[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Codex Gigas

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Codex Gigas, აგრეთვე ცნობილი როგორც „გიგანტური კოდექსი“ — მსოფლიოში უდიდესი დღემდე შემორჩენილი, შუა საუკუნეების ხელნაწერი.[1] იგი ასევე ცნობილია, როგორც ეშმაკის ბიბლია, სახელი განაპირობა მაშში გამოსახულმა ეშმაკის უზარმაზარმა ილუსტრაციამ და ასევე ლეგენდებმა მისი შექმნის შესახებ. სავარაუდოდ ის XII საუკუნეში, ბოჰემიის (თანამედროვე ჩეხეთი), პოდლაციეს ბენედიქტელთა მონასტერში შეიქმნა. ის შეიცავს ლათინურ ენაზე დაწერილ მრავალ ხელნაწერს. 1648 წელს, ოცდაათწლიანი ომის პერიოდში, მთელი კრებული ნადავლის სახით გატანილი იქნა შვედეთში. დღეს ის დაცულია სტოკჰოლმში, შვედეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში და არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის[2].

ეშმაკის ილუსტრაცია. ლეგენდის თანახმად კოდექსი შექმნა ბერმა, რომელმაც საკუთარი სული ეშმაკს მიჰყიდა.

ითვლება, რომ კოდექსი შეიქმნა ბენედიქტელთა მონასტერში, რომელიც XV საუკუნეში ჰუსიტური რევოლუციის დროს განადგურდა. ჩანაწერები კოდექსში მთავრდება 1229 წელს. კოდექსი ინახებოდა ცისტერციანების მონასტერში, შემდგომ კი ის ბრევნოვის ბენედიქტელთა მონასტერმა შეიძინა. 1477-დან 1593 წლამდე, ის ინახებოდა ბროუმოვის ბიბლიოთეკაში, სანამ ის, პრაღაში 1594 წელს, იმპერატორ რუდოლფ II კოლექციაში მოხვდებოდა. 1648 წელს ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ, შვედურმა ჯარმა მთელი კრებული ნადავლის სახით სტოქჰოლმში გაიტანა[3]. 1649-2007 წლამდე, მანუსკრიპტები სტოკჰოლმის „შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში“ ინახებოდა. 1697 წლის, 7 მაისს სტოქჰოლმის სამეფო სასახლეში გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რაც სამეფო ბიბლიოთკაზე ძალიან ცუდად აისახა. კოდექსი გადაარჩინეს ცეცხლისგან, მხოლოდ იმ მიზეზით რომ ის გადმოაგდეს ფანჯრიდან. შედეგად კოდექსმა მიიღო გარკვეული დაზიანებები, ხოლო ზოგიერთი მისი ფურცელი დღესაც დაკარგულია[4]. 2007 წელს, 359 წლის შემდეგ, კოდექსი ქირით დაუბრუნდა პრაღას და 2008 წლამდე ჩეხეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში იყო განთავსებული[5][6][7].

  1. Codex Gigas. National Library of Sweden, Kungl. Biblioteket, Stockholm. ციტირების თარიღი: 2016-02-13.
  2. Boldan, Kamil (2007). The Devil's Bible - Codex Gigas. The Secrets of the World's Largest Book. NKP, გვ. 15. ISBN 978-80-7050-532-8. 
  3. Bruce M. Metzger, Bart D. Ehrman, "The Text of the New Testament: Its Transmission, Corruption and Restoration", Oxford University Press (New York – Oxford, 2005), p. 103.
  4. The Stockholm Castle fire of 1697 - Kungliga biblioteket. Kb.se (2007-06-19). ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  5. „Return of the Devil's Bible to Prague draws crowds of curious Czechs“. The Canadian Press. 24 September 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-24. ციტირების თარიღი: 2016-06-08.
  6. Czech and Central European news, business and opinion. The Prague Post. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  7. Radio Prague - Borrowing the Devil's Bible. Radio.cz. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Codex_Gigas&oldid=4386619“-დან