Bibcode
Bibcode — იდენტიფიკატორი, რომელსაც იყენებს ბევრი ასტრონომიული მონაცემთა ბაზა და ლიტერატურული წყაროების კატალოგი. Bibcode შემუშავდა NASA/IPAC Extragalactic Database-ს (NED) გარეგალაქტიკური ობიექტების SIMBAD-ში და მონაცემთა ბაზაში გამოყენებისათვის, მაგრამ დღეისათვის გამოიყენება უფრო ფართედ, მაგალითად, ADS-ში (ნასას ასტროფიზიკური საინფორმაციო სისტემა)[1][2]. კოდი შედგენა ზუსტად 19 სიმბოლოსგან და აქვს ფორმა
სადაც YYYY — 4 ციფრი გამოქვეყნების წელი, JJJJJ — ჟურნალის/მონოგრაფიის/კრებულის კოდი. ჟურნალის წყაროს შემთხვევაში, VVVV — ტომის ნომერი, M ნიშნავს ჟურნალის თავის ასობრივ ინდექსს (მაგალითად, L — Letters-ის სექციისათვის), PPPP — საწყისი ფურცლის ნომერი, A — პირველი ავტორის გვარის პირველი გვარი. წერტილები (.) გამოიყენება გამოუყენებელი მინდვრების შესავსებად, რათა თითოეული მინდვრის სიგრძე მუდამ ტოლი ყოფილიყო ზემოთ აღნიშნულის; წერტილები ემატება მარჯვნიდან კოდისთვის JJJJJ და მარცხნიდან ტომის და ფურცლის ნომრისათვის[1][2]. ქვემოთ მოყვანილია კოდების მაგალითები:
Bibcode | წყარო | |
1974AJ.....79..819H | Heintz, W. D. (1974). „Astrometric study of four visual binaries“. The Astronomical Journal. 79: 819–825. Bibcode:1974AJ.....79..819H. doi:10.1086/111614. | |
1924MNRAS..84..308E | Eddington, A. S. (1924). „On the relation between the masses and luminosities of the stars“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 84: 308–332. Bibcode:1924MNRAS..84..308E. | |
1970ApJ...161L..77K | Kemp, J. C.; Swedlund, J. B.; Landstreet, J. D.; Angel, J. R. P. (1970). „Discovery of circularly polarized light from a white dwarf“. The Astrophysical Journal Letters. 161: L77–L79. Bibcode:1970ApJ...161L..77K. doi:10.1086/180574. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 M. Schmitz, G. Helou, P. Dubois, C. LaGue, B. Madore, H. G. Corwin Jr., and S. Lesteven (1995). „NED and SIMBAD Conventions for Bibliographic Reference Coding“, Information & On-Line Data in Astronomy. Kluwer Academic Publishers. ISBN 0-7923-3659-3. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 2.0 2.1 The ADS Data, help page. NASA ADS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: November 5, 2007.