Half-Life
Half-Life | |
---|---|
სერიის ოფიციალური ლოგო | |
ჟანრები | პირველი პირის მსროლელი |
დეველოპერ(ებ)ი |
Valve Corporation (1998–დღემდე) Gearbox Software (1999–2001) |
გამომცემელი |
Sierra Entertainment (1998–2003) Valve Corporation (2004–დღემდე) |
კომპოზიტორ(ებ)ი | კელი ბეილი, მაიკ მორასკი |
პლატფორმები | Windows, Mac OS X, Linux, PlayStation 2, PlayStation 3, Xbox, Xbox 360, Shield Portable |
თავდაპირველი პლატფორმა | Windows |
პირველი გამოცემა |
Half-Life 19 ნოემბერი, 1998 |
ბოლო გამოცემა |
Half-Life: Alyx 23 მარტი, 2020 |
სპინ-ოფები |
Half-Life: Opposing Force Half-Life: Blue Shift Half-Life: Decay |
Half-Life — ვიდეო თამაში, რომელიც მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკას და ალტერნატიულ ისტორიას. ამ თამაშის თითქმის ყველა სერია არის პირველი პირით და დაფუძნებულია GoldSource ან Source ძრავებზე.
Valve Corporation არის ამ სერიის თამაშების შემქმნელი და ნაწილობრივ გამომქვეყნებელი. ამ სერიის თამაშებში მოთამაშე არის ყოველთვის მთავარი პროტაგონისტი, გორდონ ფრიმანი, თეორეტიკოს-ფიზიკოსი, რომელიც მუშაობს კომპანია Black Mesa-ს კვლევით ცენტრში. ამ სერიის ორი თამაში, Half-Life და Half-Life 2, არის სრულმეტრაჟიანი თამაში, როდესაც დანარჩენი ორი, Half-Life 2: Episode 1 და Half-Life 2: Episode 2, არის მოკლე ეპიზოდები. დადასტურებულია, რომ Half-Life 2: Episode 3 იქნება ბოლო ეპიზოდური სერია Half-Life 2-ში.[1]
2007 წელს კომპანიამ Valve-მა შექმნა კიდევ ერთი თამაში Portal, რომელიც მიეკუთვნება იგივე Half-Life თამაშის სამყაროს, ხოლო მოგვიანებით, 2011 წელს გამოუშვა გაგრძლება Portal 2.
2020 წელს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, Valve-მა საბოლოოდ გამოუშვა Half-Life: Alyx. იგი, Half-Life-ის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, ვირტუალური რეალობისთვისაა ექსკლუზიურად შექმნილი, დაფუძნებულია Source 2-ის ძრავაზე. მასში აღწერილი მოვლენები Half-Life 2-მდე ვითარდება და პროტაგონისტი გორდონ ფრიმენის თანამებრძოლი ალექს ვენსია.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Half-Life-ის სერიები იწყება ადრეულ XXI საუკუნეში ფიქტიურ Black Mesa კვლევით დასახლებაში, ნიუმექსიკოში. გორდონ ფრიმენი, ახლად დანიშნული თეორიტიკოს-ფიზიკოსი, მონაწილეობს უცნობი არტიფაქტული კრისტალის ანალიზის ექსპერიმენტში; თუმცა, როგორც კი ანტი-მასის სპექტომეტრის სხივი შეეხება კრისტალს, გაიხსნება სივრცითი ნაპრალი Black Mesa-სა და უცნობ სამყაროს შორის, სახელად Xen, რამაც გამოიწვია Black Mesa მონსტრებით გავსება და პერსონალის დიდი ნაწილის სიკვდილი. Black Mesa-ს პერსონალის მიერ ნაპრალის დახურვა უშედეგოდ მთავრდება, რის გამოც ქვეითი ჯარის ნაწილი იქნა გადასროლი Black Mesa-ს დასახლებაში, რათა ჩაახშონ დასახლება, მათ შორის ნებისმიერი გადარჩენილიც. ფრიმენი ბრძოლით გაიკვლევს მთელ კვლევით დასახლებას და ხვდება რამდენიმე გადარჩენილ მეცნიერს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ უცხო სამყაროში გადასვლა, რათა უცხოპლანეტელები შეაჩერონ. Xen-ზე ფრიმენი გაანადგურებს უცხოპლანეტელების ლიდერს, Nihilanth-ს, და ხვდება იდუმალ G-Man-ს, რომელიც მას სამუშაოს შესთავაზებს. იგი თანხმობის შემთხვევაში ფრიმენს სტაზისში გადაიყვანს. ამასობაში Black Mesa-ზე კი მეორე უცხოპლანეტელების რასა იწყებს შეტევას, მაგრამ მათ ქვეითი კაპრალი ადრიან შეფარდი (Adrian Shephard) აჩერებს, როდესაც გაანადგურებს პორტალს კვლევით დასახლებაში. შემდეგ ჯი-მენი ანადგურებს Black Mesa-ს ბირთვული ბომბით და შეფარდს სტაზიში აგზავნის.
დაახლოებით ოცი წლის შემდეგ[2] ჯი-მენი აღვიძებს ფრიმენს სტაზისიდან და აბრუნებს მას შავბნელ დედამიწაზე, რომელსაც კომბაინები მართავენ, ფიკტიური კავშირი, რომელიც შედგება ხალისა და უცხოპლანეტელებისაგან, რომლებმაც გამოიყენეს Black Mesa-ს მიერ გამოწვეული სამყაროთაშორისი ნაპრალი და დაიპყრეს დედამიწა სულ რაღაც 7 საათში. აღმოსავლეთ ევროპის კოლონია City 17-ში ფრიმენი ხვდება Black Mesa-ს ინციდენტის შემდეგ გადარჩენილ წევრებს: ისააკ კლეინერს, ბარნი კალჰოუნს, ელი ვენსს და მის ქალიშვილს ალექს ვენსს და წევრიანდება კომბაინების წინააღმდეგ მებრძოლთა იატაკქვეშა ორგანიზაციაში. Xen-ის უცხოპლანეტელები ვორტიგუნტები (Vortigaunts), რომლებიც დაიმონეს კომბაინებმა, აგრეთვე ეხმარებიან წინააღმდეგობას. როდესაც ფრიმენის გამოჩენა ცნობილი ხდება Black Mesa-ს წინა ადმინისტრატორის და კომბაინების წარმომადგენლის ვეილას ბრინის მიერ, ფრიმენი ხდება კომბაინების მთავარი სამიზნე. დროთაგანმავლობაში ფრიმენი აღძრავს რევოლუციეას ყველა მოქალაქე ხალხს შორის. ელი ვენსს და მისი ქალიშვილს დროებით შეიპყრობენ კომბაინები და ფრიმენი მათ გადასარჩენად ეხმარება აჯანყებულებს კომბაინების ციტადელზე თავდასხმაში. ბრიმი ეცდება თელეპორტირებით გაქცევას მაგრამ სავარაუდოდ იღუპება, როდესაც ფრიმენი გაანადგურებს ბნელი ენერგიის გენერატორს ციტადელის კოშკურაში.
ჯი-მენი შემდეგ მოდის ფრიმენის წაიყვანად სანამ მას აფეთქების ტალღა შთანთქავს, მაგრამ მას ვორტიგაუტები აჩერებენ და ფრიმენი და ალექსი ორივე გაყავთ ციტადელის ძირში. შემდეგ ორივე ცდილობს ციტადელის მთავარი რეაქტორის დასტაბილირებას სანამ მოქალაქეების ქალაქიდან ევაკუაცია მიდის და აღმოაჩენენ რომ კომბაინები ცდილობენ რეაქტორის აფეთქებას რათა კომბაინების განზომილებიდან დამატებითი ძალები გამოიძახონ. აუცილებელი ინფორმაციის გადმოწერის შემდეგ ომისგან გალეჩილ ქალაქში მიიკვლევენ გზას მატარებლის სადგურამდე რათა ბოლო მატარებელზე მოხვდნენ და ქალაქიდან გააღწიონ. ამის შემდეგ კომბაინები ანადგურებენ რეაქთარს და მასთან ერთად ციტადელსა და ქალაქს, გამოწვეული აფეთქების გამო მატარებელი რელსებიდან გადადის.
ფრიმენი იღვიძებს ერთ-ერთ განადგურებულ მატარებლის ვაგონში ალექსთან ერთად რომელიც გარეთ იმყოფება, საიდანაც კარად მოჩანს სუპერპორტალი ციტადელივით ცაში აღმართული. ისინი იწყებენ მოგზაურობას „თეთრი ტყის“ (White Forest) გავლით წინააღმდეგობის სარაკეტო ბაზამდე, რომელიც ახლომდებარე მთებში იმყოფება. გზაში ფრიმენი და ალექსი ჩასაფრებაში ხვდებიან და ალექსი მძიმედ დაშავდება, თუმცა ვორტიგოუნტების ჯგუფი ახერხებენ მის განკურნებას. ალექსის მკურნალობის რიტუალის დროს ფრიმენს უკავშირდება ჯი-მენი ჰალუცინაციის მსგავს ილუზიაში, აცნობებს რომ ის კვლავ თავისუფალია და ფრიმენს აკონტროლებს. ისინი ახერხებენ წინააღმდეგობის ბაზამდე მიღწევას და გადასცემენ ინფორმაციის, რომელშიც არის როგორც პორტალის განადგურების კოდები ასევე ინფორმაცია ბორიალისზე (Borealis), საიდომლოთი მოცუილი ხომალდი Black Mesa-ს კონკურენტები Aperture Science მართავდა. შემდეგ ბაზა აგზავნის სატელიტს რომელიც სუპერპორტალის ჩახშობას ახერხებს, და აჩერებს კომბაინების გარე სივრციდან დახმარებას. თუმცაღა როგორც კი ფრიმენი და ალექსი ემზადებიან არქტიკაში ბორიალის ბაზაზე გასამგზავრებლად მათ კომბაინების მრჩევლები ესხმიან თავს და ახერხებენ ელი ვენსის მოკვლას სანამ მათ ალექსის რობოტი „ძაღლი“ (D0g) გაყრის.
1998 | Half-Life | |
1999 | Half-Life: Opposing Force | |
2000 | ||
2001 | Half-Life: Blue Shift Half-Life: Decay | |
2002 | ||
2003 | ||
2004 | Half-Life 2 Half-Life 2: Deathmatch | |
2005 | Half-Life 2: Lost Coast | |
2006 | Half-Life 2: Episode One | |
2007 | Half-Life 2: Episode Two | |
2008 | ||
2009 | ||
2010 | ||
2011 | ||
2012 | ||
2013 | ||
2014 | ||
2015 | ||
2016 | ||
2017 | ||
2018 | ||
2019 | ||
2020 | Half-Life: Alyx |
თამაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Half-Life-ის სერია ყველა ქრონოლოგიურადაა გამოშვებული და მიყვება ერთ ძირითად სცენარს, ან ნაჩჰვენებია ერთი თამაში სხვადასხვა გმირის პერსპექტივიდან ან მოვლენები გრძელდება წინა თავიდან. 2010 წლის მაისისთვის მთავარი სერია შედგება როგორც ორიგინალი ვიდეო თამაშისგან და მისი სეკვილებისგან ასევე სამი გაფართოებული პაკეტისგანდ და ორ ეპიზოდურ თამაშისგან. მესამე ეპიზოდური თამაში ჯერჯერობით შექმნის პროცესშია. ორიგინალი თამაში და მისი დამატებები სულ ყველა იყენებს Valve-ის GoldSrc ძრავას, მძიმედ მოდიფიცირებულ Quake ძრავას. სხვა ყველა ახალი თამაში უკვე იყენებ Source ძრავას, რომელიც Valve-ის -ის საკუთარებაშია
GoldSrc თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Half-Life არის პირველი დასახელება ამავე სერიის, რომელიც გამოვიდა 1998 წლის 19 ნოემბერს. Half-Life მიყვება გორდონ ფრიმენის თეორიტიკოს ფიზიკოსის თავგადასავალს, Black Mesa-ს კვლევითი დასახლების ინციდენტის შემდეგ, რის გამოც გაჩნდა განზომილებათაშორისი ნაპრალი და უცხოპლანეტელებს დასახლებაზე შეტევის საშუალება მისცა. ფრიმენი შესაბამისად ცდილობს გადარჩენას და სიტუაციის დარეგულირებას. თამაში გამოქვეყნებული იყო Sierra Studios-ს მიერ Windows-თვის აგრეთვე Gearbox Software 2011 წელს თამაში PlayStation 2-თვის გადააკეთეს[3]. აგრეთვე მოგვიანებით Valve-ც გადააკეთა თამაში მათ საკუთარ Source ძრავაზე[4]. Half-Life-მა გამოსვლიდანვე კარგი გამოხმაურება ნახა კრიტიკოსების მხრიდან[5], კრიტიკოსებმა მოიწონეს, როგორც თამაშის სტილი ასევე მისი სცენარი. თამაშმა მოიგო 50-დე წლის თამაშის ჯილდო[6] და მისმა თამაშის სტილმა დიდი გავლენა მოახდინა პირველი-პირით სროლით თამაშებზე. ამის შემდეგ Half-Life ითვლება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად.[7][8]
1999 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა Half-Life-ის დამატებითი პაკეტი Half-Life: Opposing Force.[9] Half-Life-ისგან განსხვავებით Opposing Force Gearbox Software-მა დაამზადა, აგრეთვე ის კვლავ Sierra Studios გამოუშვა. Opposing Force პირველად 1999 წლის აპრილში იყო გამოცხადებული, როგორც დამატებითი მისიის პაკეტი და გამოშვებული იყო Windows-ისთვის. მოთამაშე გორდონ ფრიმენით აღარ თამაშობს არამედ თამაშობ აშშ-ს ქვეითი კაპრალ ადრიან შეფარდის პერსპეკტივით და ასახულია წინა თამაშის შემდეგი მოვლენები. შეფარდს დავალებული აქვს რათა Black Mesa-ას მოვლენები დაფაროს, მაგრამ მალევე იზოლირებული ხდება მისი ნაწილიდან და უწევს უცხოპლანეტელების ახალი ჯგუფის მოგერიება. Opposing Force-ს კრიტიკოსები დადებითად შეხვდნენ.[10] თამაშმა აიღო ჯილდო წლის კომპიუტერული თამაში ინტერაქტიურ მიღწევებში 2000, ინტერაქტიური ხელოვნება და მეცნიერების აკადემიისგან.
Gearbox შემდეგ შექმნა Half-Life: Blue Shift, Half-Life-ის მეორე დამატებითი პაკეტი. როგორც Opposing Force, Blue Shift-იც Sierra Entertainment-მა გამოაქვეყნა. 2000 წლის განცხადებით Blue Shift უნდა ყოფილიყო Dreamcast-ისთვის გამოსული Half-Life-ის [11] დამატება, მაგრამ შემდეგ პროექტი გაუქმდა და 2001 12 ივნისს Blue Shift Windows-ისთვის გამოვიდა.[12] Blue Shift-ში მოთამაშე ბარნი კალჰოუნის, Black Mesa-ს დაცვის თანამშრომლის პოზიციაშია. თამაში ადგილს იებს Half-Life-ის ადრეულ ნაწილში, სადაც კალჰოუნი მეცნიერების მცირე ჯგუფთან ერთად ცდილობს დასახლებიდან გაღწევას. Blue Shift აგრეთვე შეიცავდა მაღალი გაფართოების პაკეტს, რომელიც Blue Shift-სა და მის წინა თამაშების უფრო უკეთესი ხარისხის მოდელების და ტექსტურების განახლების საშუალებას იძლეოდა.[13] კრიტიკოსებმა Blue Shift-ს შერეული მაგრა სასურველი შეფასება მისცეს [14], შეაქეს თამაშის ატმოსერა და მისი მაღალი გაფართოების პაკეტი, მაგრამ გააკრიტიკეს სიიახლეების არარსებობის და მოკლე სცენარის ქონისთვის.[15][16][17]
მესამე და ბოლო დამატებითი პაკეტი Half-Life-ისთვის იყო Half-Life: Decay. თამაში კვლავ Gearbox მიერ იყო შექმნილი და გამოქვეყნებული Sierra-ს მიერ, თუმცა წინა ვერსიებისგან განსხვავებით Decay მხოლიდ PlayStation 2-ს Half-Life-ის ვერსიაზე იყო ხელმისაწვდომი. Decay უნიკალურია Half-Life-ის [18] სერებში რადგანაც არის ერთადერთი კოოპერატივ თამაში, ანუ ორმა მეთამაშემ ერთად უნდა ითამაშოს რათა შეძლონ თამაშის ბოლოში გასვლა. Decay [19] ფოკუსირებულია ფრიმენის ორ კოლეგაზე, ჯინა კროსს და კოლეტა გრეენზე. ეს ორი მუშაობს სხვა მეცნიერებთან ერთად რათა შეაჩერონ და ჩაახშონ სივრცული ნაპრალი. 2001 წლის 14 ნოემბერს გამოსულ Decay მცირე მაგრამ დადებითი გამოხმაურება მოყვა კრიტიკოსების მხრიდან, ბევრი გამხილველის აზრით თამაში იყო სასიამოვნო სათამაშო მეგობართან ერთად მაგრამ თამაშის თავსატეხებზე ორიენტირებული გეიმპლეის გამო სხვა დეტალები ყურადღების გარეშე რჩება.[20][21][22] 2008 წლის სექტემბერში ამ თამაშის არავტორიზებული ვერსია გამოვიდა Windows-თვის.[23]
Source თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის 16 ნოემბერ კომპანია Valve-მ გამოუშვა Half-Life 2, ორიგინალი თამაშის სექველი. თამაში 6 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. Half-Life 2-ში მოთამაშე კვლავ გორდონ ფრიმენის როლშია. სიუჟეთი ორიგინალი თამაშიდან ოცი წლის შემდეგ ვითარდება, დედამიწა კომბაინების მიერაა დაპყრობილი, რივრცითშორით რასით რომლებმაც პირველ თამაშში მომხდარი მოვლენები გამოიყენეს დედამიწის დასაპყრობად. ჯი-მენი ფრიმენს City 17 ათავსებს რათა შეებრძოლოს დამპყრობელ კომბაინებს. Half-Life 2-მა მიიღო თითქმის ერთხმად დადებითი მიმოხილვები კრიტიკოსების მხრიდან, მოიგო 35 წლის თამაშის 2004-ს ჯილდო. თამაში დადებითად შეაქეს მისი მიღწევებით კომპიუტერული ანიმაციაში, ხმებიში, თხრობაში, კომპიუტერულ გრაფიკაში, ხელოვნურ ინტელექტში და ფიზიკებში. Half-Life 2 იყო პირველი თამაში რომელიც გამოიყენეს Valve's Steam მიწოდების სისტემაში, სისტამა რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია Valve-ის Sierra Entertainment-თან დაპირისპირება.
Half-Life 2-ს მოყვა მისი გაგრძელებები ეპისოდურ სტილში, Half-Life 2: Episode One იყო პირველი მათ შორის. ვითარება გრძელდება City 17 ირგვლივ ორიგინალი თამაშის შემდეგ, რომელშიც ფრიმენი და ალექს ვანსი ცდილობენ ქალაქიდან გაღწევას, მას შემდეგ რაც მათ ბნელი ენერგიის გენერატორი დააზიანეს Half-Life 2-ის ბოლოს და რომელიც ქალაქს განადგურებით ემუქრება. ის გამოშვებულ იქნა 2006 წლის 1 ივნისს და მასში წარმოჩენილი იყო ახალი გრაფიკული ეფექტები მათ შორის განათებების თვისებები და უფრო დახვეწილი სახის ანიმაციები. ეპიზოდ ერთმა მთლიანობა მიიღო დადებითი პოზიცია კრიტიკოსების მხრიდან, ასევე თამაშის მოკლე ხანგრძლივობა იყო მისი კრიტიკის ერთ-ერთი თემა.
მეორე ეპიზოდური თამაში Half-Life 2: Episode Two-ში ვითარება გრძელდება იქიდან სადაც პირველი ეპიზოდი მორჩა. ის 2007 წლის 10 ოქტომბერ იყო გამოცემული როგორც Portal და Team Fortress 2-თან ერთად კომპლექტში ასევე Half-Life 2 და ეპიზოდ ერთთან ერთად პაკეტ Orange Box. ის გამოცემული იყო Windows პერსონალური კომპიუტერებისთვის, Xbox 360 და PlayStation 3 კონსოლებზე. თამაში კვლავ Valve-მა შექმნა და გამოქვეყნებული იყო ორივე Steam და Electronic Arts-ის მიერ. თამაში კვლავ Valve-ის პოლიტიკის მიხედვით დაამზადეს რომელიც ითვალისწინებს ყოველი ეპიზოდის ორიგინალურობას. ეპიზოდ ორი ფოკუსირებულია უფრა დატვირთულ გარემოზე, მოგზაურობაზე და ნაკლებ ხაზოვან თამაშზე. როგორც გორდონ ფრიმენი მოთამაშე მოგზაურობს ალექს ვანსთან ერთად ქალაქგარეთ City 17 ნანგრევებიდან მოშორებით, რომლებსაც თან მოსდევს კომბაინების დანაყოფები. ეპიზოდ ორის ახალი ტექნოლოგიები და თამაშის თვისებები მოწონებულ იქნა რეცენზეტების მიერ თუმცა მართალია უს ცოტათი უფრო დიდი იყო ვიდრე პირველი ეპიზოდი მაგრამ მისი მოკლე ხანგრძლივობა კვლავ კრიტიკის საგანი იყო.
Half-Life 2: Episode Three გამოცხადებულია რომ იქნება მესამე და ბოლო ეპიზოდური ნაზილი Half-Life 2-ის. ასევე ის იქნება ბოლო ამ ისტორიის განვითარებაში, მაგრამ არა ბოლო Half-Life თავგადასავალში. გამოქვეყნების თარიღი და მისი დეტალები არ არის ცნობილი, თუმცაღა ზოგიერთი კონცეფციური ნახატები უკვე გამოქვეყნებულია. 2010 წლის მარტში ნეველმა (Newell) ილაპარაკა თამაშის ემოციური ფონის გაფართოებაზე და თუ როგორ შეიძლება შემდეგმა Half-Life მართლა შეაშინოს მისი მოთამაშეები. 2011 წლის 9 მაისს ჟურნალ Develop-თან ინტერვიუში ნეველმა კომენტარი გააკეთა ეპიზოდის განვითარების მოდელზე რომ: „ ჩვენ უკვე გავიარეთ ეპიზოდური ფაზა და უკვე ვამთავრებთ უფრო პატარა და პატარა თემებს“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Half-Life 2: Episode One gold, Two dated, Three announced“. GameSpot. 2006-05-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-05-18.
- ↑ Half-Life: The Story so Far. Valve Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-25. ციტირების თარიღი: 2008-03-24.
- ↑ Half-Life. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-25. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
- ↑ Half-Life: Source for PC. GameSpot. ციტირების თარიღი: 2009-05-26.
- ↑ Half-Life Reviews (PC: 1998). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-11. ციტირების თარიღი: 2009-05-26.
- ↑ Awards and Honors. Valve Corporation. ციტირების თარიღი: 2005-11-14.
- ↑ Cifaldi, Frank. (2006-09-01) The Gamasutra Quantum Leap Awards: First-Person Shooters. Gamasutra. ციტირების თარიღი: 2009-02-16.
- ↑ IGN's Top 100 Games. IGN (2005-07-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-09. ციტირების თარიღი: 2009-02-19.
- ↑ Half-Life: Opposing Force. Steam. Valve Corporation. ციტირების თარიღი: 2008-11-19.
- ↑ Half-Life: Opposing Force Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-29. ციტირების თარიღი: 2008-11-18.
- ↑ Kirchgasler, Chris. (2000-06-25) Half-Life Preview. GameSpot. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ Satterfield, Shane. (2001-06-16) Half-Life for the Dreamcast officially cancelled. GameSpot. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ Half-Life: Blue Shift Q&A. GameSpot (2001-05-03). ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ 'Half-Life: Blue Shift (PC: 2001): Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-20. ციტირების თარიღი: 2008-10-27.
- ↑ Blevins, Tal. (2001-06-12) Half-Life: Blue Shift Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 2008-10-27.
- ↑ Madigan, Jamie. Reviews: Half-Life: Blue Shift. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-12. ციტირების თარიღი: 2008-10-27.
- ↑ Kasavin, Greg. (2001-06-08) Half-Life: Blue Shift for PC Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 2008-10-27.
- ↑ Half-Life. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-25. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
- ↑ Fielder, Joe. (2001-05-18) E3 2001 Hands-on Half-Life. GameSpot. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
- ↑ Hodgson, David. Reviews: Half-Life (PS2). GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-10. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
- ↑ Smith, Steve. Review: Half-Life. The Electric Playground. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-03. ციტირების თარიღი: 2008-10-24.
- ↑ Radcliffe, Doug. (2001-10-15) Half-Life for PlayStation 2 Review. GameSpot. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
- ↑ Meer, Alec. (2008-09-28) Half-Life: The Lost Chapter. Rock, Paper, Shotgun. ციტირების თარიღი: 2008-10-24.
|
|