მონაგასის შტატი
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
მონაგასის შტატი Estado Monagas | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | მატურინი | ||||
შიდა დაყოფა | აკოსტის მუნიციპალიტეტი[1] , აგუასაის მუნიციპალიტეტი[1] , ბოლივარის მუნიციპალიტეტი[1] , კარიპეს მუნიციპალიტეტი[1] , სედენიოს მუნიციპალიტეტი[1] , ლიბერტადორის მუნიციპალიტეტი[1] , მატურინის მუნიციპალიტეტი[1] , პიარის მუნიციპალიტეტი[1] , პუნსერესის მუნიციპალიტეტი[1] , სანტა-ბარბარას მუნიციპალიტეტი[1] , სოტილიოს მუნიციპალიტეტი[1] , ურაკოის მუნიციპალიტეტი[1] და ესეკიელ-სამორას მუნიციპალიტეტი[1] | ||||
კოორდინატები | 9°25′00″ ჩ. გ. 63°04′00″ დ. გ. / 9.41667° ჩ. გ. 63.06667° დ. გ. | ||||
მმართველი | Ernesto Luna | ||||
დაარსდა | 1856 | ||||
ფართობი | 28 900 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 908 626 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | monagas.gov.ve | ||||
მონაგასი (ესპ. Estado Monagas) — შტატი ვენესუელაში. მისი ფართობია 28 900 კმ², ხოლო მოსახლეობა 2007 წლის მონაცემებით 908 626 ადამიანს შეადგენს.
ჩრდილოეთით ესაზღვრება სუკრეს შტატი, დასავლეთით და სამხრეთით — ანსოატეგის შტატი, სამხრეთით — ბოლივარის შტატი, სამხრეთით და აღმოსავლეთით — დელტა-ამაკუროს შტატი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი პარიის ყურე.
სახელი ეწოდა გენერალ ხოსე ტადეო მონაგასისა და მისი ძმის — ხოსე გრეგორიო მონაგასის პატივსაცემად.
შტატის დედაქალაქია მატურინი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატის სამხრეთ-დასავლეთში ბევრი პლატო და სავანაა. ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელებულია დელტის სავანები, სადაც გაედინება რამდენიმე მდინარე. ჩრდილო-დასავლეთში წარმოდგენილია მთათა ჯგუფი. ლიანოსში კლიმატი ცხელია, მაგრამ ჩრდილოეთის მთიან არეალებში საკამაოდ ცივი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაგასის შტატი წარსულში ნუევა-ანდალუსიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც მოგვიანებით კუმანის პროვინცია ეწოდა. 1856 წელს მონაგასს პროვინციის სტატუსი მიენიჭა და ეწოდა მატურინის პროვინცია, 1864 წელს კი გაფორმდა როგორც მატურინის შტატი. 1891 წელს შევიდა დიდი ბერმუდესის შტატში, სადაც მის გარდა შედიოდნენ სუკრეს, ანსოატეგისა და ბოლივარის შტატები. 1901 წელს მონაგასმა კვლავ მოიპოვა ავტონომია მატურინის შტატის სახელით. 1904 წელს ის კვლავ კარგავს ამ სტატუსს და უერთდება ბერმუდესის შტატს.
საბოლოოდ, 1909 წელს მონაგასი გამოეყო ბარსელონის შტატს და ეწოდა ამჟამინდელი სახელი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკური აქტივობის მთავარი დარგია ნავთობმოპოვება, რომლითაც საზრდოობს მრავალი ქალაქი. ასევე განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მოყავთ კაკაო, ყავა, სიმინდი, პომიდორი, ბანანი, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ბრინჯი და ტროპიკული ხილი. შტატი საკმაოდ ტყიანია, შესაბამისად ხედება ხე-მასალის წარმოებაც.
ნავთობმოპოვების წყალობით, დედაქალაქი მატურინი არა მარტო შტატის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ვენესუელის კომერციული და საბანკო ცენტრია.
მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაგასის შტატი ადმინისტრაციულად 13 მუნიციპალიტეტად იყოფა:
- აკოსტა (სან-ანტონიო-დე-კაპაიაკუარი)
- აგუასაი (აგუასაი)
- ბოლივარი (კარიპიტო)
- კარიპე (კარიპე)
- სედენიო (კაიკარა-დე-მატურინი)
- ესეკიელ-სამორა (პუნტა-დე-მეტა)
- ლიბერტადორი (ტომბლადორი)
- მატურინი (მატურინი)
- პიარი (არაგუა-დე-მატურინი)
- პუნსერესი (კირიკირე)
- სანტა-ბარბარა (სანტა-ბარბარა)
- სოტილიო (ბარანკასი)
- ურაკოა (ურაკოა)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Página oficial de la Gobernación de Monagas დაარქივებული 2013-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Perfil Monagas დაარქივებული 2006-10-28 საიტზე Wayback Machine.
|