რის შემდეგადაც ის აღმოაჩენს, რომ ის რქა წაიღო ვიღაცამ ვინც ელოდება რივერვუდში რქის გადასაცემად.ეს ვიღაც აღმოჩნდება დელფინა, რივერვუდის სასტუმროს მფლობელი და დრაკონთან მებრძოლი. (მებრძოლები რომლებიც დრაკონთდაბადებულს ეხმარებოდნენ დრაკონთან ბრძოლაში ძველ დროში). დელფინას ეჭვი აქვს, რომ დრაკონების გაცოცხლებაში გარეულია ელფების ალდმერის დომინიონი, და ის გაუშვებს მას წვეულებაში, საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდება.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაშში არის "ისტორიული" წიგნი სახელად "ობილივიონის კრიზისი", რომელშიც მოთხრობილია წინა ნაწილის — The Elder Scrolls IV: Oblivion-ის სიუჟეტი.
- შესაძლებელია ქალაქებში სახლების ყიდვა (დამატება Heartfire კი საშუალებას იძლევა მოთამაშემ დამოუკიდებლად ააშენოს სახლი და შექმნას ოჯახი).
- თამაშში არის მაღალი ადგილი, საიდანაც შეიძლება გადმოხტომა და დაუზიანებლად წყალში ჩახტომა (მიგვანიშნებს Assassin's Creed-ზე).
- თამაშში ხშირად შეიძლება გავიგოთ საუბარი რაღაც რულეტზე, რომელიც მოთამაშეს წაართვეს/მოპარეს, ის კი მიგვანიშნებს სერიის წინა თამაშებზე.
- თამაშში არის 3 კატეგორიის უნარები: ქურდის უნარები, ჯადოქრის და მეომრის, ასევე არსებობს მათი ქვეკატეგორიები, როგორიცაა ერთხელიანი ხმლები, განადგურების სკოლა, ჯიბის ქურდობა და სხვა.
Creation Kit
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 5 თებერვალს ბეთესდამ გამოუშვა Creation Kit - პროგრამის პაკეტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს შექმნან საკუთარი მოდიფიკაციები Windows ვერსიისთვის. მსგავსი პროგრამები სახელწოდებით Construction Set გამოდიოდა წინა სერიებისთვისაც. Creation Kit-ის დახმარებით, მესამე მხარის დეველოპერებს შესაძლებლობა ეძლევათ შეცვალონ თამაშში არსებული ობიექტები და მახასიათებლები და ასევე დაამატონ ახალი.
ზოგიერთი მოდიფიკაციას გააჩნია ფართომასშტაბიანი ახალი ტერიტორიები, პერსონაჟები და დავალებები. ერთ-ერთი მოდიფიკაცია სახელწოდებით Falskaar, სადაც დამატებულია ახალი რეგიონი, იქმნებოდა ერთი წლის განმავლობაში, ენთუზიასტის ალექსანდრ ველიკის მიერ,[13] მოგვიანებით - კომპანია Bungie-სთან თანამშრომლობით.[14] მოდიფიკაცია Enderal სრულიად ცვლის თამაშის სამყაროს, სადაც მიმდინარეობა ვითარდება განსხვავებულ სამყაროში, სხვა პერსონაჟებსა და საშინელ სიუჟეტურ ხაზთან ერთად.[15]
Creation Kit-ის გამოჩენისთანავე, სკაირიმი წარმოდგენილ იქნა Steam-ის სახელოსნოში, აქედან გამომდინარე, მესამე პირის დევეოპერებმა მიიღეს უფლება გამოექვეყნებინათ საკუთარი მოდიფიკაციები Steam- ის ციფრული დისტრიბუციის ქსელში. 2015 წლის აპრილს Steam-ის ფლობელმა კომპანია Valve Corporation-მა დეველოპერებს მისცა საშუალება გაეყიდათ მათ მიერ შექმუშავებული მოდიფიკაციები მათ მიერვე დაწესებული თანხის ოდენობით Steam-ის სახელოსნოს მეშვეობით.[16] თუმცა, მხოლო 25 % გადაეცემოდა მოდიფიკაციის დეველოპერს, ხოლო დანარჩენი Valve-სა და Betheseda Softworks. ამან გამოიწვია უამრავი მითქმა-მოთქმა და სკანდალი, რამდენადაც ბევრი პუპულარული მოდიფიკაცია მოულოდნელად გხდა ფასიანი.[17] ერთ-ერთი ფასიანი მოდიფიკაცია რამდენიმე საათში მოხსნილი იქნა გაყიდვებიდან პლაგიატიზმში დადანაშაულების გამო.[18] საიტ Change.org-ზე პეტიციაზე ხელი მოაწერა 130 000-მა მონაწილემ, მოთხოვნით აეღოთ ფასიანი შიგთავსი Steam-ის სახელოსნოდან.[19] Steam Workshop-ზე, არა უგვიანეს ერთ კვირაში შეწყდა მოდიფიკაციების გაყიდვა.[19]
აუდიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Elder Scrolls V: Skyrim Original Game Soundtrack | |
---|---|
კინომუსიკა — | |
გამოცემის თარიღი | 11 ნოემბერი, 2011 |
ხანგრძლივობა |
218:19 (მთლიანი საუნდტრეკი) |
პროდიუსერი |
ჯერემი სოული, ტოდ ჰაუარდი მარკ ლამბერტი |
თამაშის მუსიკის შექმნაზე მუშაობდა კომპოზიტორი ჯერემი სოული. იგი , ასევე დაკავებული იყო წინა სერიების Morrowind-სა და Oblivion-ის მუსიკის შემუშავებით. ერთ-ერთი კომპიზიცია სახელწოდებით "Dragonborn" ჩაწერილი იქნა 30 კაციანი მუსიკოსთა გუნდის მიერ, რომლის ტექსტი არის გამოგონილი დრაკონის ენა.[20] საუნდტრეკი გამოშვებული იქნა 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 31 იანვარს iTunes-ზე გამოვიდა ციფრული ვერსია.
The Elder Scrolls V: Skyrim (Original Game Soundtrack) (დისკი 1) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Dragonborn“ | 3:58 |
2. | „Awake“ | 1:35 |
3. | „From Past to Present“ | 5:06 |
4. | „Unbroken Road“ | 6:26 |
5. | „Ancient Stones“ | 4:48 |
6. | „The City Gates“ | 3:48 |
7. | „Silent Footsteps“ | 2:53 |
8. | „Dragonsreach“ | 2:23 |
9. | „Tooth and Claw“ | 1:51 |
10. | „Under An Ancient Sun“ | 3:44 |
11. | „Death Or Sovngarde“ | 3:02 |
12. | „Masser“ | 6:06 |
13. | „Distant Horizons“ | 3:55 |
14. | „Dawn“ | 4:00 |
15. | „The Jerall Mountains“ | 3:22 |
16. | „Steel on Steel“ | 1:45 |
17. | „Secunda“ | 2:05 |
18. | „Imperial Throne“ | 2:23 |
საერთო ხანგრძლივობა: | 63:00 |
The Elder Scrolls V: Skyrim (Original Game Soundtrack) (დისკი 2) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Frostfall“ | 3:28 |
2. | „Night Without Stars“ | 0:43 |
3. | „Into Darkness“ | 2:55 |
4. | „Kyne's Peace“ | 3:52 |
5. | „Unbound“ | 1:35 |
6. | „Far Horizons“ | 5:33 |
7. | „A Winter's Tale“ | 3:22 |
8. | „The Bannered Mare“ | 2:30 |
9. | „The Streets of Whiterun“ | 4:07 |
10. | „One They Fear“ | 3:16 |
11. | „The White River“ | 3:31 |
12. | „Silence Unbroken“ | 2:24 |
13. | „Standing Stones“ | 6:39 |
14. | „Beneath the Ice“ | 4:16 |
15. | „Tundra“ | 3:52 |
16. | „Journey's End“ | 4:10 |
საერთო ხანგრძლივობა: | 56:04 |
The Elder Scrolls V: Skyrim (Original Game Soundtrack) (დისკი 3) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Before The Storm“ | 1:09 |
2. | „A Chance Meeting“ | 3:12 |
3. | „Out of the Cold“ | 3:04 |
4. | „Around The Fire“ | 3:12 |
5. | „Shadows And Echoes“ | 2:21 |
6. | „Caught Off Guard“ | 1:13 |
7. | „Aurora“ | 7:23 |
8. | „Blood And Steel“ | 2:12 |
9. | „Towers And Shadows“ | 2:24 |
10. | „Seven Thousand Steps“ | 1:08 |
11. | „Solitude“ | 2:12 |
12. | „Watch The Skies“ | 2:23 |
13. | „The Gathering Storm“ | 2:55 |
14. | „Sky Above, Voice Within“ | 3:59 |
15. | „Death in the Darkness“ | 2:38 |
16. | „Shattered Shields“ | 2:40 |
17. | „Sovngarde“ | 3:38 |
18. | „Wind Guide You“ | 9:05 |
საერთო ხანგრძლივობა: | 56:41 |
The Elder Scrolls V: Skyrim (Original Game Soundtrack) (დისკი 4) | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Skyrim Atmospheres“ | ჯერემი სოული და მარკ ლამბერტი | 42:35 |
საერთო ხანგრძლივობა: | 42:35 |
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Oblivion-შემუშავების დასრულების შემდგომ, Bethesda Game Studios-მა დაიწყო მუშაობა Fallout 3-ზე. სწორედ ამ პერიდოდში შემქმნელთა ჯგუფა დაგეგმა The Elder Scrolls-ის მომდევნო ნაწილის შექმნა, რომლის მთავარი თემა იქნებოდა დრაკონები.[21] თამაშის შემუშავება დაიწყო Fallout 3-ის გამოსვლის შემდეგ, 2008 წელს. მაგრამ აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებდნენ შემქმნელები. QuakeCon-ის 2009 წლის კონფერენციაზე ტოდ ჰაუარდმა, Bethesda Softworks-დან განაცხადა, რომ "ამ მომენტისთვის სტუდიას არ აქვს დაგეგმილი ახალი სერიის გამოშვება". თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ, ამის საპირისპიროდ, ბეთესდას სხვა თანამშრომელმა განაცხადა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა სერიის გაგრძელება, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუზუსტებია.[22].
2010 წლის QuakeCon-ზე Bethesda Game Studios აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას აცნობა, რომ კომპანია მუშაობს კიდევ ერთ ახალ პროექტზე და თამაშში იქნება გამოყენებული ახალი თამაშის ძრავა.
2010 წლის ნოემბერს Eurogamer-ის რწმუნებით გახდა ცნობილი, რომ კომპანია დაკავებული არის თამაშის მეხუთე ნაწილის შემუშავებით. ჟურნალისტის სიტყვებით, მან არა მარტო დაადასტურა წყარო, არამედ აღნიშნა თამაშის მოკლე შინაარსი და დასძინა, რომ იგი იქნება Oblivion-ის პირდაპირი გაგრძელება.
2010 წლის დეკემბერს Spike TV Video Games Awards-ზე ტოდ ჰაუარდის მიერ ოფიციალურად დაანონსდა თამაში და, ასევე ნაჩვენები იქნა პირველი ტრეილერი. თამაშმა მიიღო ქვესათაური "Skyrim" და ასევე გახდა ცნობილი თამაშის გამოსვლის თარიღი -2011 წლის 11 ნოემბერი.[23] სკაირიმის მუსიკის შექმნაზე მოწვეული იქნა კომპოზიტორი ჯერემი სოული, რომელიც შეუდგა სოუდტრეკის შემუშავებას.[24].
2011 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ თამაში იქნება Creation Engine-ის ძრავაზე. მოგვიანებით დაანონსდა ინსტრუმენტ Creation Kit-ის გამოსვლა. იგი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი მოდიფიკაციები.
დეველოპერები სკაირიმს თვლიან Fallout 3-ისა და The Elder Scroll სერიების სულიერ მემკვიდრედ.[25] თამაშის შექმნაზე მუშაობდა დაახლოებით 100 ადამიანი, მათ შორის იყვნენ, როგორც ახალი, ასევე ვეტერანი თანამშრომლები, რომლებმაც შეიმუშავეს თამაშის წინა სერიები.[21] სკაირიმის შემქმნელთა ჯგუფის ზედამხედველი იყო ტოდ ჰაუარდი, იგი ასევე არის Bethesda Softworks-ის მიერ შექმნილი რამდენიმე თამაშის რეჟისორი.[21]
დამატებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Skyrim High Resolution Texture Pack
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 8 თებერვალს Bethesda Softworks-მა გამოუშვა Skyrim: High Resolution Texture Pack. აღნიშნული პაკეტი შეიცავს მთლიანად ახალ ტექსტურებს მაღალი გარჩევადობით. Skyrim: High Resolution Texture Pack-ის გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ Steam-დან. განახლებული იქნა 2013 წლის 6 თებერვალს. დამატებულია ტექსტურები და გამოსწორებულია შეცდომები.
Dawnguard
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ დამატებაში (DLC) მოთამაშეს ეძლევა საშუალება ითამაშოს სკაირიმის ვამპირების კლანის მხარეზე და გახდეს ლორდ-ვამპირი ან ითამაშოს ვამპირებზე მონადირეების მხარეზე - "განთიადის მცველები" (ინგლ. Dawnguard).მასში დამატებულია სხვადასხვა შესაძლებლობები, აბჯარი და შეიარაღება, მათ შორის დრაკონის ჩონჩხისგან შექმნილი იარაღი, განთიადის მცველებისა და ვამპირების კლანის აბჯარი, სხვადასხვა არსებები, ახალი ლოკაციები და ყვირილის ახალი შესაძლებლობა. ასევე დაემატა დამხმარეები: ჰასკი, ჯავშნიანი ტროლი და ჯოჯოხეთის მეძებრები.
დამატება გამოვიდა 2012 წლის 26 ივნისს Xbox 360-ისთვის,[26] ხოლო 2012 წლის 3 აგვისტოს PC-ისთვის, რომლის ყიდვა შესაძლებია Steam-ზე.[27] PS3 ვერსიისთვის გარკვეული ხნით, შეფერხდა გამოშვება. გამოვიდა 2013 წლის 27 თებერვალს.[28]
Hearthfire
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის 28 აგვისტოს დაანონსდა თამაშის რიგით მეორე დამატება სახელწოდებით Hearthfire. Xbox 360-ისთვის DLC გამოვიდა 2012 სექტემბერს, 2012 წლის 4 ოქტომბერს PC-ზე,[29] ხოლო 2013 წლის 19 თებერვალს PS3-ზე.[30][31]
დამატება მოთამაშეს აძლევს საშუალებას შეისყიდოს მიწის ნაკვეთი და ააშენოს საკუთარი სახლი - ეს შეიძლება იყოს, როგორც პატარა ერთსართულიანი სახლი, ასევე დიდი მოცულობის სახლი, სადაც განთავსებულია: სამჭედლო, ალქიმიური ლაბორატორია და ა.შ. მოთამაშეს შეუძლია დაკავდეს თევზჭერით, ფერმაში მუშაობით და სხვა. ასევე დამატებული იქნა ახალი სახის საკვები. გაჩნდა ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებლობა.[32]
Dragonborn
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესამე დამატება, რომლის პირველი ტრეილერის ჩვენება შედგა 2012 წლის 5 ნოემბერს არის Dragonborn. დამატება გამოვიდა 2012 წლის 4 დეკემბერს Xbox 360-ზე,[33] ხოლო PC-სა და PS3 პლატფორმისთვის 2013 წლის 5 თებერვალს.[34][35]
Dragonborn-ის სიუჟეტი ეხება პლანეტაზე პირველ დრაკონდაბადებულს, მირაკს. დამატებაში შესაძლებელი არის დრაკონების მეშვეობით ჰაერში ფრენა. ასევე დამატებულია რამდენიმე ახალი სახის ჯავშანი. მიმდინარეობა ხდება კუნძულ სოლტჰეიმზე - მოროვინდის კოლონია.
საკოლექციო გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკოლექციო გამოცემა თვისთავში მოიცავს;
- The Elder Scrolls V: Skyrim-ის სათამაშო დისკს;
- ალდუინის ფიგურას;
- 200 გვერდიან წიგნს, რომელშიც არის თამაშის ილუსტრაციები და დეველოპერების სხვადასხვა კომენტარები;
- DVD დისკი "The Making of The Elder Scrolls V: Skyrim", რომელშიც წარმოდგენილია ინტერვიუები შემქმნელებთან;
- სკაირიმის რუკა;
- თამაშის გზამკვლევი.
ლეგენდარული გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღნიშნული გამოცემა ოფიციალურად დაანონსდა Bethesda Softworks-ის მიერ 2013 წლის 25 აპრილს. ლეგენდარული გამოცემა გამოვიდა სპეციალურად სერიის ერთგული გულშემატკივრებისთვის. ის არა მხოლოდ მოთამაშეებს სთავაზობს სრულ თამაშსა და 3 დამატებას, არამედ სხვადასხვა გაუმჯობესებებს, მათ შორის ცხენზე ბრძოლას, სირთულის ახალი დონეებს, ასევე "ლეგენდარულ" უნარებს, რომელიც საშუალებას იძლევა პერსონაჟის უნარ-ჩვევების გაზრდას დაუსრულებლად.
აშშ-ში გამოცემა გამოვიდა 2013 წლის ივნისს, ხოლო ევროპის ქვეყნებში 7 ივნისს.
მიღებული | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
GameRankings | (X360) 95.15%[36] (PC) 94.42%,[37] (PS3) 88.00%,[38] |
Metacritic | (X360) 96/100,[39] (PC) 94/100,[40] (PS3) 92/100[41] |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allgame | |
Famitsu | 40/40[42] |
Game Informer | 9.5/10[43] |
GameSpot | 9/10 |
GameTrailers | 9.3/10[36] |
Giant Bomb | |
IGN | 9.5/10[44][45] |
Official PlayStation Magazine (UK) | 7/10[46] |
PC Gamer (UK) | 94%[47] |
Play | 9.3/10[41] |
X-Play | [48] |
Metro (UK) | 9/10[49] |
Wired | 10/10[50] |
კრიტიკოსების შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან. Metacritic-მა PS3-ის ვერსიას მიანიჭა 92/100,[51], Xbox 360-ის ვერსიას - 96/100,[49][52] ხოლო PC-ის - 94/100..[53] რაც შეეხება GameRankings-ს, X360-ის ვერსიას - 100-დან 95.15%, PS3 - 88.00%,[54] ხოლო PC - 94.42%.[55] 11 დეკემბერს Video Game Awards 2011-ის ცერემონიაზე მიიღო "წლის თამაშის" წოდება. მიუხედავად ამისა, IGN-ის მიმმოხილველმა ნეთან გრეისონმა გააკრიტიკა თამაში და განაცხადა, რომ "იგი შორს არის როლური თამაშების პრინციპებისგან, რადგანაც მასში არის სუსტი საბრძოლო სისტემა და უუნარობა იმისა, რომ მოთამაშემ ზეგავლენა მოახდინოს ან შეცვალოს თამაშის სამყარო".[56]
მიმმოხილველები მიესალმნენ ორი იარაღისა და ორი ხელით მაგიის გამოყენების შესაძლებლობას.[44] PC PowerPlay-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა განაცხადა, რომ იარაღის ორი ხელით ტარების შესაძლებლობა "ყოველ საბრძოლო შერკინებას გარდაქმნის ტაქტიკურ მასშტაბად",[57] ასევე დასძინა, რომ ორმაგი ტარების შესაძლებლობა მოთამაშეს აძლევს მეტ თავისუფლებას ექსპერიმენტები ჩაატაროს ბრძოლის დროს.[45] თუმცა ბევრი მიმმოხილველი კრიტიკულად განეწყო ხელჩართული ბრძოლის შესაძლებლობის მიმართ, რაგდანაც, მათი განცხადებით იგი იმდენად არ გაუმჯობესებულა წინა სერიებთან შედარებით. ასევე ბევრმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ თამაშის მიმდინარეობისას გადააწყდნენ უამრავ შეცდომას.[50][58][59][60][61]
შემოსავალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოსვლიდან პირველ დღეს, Steam-ზე თამაში ითამაშა 230,000-მა ადამიანიმა.[62] ორი დღის განმავლობაში გაიყიდა 4.4 მილიონი ეგზემპლიარი. აქედან 59 % გაიყიდა Xbox 360-ზე, 27 % - PS3, 14 % - PC.[63] გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, Bethesda Softworks-მა განაცხადა, რომ თამაშის გაყიდვების სრულმა რაოდენობამ შეადგინა 7 მილიონი ასლი და მოლოდინი იყო, რომ სრული შემოსავალი მომავალი ოთხშაბათისთვის $450 მილიონს მიაღწევდა.[64][65] 2011 წლის 16 დეკემბრის მონაცემით გაყიდვებმა 10 მილიონ ასლს გადააჭარბა და შემოსავალმა $620 მილიონს მიაღწია.[66] იმდროინდელი მონაცემებით, კომპანია Valve Corporation-ის თქმით, სკაირიმი გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თამაში Steam-ზე. 2012 წლის 2 იანვარს Steam-ის სტატისტიკის ვებგვერდმა დააფიქსირა 5 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი. PC პლატფორმაზე თამაშის სრული გაყიდვების რაოდენობის დადგენა რთულია, რადგანაც Valve არ აქვეყნებს ციფრული გაყიდვების რაოდენობას.[67] 2013 წლის ივნისს Bethesda ოფიციალურად მოახსენა საზოგადოებას, რომ გაყიდული იქნა 20 მილიონი ეგზემპლიარი. ბაზრის კვლევის ფირმა Electronic Entertainment Design and Research-ზე დაყრდობით, ბოლო მონაცემებით, სკაირიმის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 22.7 მილიონ ეგზემპლიარს..[68]
მიღებული | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკაირიმმა მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა გამოცემებისა და ინტერნეტ-საიტების მხრიდან. IGN და GameSpot-მა სკაირიმი დაასახელა PC-ის "წლის თამაშად"[83] ასევე IGN-ისგან მიიღო "მკითხველთა რჩეულის" ჯილდო.[70] თამაშმა მიიღო "წლის RPG"-ის ჯილდო Spike TV,[71] IGN,[84] X-Play,[73] GameSpot-სა[74] და GameSpy-სგან.[75] წლის თამაშის" ჯილდო მიიღო შემდეგი გამოცემებისაგან:Spike TV,[71], Giant Bomb,[85] X-Play,[86] Machinima.com,[87]GameSpot,[88] 1UP.com,[78] Game Revolution,[79] GameSpy[80] GameSpy,[80] Joystiq[81] და ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია.[82] იგი Good Game-ის მიერ დასახელებული 100 ყველა დროის საუკეთესო თამაშს შორის პირველ ადგილას[89] და, ასევე PC Gamer-ის მიერ - 100 ყველა დროის საუკეთესო PC თამაში - პირველ ადგილი.[90]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Bethesda Softworks დაარქივებული 2007-11-23 საიტზე Wayback Machine. — დეველოპერების საიტი.
- ElderScrolls.Net (რუსული) — რუსული ოფიციალური ფანკლუბის საიტი[91].[92]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bethesda Softworks აანონსებს The Elder Scrolls V: Skyrim. prnewswire.com. Bethesda Softworks (13 დეკემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2010.
- ↑ 2.0 2.1 კარმალი, ლუკ. (25 აპრილი, 2013) Skyrim: ლეგენდარული გამოცემა დადასტურებულია. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2013.
- ↑ ფრენსისი, ტომ. (12 დეკემბერი, 2010) დადასტურებულია: The Elder Scrolls V: Skyrim გამოიყენებს სრულიად ახალ ძრავას. PC Gamer. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2010.
- ↑ პეკჰამი, მეტ. Skyrim-ის პერფომანსის მიმოხილვა: ის ნამდვილად არის DirectX 9-ის თამაში. PCWorld. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2011.
- ↑ Fallout 4 შესაძლებელია გახდეს უფრო დიდი ჰიტი ვიდრე Skyrim
- ↑ რეილი, ჯიმ. (11 იანვარი, 2011) ახალი Elder Scrolls V Skyrim-ის დეტალები. IGN. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2011.
- ↑ ლუკ პლანკეტი. (7 იანვარი, 2011) The Next Elder Scrolls გააჩნია ახალი ბრძოლის სისტემა & ლეველინგი. kotaku.com. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2011.
- ↑ 8.0 8.1 ბერთზი, მეტ. (24 იანვარი, 2011) Skyrim: ეფექტიანი საბრძოლოს სისტემის შენება. www.gameinformer.com. GameInformer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2011.
- ↑ შრუტი, აიუშ. (26 იანვარი, 2011) TES: Skyrim Blowout: თამაშის ხანგრძლივობა, გეიმპლეი და სხვა დეტალები. GamersMint. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2011.
- ↑ ინტერვიუ ტოდ ჰაუარდთან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-08. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
- ↑ მეტ ბერთზი. (28 იანვარი, 2011) Skyrim-ის შიდა მენიუს სისტემა. www.gameinformer.com. GamerInformer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
- ↑ სტატია თამაშის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-23. ციტირების თარიღი: 2014-03-06.
- ↑ ბირნბაუმი, იან. (2013-07-16) Falskaar, სკაირიმის ახალი მასიური მოდი და 19 წლის ბიჭი, რომელიც 1 წლის განმვალობაში ქმნიდა მას. PG Gamer. ციტირების თარიღი: 2015-04-26.
- ↑ Purchese, Robert. (2013-11-26) Skyrim Falskaar mod-maker lands a games job. Eurogamer. ციტირების თარიღი: 2015-04-26.
- ↑ გრეისონი, ნათან. (2014-11-12) წლები გამოსვლის შემდეგ, Skyrim-ის ყველაზე შთამბეჭდავი მოდი. Kotaku. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ ჩალკი, ენდი. (2015-04-23) Valve აძლევს საშუალებას მოდების შემქმნელებს გაყიდონ თავიანთი ნაწარმი Steam-ზე. PC Gamer. ციტირების თარიღი: 2015-04-26.
- ↑ სმიტი, დეივ. (2015-04-25) ათასობით ადამიანი აღშფოთებული არის მოდების ფასიანად გახდომის გამო. Business Insider. ციტირების თარიღი: 2015-04-26.
- ↑ Purchese, Robert (2015-04-25). „A paid Skyrim Steam Workshop mod has already been pulled“ (ინგლისური). Eurogamer. ციტირების თარიღი: 2015-04-26.
- ↑ 19.0 19.1 Moore, Bo. (2015-04-27) Valve Nixes Paid Skyrim Mods After Huge Backlash. Wired. ციტირების თარიღი: 2015-04-28.
- ↑ ჰენსონი, ბენ. (14 იანვარი, 2011) სკაირიმის ხმები. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2011.
- ↑ 21.0 21.1 21.2 ჰაუარდი, ტოდ. (8 მარტი, 2011) კეთილი იყოს Elder Scrolls დაბრუნება. Bethesda Softworks LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-02. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2011.
- ↑ ტოდ ჰაუარდი QuakeCon-ის 2009 წლის კონფერენციაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-06. ციტირების თარიღი: 2009-04-17.
- ↑ თამაშის პირველი ტიზერი
- ↑ Ben Hanson. (2011-01-14) სკაირიმის ხმა. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტატა: „ლაბერტი დემონსტირირებას უკეთებს სკაირიმის მუსიკას, რომლის კომპოზიტორი არის ჯერემი სოული“ ციტირების თარიღი: 2011-07-23.
- ↑ Bethesda Blog (16 დეკემბერი, 2010). „The Bethesda Podcast Episode 6: დრაკონის გამოსვლა“. bethblog.com (Podcast). ZeniMax Media Inc.. http://bethblog.com/index.php/2010/12/16/the-bethesda-podcast-episode-6-enter-the-dragon/. წაკითხვის თარიღი: December 23, 2010.
- ↑ Dawnguard გამოდის ივლისის შუარიცხვებში, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. Joystiq. AOL Inc. (22 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2012.
- ↑ QuakeCon 2012: Dawnguard ხელმისაწვდეომი არის PC-ზე. Bethesda-ს ბლოგი (2 აგვისტო, 2012). ციტირების თარიღი: 3 აგვისტო, 2012.
- ↑ Ivan, Tom. (27 თებერვალი, 2013) Skyrim DLC Dawnguard hits PS3 in Europe today with 50% discount. ComputerAndVideoGames.com. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2013.
- ↑ Hearthfire ხელმისაწვდომი არის Steam-ზე | Bethesda-ს ბლოგი.
- ↑ Skyrim Hearthfire PS3-ზე გამოდის დღეს (19 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2013.
- ↑ PS3-ის სკაირიმის DLC-ის გამოსვლის თარიღი: Hearthfire Releases Tomorrow, Feb. 19, Followed By Dawnguard One Week Later (18 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2013.
- ↑ Hearthfire ანონსი შემქმნელების ბლოგზე
- ↑ Skyrim Dragonborn DLC confirmed, out 4th December • News • Xbox 360 • Eurogamer.net.
- ↑ Dragonborn Launches PS3-ზე გამოდის დღეს. CinemaBlend.com (12 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 2013.
- ↑ The Dragonborn გამოდის თებერვალში (რასაც მოჰყვება Hearthfire & Dawnguard გამოსვლაც) | Bethesda Blog. Bethblog.com. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2013.
- ↑ 36.0 36.1 The Elder Scrolls V: Skyrim Xbox 360-სთვის – GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2011.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim PC-სთვის – GameRankings. GameRankings (2013-07-16). ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი, 2011.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim PlayStation 3-სთვის. GameRankings. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2011.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim Xbox 360 პლატფორმის მიმოხილვები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე. Metacritic.com (2013-07-16). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2011.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim PC პლატფორმის მიმოხილვები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2011.
- ↑ 41.0 41.1 The Elder Scrolls V: Skyrim PC პლატფორმის მიმოხილვები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე. Metacritic.com. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2012.
- ↑ Skyrim is first Western game to get Famitsu 40/40. Computer and Video Games (29 ნოემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2011.
- ↑ Reiner, Andrew. (November 10, 2011) Skyrim-ის მიმოხილვა: An RPG Worth Shouting About. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 21, 2012. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
- ↑ 44.0 44.1 ონიეტი, ჩარლზ. (14 ნოემბერი, 2011) The Elder Scrolls V: Skyrim-ის მიმოხილვა. IGN. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
- ↑ 45.0 45.1 შიბლი, ბილი. (10 ნოემბერი, 2011) The Elder Scrolls V: Skyrim-ის მიმოხილვა. Inside Gaming. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2011.
- ↑ Skyrim PS3-ის მიმოხილვა. PlayStation Official Magazine (UK) (29 ნოემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-01. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2011.
- ↑ ფრენსისი, ტომ. (10 ნოემბერი, 2011) The Elder Scrolls V: Skyrim-ის მიმოხილვა. PC Gamer. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
- ↑ სესლერი, ადამ. The Elder Scrolls 5: Skyrim-ის მიმოხილვა. G4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2012.
- ↑ 49.0 49.1 The Elder Scrolls V: Skyrim Xbox 360 ვერსიის მიმოხილვები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე. Metacritic.com. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2011.
- ↑ 50.0 50.1 Schreier, Jason (10 ნოემბერი, 2011). „Review: უსასრულო სკაირიმი გახდება თქვენი ცხოვრების ნაწილი“. Wired. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ The Elder Scrolls V: Skyrim PlayStation 3 ვერსიის მიმოხლივები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე
- ↑ Elder Scrolls V: Skyrim PlayStation 3 ვერსიის მიმოხლივები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim PC ვერსიის მიმოხილვები, რეიტინგები და კიდევ სხვა Metacritic-ზე. Metacritic.com. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2011.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim for PlayStation 3. GameRankings. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2011.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim PC-სთვის – GameRankings. GameRankings. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი, 2011.
- ↑ ნათან გრეისონი. (2012-01-24) Opinion: Where Skyrim Fails. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტატა: „Bethesda's latest has more wrong with it than just bugs.“ ციტირების თარიღი: 2012-01-29.
- ↑ Review: The Elder Scrolls: Skyrim. PC PowerPlay. (2013-09-10). ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013..
- ↑ კევინ ვენორდი. (2011-11-10) The Elder Scrolls V: Skyrim Revi. GameSpot.. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
- ↑ ჩარლზ ონიეტი. (2011-11-10) The Elder Scrolls V: Skyrim-ის მიმოხილვა. IGN.. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
- ↑ Elder Scrolls V: Skyrim ინტერვიუ. Edge. (2011-11-10). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2011.
- ↑ ლუისი, კამერონ. (10 ნოემბერი, 2011) The Elder Scrolls V: Skyrim მიმოხილვა. Official Xbox Magazine. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
- ↑ Skyrim აღწევს 250000 მომხმარებელს Steam-ზე. PC Gamer (11 ნოემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2011.
- ↑ სერელსი, მარკ. (15 ნოემბერი, 2011) ორ დღეში Skyrim-ის გაყიდვებმა 3.4 მილიონ ასლს მიაღწია. Kotaku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-29. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2015.
- ↑ მოლინა, ბრეტ (16 ნოემბერი, 2011). „The Elder Scrolls V' გაყიდვები აღწევს შვიდ მილიონ ასლს“. USAToday. ციტირების თარიღი: November 16, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ შრაიერი, ჯეისონ (16 ნოემბერი, 2011). „Bethesda ყიდის სკაირიმის 7 მილიონ ასლს და გამოიმუშავებს $450 მილიონს“. Wired. ციტირების თარიღი: 16 ნოემბერი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Valve: Skyrim გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თამაში Steam-ზე • სიახლე • Eurogamer.net. Eurogamer (16 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2011.
- ↑ Skyrim გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თამაში Steam-ის ისტორიაში 10 მილიონი ეგზემპლიარის ოდენობით. The Verge (16 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2015.
- ↑ კოლარი, ფილიპ. Fallout 4 შესაძლებელია გახდეს უფრო დიდი ჰიტი ვიდრე Skyrim. Vox Media (10 ნოემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2015.
- ↑ PC Game of the Year — Best of 2011 – IGN.
- ↑ 70.0 70.1 70.2 GameSpot-ის საუკეთესო PC თამაში. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-07. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ 71.0 71.1 71.2 71.3 2011 Spike VGA-ის გამარჯვებულთა სია. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2014.
- ↑ 72.0 72.1 საუკეთესო როლური ვიდეო თამაში — 2011 წლის საუკეთესო – IGN.
- ↑ 73.0 73.1 73.2 X-Play-ის 2012 წლის დაჯილდოვების შედეგები – 2011 წლის თამაში და კიდევ სხვა!. G4 (14 დეკემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-30. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ 74.0 74.1 GameSpot 2011 წლის რედაქტორთა არჩევანი. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-07. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ 75.0 75.1 GameSpy's 2011 Videogame Awards: დღე მეოთხე! წლის RPG. GameSpy (28 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2011.
- ↑ Inside Gaming Awards 2011 - Game of the Year. Machinima.com. 10 დეკემბერი, 2011. http://www.youtube.com/watch?v=KYzlxxT8_ZM. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ 77.0 77.1 GameSpot-ის 2011-ის წლის თამაში. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-08. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ 78.0 78.1 1UP's Best of 2011 Awards: Editors' Picks: Our Favorite Game of 2011. 1UP.com (22 დეკემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-03. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2011.
- ↑ 79.0 79.1 2011-ის წლის თამაში. Game Revolution (23 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2011.
- ↑ 80.0 80.1 80.2 GameSpy's 2011 Videogame Awards: დღე მეხუთე! წლის თამაში. GameSpy (30 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2012.
- ↑ 81.0 81.1 Joystiq-ის 2011 წლის ტოპ 10 : Skyrim. Joystiq (4 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2012.
- ↑ 82.0 82.1 Skyrim wins IAA Game of the Year. Gamespot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-13. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2012.
- ↑ GameSpot-ის PC-ის წლის თამაში. GameSpot (7 იანვარი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-07. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ საუკეთესო რულური თამაში & nbsp;— 2011-ის წლის საუკეთესო – IGN. IGN (7 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ 2011-ის წლის თამაში. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
- ↑ X-Play-ის 2011 წლის დაჯილდოების შედეგები – 2011-ის წლის თამაში და კიდევ სხვა!. G4 (14 დეკემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-30. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ Inside Gaming Awards 2011 -წლის თამაში. Machinima.com (10 დეკემბერი, 2011). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ GameSpot-ის 2011-ის წლის თამაში. GameSpot (8 იანვარი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-08. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ ტოპ 100 კარგი თამაში. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2014.
- ↑ „PC-ის 100 ყველა დროის საუკეთესო თამაში“. PC Gamer (243). Future plc. სექტემბერი, 2013. p. 49. ციტატა: „(დასახელებული №1)“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ The Elder Scrolls V: Skyrim — გახდი დრაკონთდაბადებული!. 1С-СофтКлаб (2011-11-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტატა: „კომპანია «1С-СофтКлаб» და რუსული ოფიციალური ფან-საიტი ElderScrolls.Net: Skyrim“ ციტირების თარიღი: 2012-01-28.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim – გახდი დრაკონთდაბადეული!. 1С-СофтКлаб (2011-11-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2012-01-28.
|
- 2011 წლის ვიდეო თამაშები
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშები
- Bethesda Game Studios-ის თამაშები
- დრაკონები ვიდეო თამაშებში
- ფენტეზის ჟანრის ვიდეო თამაშები
- Kinect-ის თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- The Elder Scrolls
- ვიდეო თამაშების გაგრძელებები
- ვიდეო თამაშები შემუშავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ვიდეო თამაშები სქესის არჩევის შესაძლებლობით
- ვიდეო თამაშები დამატებებით
- Windows-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- ვიდეო თამაშები შენელებული კადრით
- Steam Workshop-ის თამაშები
- 2011 წლის საუნდტრეკები