The Elder Scrolls V: Skyrim – Hearthfire
The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Bethesda Game Studios |
გამომცემელი | Bethesda Softworks |
სერია | The Elder Scrolls |
ძრავა | Creation Engine |
პლატფორმ(ებ)ი |
Xbox 360 Microsoft Windows PlayStation 3 |
გამოსვლის თარიღი |
Xbox 360 WW 4 სექტემბერი, 2012 Microsoft Windows WW 5 ოქტომბერი, 2012 PlayStation 3 ჩრდ.ამ. 19 თებერვალი, 2013 ევრ 20 თებერვალი, 2013 |
ჟანრ(ებ)ი | Action/RPG |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
კომპოზიტორი | ჯერემი სოული |
The Elder Scrolls V: Skyrim – Hearthfire — რიგით მეორე გადმოტვირთვადი კონტენტი ღია სამყაროს მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ისთვის. თამაში შეიმუშავა კომპანია Bethesda Game Studios-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა. Xbox 360-ის ვერსია გამოვიდა 2012 წლის 4 სექტემბერს[1], Microsoft Windows-ის ვერსია გამოიცა Steam-ის მეშვეობით 2012 წლის 5 ოქტომბერს[2], ხოლო PlayStation 3-ის ვერსიის რელიზი შედგა ცოტა მოგვიანებით, 2013 წლის 19 თებერვალს[3][4][5] ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ევროპაში - 2013 წლის 20 თებერვალს.
Skyrim-ის სხვა დამატებების მსგავსად, Hearthfire-ის გეიმპლეი არის ღია სამყაროს ტიპის, სადაც შესაძლებელია თამაშის ტერიტორიაზე თავისუფლად მოგზაურობა, პერსონაჟების შექმნა, კუესტების შესრულება ან მათი გადადება განუსაზღვრელი დროით, თუმცა მასში დამატებული არის სიახლეებიც: ერთ-ერთი ძირითადი სიახლე არის თამაშში საკუთარი მიწის შეძენის შესაძლებლობა, საცხოვრებელი სახლის შენება სხვადასხვა მატერიალებით - ეს შეძილება იყოს, როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის სახლი. ასევე მოთამაშეს შეუძლია დაკავდეს თევზაობით, ფერმაში მუშაობით და ა.შ. შეუძლია იყოლიოს ოჯახი - ცოლი და შვილები[6]. მთავარ მიზანს წარმოადგენს საკუთარი მიწის დაცვა სხვადასხვა მტრისგან.
Hearthfire-მა კრიტიკოსებისგან მიიღო შერეული შეფასებები. საერთო განხილვის საიტზე GameRankings-ზე თამაში Xbox 360-ის ვერსია ფლობს 61.60%[7] და PS3-ს ვერსია 73.75%[8], რაც შეეხება Metacritic-ს, GameRankings-თან შედარებით, იგი დაბალი ქულებით შემოიფარგლა და Xbox 360-ის ვერსიას დაუწერა 100-დან 54 ქულა[9], ხოლო PS3-ის ვერსიას - 100-დან 69 ქულა[10].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hearthfire – Coming to Xbox LIVE on September 4th (Updated) | Bethesda Blog. Bethblog.com (2012-08-28). ციტირების თარიღი: 2013-09-13.
- ↑ Hearthfire available on Steam | Bethesda Blog
- ↑ Sipple, Brian. (18 იანვარი, 2013) 'Skyrim's' 'Dragonborn,' 'Hearthfire' & 'Dawnguard' Finally Confirmed for February PS3 Release. GameRant.com. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2013.
- ↑ Skyrim Hearthfire Releasing On PS3 Today (19 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2013.
- ↑ PS3 Skyrim DLC Release Date: Hearthfire Releases Tomorrow, Feb. 19, Followed By Dawnguard One Week Later (]18 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: ~7 მარტი, 2013.
- ↑ Phillips, Tom. (2012-08-28) Skyrim: Hearthfire DLC allows you to build a house, adopt a child • News • Xbox 360 •. Eurogamer.net. ციტირების თარიღი: 2013-09-13.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Hearthfire for Xbox 360. GameRankings (2012-09-04). ციტირების თარიღი: 2013-09-13.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Hearthfire for PlayStation 3. GameRankings (2013-02-19). ციტირების თარიღი: 2013-09-13.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Hearthfire for Xbox 360 Reviews. Metacritic (2012-09-04). ციტირების თარიღი: 2013-09-13.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Hearthfire for PlayStation 3 Reviews. Metacritic (2013-02-19). ციტირების თარიღი: 2013-09-13.
|
- 2012 წელს შექმნილი როლური ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშები
- დრაკონები ვიდეო თამაშებში
- ფენტეზის ჟანრის ვიდეო თამაშები
- Kinect-ის თამაშები
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- Steam Workshop-ის თამაშები
- The Elder Scrolls
- ვიდეო თამაშები შემუშავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ვიდეო თამაშები სქესის არჩევის შესაძლებლობით
- Windows-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- 2012 წლის ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშების დამატებები
- Bethesda Game Studios-ის თამაშები