[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

რატიფიცირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატიფიცირება (ლათ. ratificatio < ratus — დამტკიცებული და facere — კეთება) — სახელმწიფოს მხრიდან დადასტურება და აღიარება საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ხელმოწერილია სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ. საქართველოს კონსტიტუციით, რატიფიცირების შემდეგ ქვეყანაში ხელშეკრულების ამოქმედება ხდება სავალდებულო და იურიდიული ძალის მქონე. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას ახდენს საქართველოს პარლამენტი.

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გარდა, რომლებიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა, აგრეთვე, ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომლებიც:

  1. ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციასა ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
  2. სამხედრო ხასიათისაა;
  3. ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;
  4. დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;
  5. მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას.