[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

New Order

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
New Order

ჯგუფის გამოსვლა 2012 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სელფორდი, მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1980–1993
  • 1998–2007
  • 2011–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი neworder.com
New Order ვიკისაწყობში

New Order (ქართ. ახალი წესრიგი) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც 1980 წელს ჩამოაყალიბეს ბერნარდ სამნერმა (ვოკალი, გიტარა, სინთეზატორი), პიტერ ჰუკმა (ბას-გიტარა, ვოკალი, ელექტრონული დასარტყმელი საკრავები) და სტივენ მორისმა (დასარტყმელი საკრავები, სინთეზატორი). ჯგუფი შეიქმნა წინამორბედი კოლექტივის, Joy Division-ის დაშლის შემდეგ. მათ აგრეთვე შეუერთდა გიტარისტი ჯილიან გილბერტი.

ჯგუფის მუსიკა ითავსებს პოსტ პანკსა და ელექტრონულ საცეკვაო რითმებსა და მელოდიებს. New Order იქცა 1980-იანი წლების ერთ-ერთ წარმატებულ კოლექტივად. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში მათ ჯერ ჰქონდათ შენარჩუნებული Joy Division-ის სტილი, ნიუ იორკის საცეკვაო სცენის გაცნობამ ხელი შეუწყო მათ მუსიკაში ელექტრონული მელოდიების ინტეგრირებას. მათი 1983 წლის ჰიტი „Blue Monday“ ამ გავლენის ნათელი მაგალითია. ჯგუფი არის ლეიბლის Factory Records ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ხოლო მათი სინგლებისა და ალბომების მინიმალისტურმა ყდებმა ხაზი გაუსვეს ამ ლეიბლის ესთეთიკას. როგორც ამტკიცებენ, New Order-მა დიდი გავლენა იქონია ალტერნატიული როკის განვითარებაზეც.

1993-1998 წლებში ჯგუფი დროებით დაშლილი იყო, დაბრუნდა 1998 წელს, ხოლო 2001 წელს გამოუშვა მორიგი სტუდიური ალბომი Get Ready. 2005 წელს ფილ კანინგემმა (გიტარა, სინთეზატორი) შეცვალა გილბერტი, რომელმაც ოჯახური მიზეზების გამო დატოვა New Order. 2007 წელს პიტერ ჰუკმა განაცხადა, რომ მას და სამნერს ერთად თანამშრომლობის გეგმები აღარ ჰქონდათ.[1] მიუხედავად ამისა, ჯგუფი 2011 წელს, ჰუკის გარეშე აღდგა, გილბერტის მონაწილეობით.

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=New_Order&oldid=3405617“-დან