ულტრაცივი ჯუჯა
ულტრაცივი ჯუჯა — ვარსკვლავური ან ქვევარსკვლავური ობიექტი, რომლის ეფექტური ტემპერატურა 2 430 °C-ზე დაბალია.[1] ჯუჯა ვარსკვლავების ეს კატეგორია 1997 წელს შემოიღეს დეივი კირკპატრიკმა, ტოდ ჰენრიმ და მაიკლ ირვინმა. თავდაპირველად ის მოიცავდა ძალიან დაბალი მასის M-ჯუჯა ვარსკვლავების M7 სპექტრულ ტიპს, მაგრამ შემდეგში გაფართოვდა და ასევე მოიცვა ყველაზე ცივი ვარსკვლავებიდან T6.5 სპექტრული ტიპის ყავისფერ ჯუჯებამდე. მთლიანობაში, ულტრაცივი ჯუჯები მზის სამეზობლოში ასტრონომიული ობიექტების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.[2] ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია TRAPPIST-1.[3]
პლანეტების ფორმირების მოდელების მიხედვით, დაბალი მასებისა და მათი პროტოპლანეტარული დისკოების მცირე ზომის გამო, ამ ვარსკვლავებს შეიძლება ჰყავდეთ შედარებით მრავალრიცხოვანი პოპულაცია მერკურის ზომიდან დედამიწის ზომამდე კლდოვანი პლანეტებისა, ვიდრე სუპერდედამიწებისა და იუპიტერის მასის პლანეტების. TRAPPIST-1 პლანეტური სისტემის აღმოჩენა, რომელიც დედამიწის ზომის შვიდი პლანეტისგან შედგება, როგორც ჩანს, აკრეციის ამ მოდელს ადასტურებს.[4]
სხვა ტიპის დაბალი მასის ვარსკვლავებთან შედარებით წყალბადის ნელი სინთეზის გამო, ულტრაცივი ჯუჯების სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ მცირე რამდენიმე ასეული მილიარდი წლითაა შეფასებული, ხოლო მათ შორის ყველაზე პატარები დაახლოებით 12 ტრილიონ წელს ცოცხლობენ. ვინაიდან სამყაროს ასაკი მხოლოდ 13,8 მილიარდი წელია, ყველა ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავი ჯერ თავიანთი სასიცოცხლო ციკლის ადრეულ ეტაპზეა. მოდელები პროგნოზორებს, რომ სიცოცხლის ბოლოს, ამ ვარსკვლავებს შორის უმცირესები, წითელ გიგანტებად გაფართოების ნაცვლად ცისფერ ჯუჯებად გადაიქცევიან.[5]
მაგნიტური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს, M9 ულტრაცივი ჯუჯუდან, რომელსაც LP 944-20 უწოდეს, რადიოემისიის ნაკადების აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, ასტროფიზიკოსების ჯგუფმა არესიბოს ობსერვატორიასა და ტელესკოპთა კრებულში Very Large Array, დაკვირვების კამპანიები დაიწყო — მათი მიზანი რადიოტალღების გამომსხივებელი დამატებითი ობიექტების მოძებნა იყო. ამ რადიოტელესკოპებით უკვე ასობით ულტრაცივ ჯუჯას დააკვირდნენ და მათგან ათზე მეტი რადიოგამომსხივებელი ულტრაცივი ჯუჯა გამოავლინეს.[6] ეს კვლევები მიუთითებს, რომ დაახლოებით ულტრაცივი ჯუჯების დაახლოებით 5-10% რადიოტალღებს ასხივებს. ამ დაკვირვებებით აღმოაჩინეს ყურადსაღები 2MASS J10475385+2124234, რომლის ტემპერატურა 800-900 კელვინია და ამ მაჩვენებლით ის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცივი რადიოგამომსხივებელი ყავისფერი ჯუჯაა. 2MASS J10475385+2124234 არის T6.5 ყავისფერი ჯუჯა, რომელიც 1,7 გაუსზე მეტი სიძლიერი მაგნიტურ ველს ინარჩუნებს, რაც დედამიწის მაგნიტურ ველზე დაახლოებით 3000-ჯერ უფრო ძლიერია.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UltracoolSheet: Catalog containing over 3,000 ultracool dwarfs and directly imaged exoplanets
- Database of Ultracool Parallaxes დაარქივებული 2022-06-20 საიტზე Wayback Machine. : Predecessor of the UltracoolSheet
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gillon, Michaël; Jehin, Emmanuël; Lederer, Susan M; Delrez, Laetitia; De Wit, Julien; Burdanov, Artem; Van Grootel, Valérie; Burgasser, Adam J; Triaud, Amaury H. M. J; Opitom, Cyrielle; Demory, Brice-Olivier; Sahu, Devendra K; Bardalez Gagliuffi, Daniella; Magain, Pierre; Queloz, Didier (2016). „Temperate Earth-sized planets transiting a nearby ultracool dwarf star“. Nature. 533 (7602): 221–4. arXiv:1605.07211. Bibcode:2016Natur.533..221G. doi:10.1038/nature17448. PMC 5321506. PMID 27135924.
- ↑ Cantrell, Justin R.; Henry, Todd J.; White, Russel J. (13 September 2013). „The Solar Neighborhood Xxix: The Habitable Real Estate of Our Nearest Stellar Neighbors“. The Astronomical Journal. 146 (4): 99. arXiv:1307.7038. Bibcode:2013AJ....146...99C. doi:10.1088/0004-6256/146/4/99. S2CID 44208180.
- ↑ Gillon, Michaël. Ultra-Cool Dwarf Stars May Host Planets With Ultra-Cool Life (May 5, 2017). ციტირების თარიღი: 27 April 2020
- ↑ NASA Telescope Reveals Largest Batch of Earth-Size, Habitable-Zone Planets Around Single Star. NASA. ციტირების თარიღი: 2017-11-19
- ↑ Adams, F. C.; P. Bodenheimer; G. Laughlin (2005). „M dwarfs: planet formation and long term evolution“. Astronomische Nachrichten. 326 (10): 913–919. Bibcode:2005AN....326..913A. doi:10.1002/asna.200510440.
- ↑ Route, M.; Wolszczan, A. (20 October 2016). „The Second Arecibo Search for 5 GHz Radio Flares from Ultracool Dwarfs“. The Astrophysical Journal. 830 (2): 85. arXiv:1608.02480. Bibcode:2016ApJ...830...85R. doi:10.3847/0004-637X/830/2/85. S2CID 119279978.
- ↑ Route, M.; Wolszczan, A. (10 March 2012). „The Arecibo Detection of the Coolest Radio-flaring Brown Dwarf“. The Astrophysical Journal Letters. 747 (2): L22. arXiv:1202.1287. Bibcode:2012ApJ...747L..22R. doi:10.1088/2041-8205/747/2/L22. S2CID 119290950.