დრაქმა (ძველი საბერძნეთი)
იერსახე
დრაქმა (ძვ. ბერძნ. δραχμή [drachme]) — მასისა და ფულის ერთეული ძველ საბერძნეთში (მასა — 4,366 გ). ვერცხლის მონომეტალიზმზე დამყარებული სამონეტო სისტემების ძირითადი ნომინალი. იჭრებოდა ძვ. წ. VI საუკუნიდან.
აქვს დანაყოფები: ტრიბოილი ანუ ჰემიდრაქმა (დრაქმის 1/2), დიობოლი (დრაქმის 1/3), ობოლი (დრაქმის 1/6) და სხვ. ცნობილია აგრეთვე დიდი ნომინალებიც: დეკადრაქმა (10-დრაქმიანი), ტეტრადრაქმა (4-დრაქმიანი), დიდრაქმა (2-დრაქმიანი). დრაქმა ფართოდ იყო გავრცელებული მიმოქცევაში, დიდი რაოდენობით გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალაშიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დუნდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Зограф А. Н., Античные монеты, М.-Л., 1951