[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

გაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გაო
ფრანგ. Gao
ქვეყანა მალის დროშა მალი
რეგიონი (მალი)|მალის რეგიონები|რეგიონი გაო
კოორდინატები 16°16′00″ ჩ. გ. 0°03′00″ დ. გ. / 16.26667° ჩ. გ. 0.05000° დ. გ. / 16.26667; -0.05000
ცენტრის სიმაღლე 226
მოსახლეობა 86 353 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC-0
გაო — მალი
გაო

გაო (ფრანგ. Gao) — ქალაქი მალის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთში, თვითგამოცხადებული სახელმწიფო აზავადის ტერიტორიაზე. ქალაქი გაოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ასევე აზავადის ყველაზე უფრო დიდი ქალაქი და ფაქტობრივი დედაქალაქი — მისი ხელისუფლების და აზავადის განთავისუფლების ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობის ადგილსამყოფელი.

ძველად გაო იყო შუა საუკუნეების პერიოდის სონგაის იმპერიის დედაქალაქი. თითქმის დღევანდელ დღემდე ქალაქი იყო ტრანსსაჰარული ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი.

ქალაქი მდებარეობს მალის აღმოსავლეთში (აზავადის სამხრეთ-აღმოსავლეთი), მდინარე ნიგერის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 226 მეტრ სიმაღლეზე. გაო მდებარეობს 320 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ტომბუქტუდან, 103 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში ქალაქ ანსონგოდან და 204 კმ-ში ნიგერის სახელმწიფო საზღვრიდან.

ქალაქი ასფალტირებული ავტოგზით დაკავშირებულია ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოსთან; ამ ავტოგზის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1200 კმ-ს. 2006 წელს გაოში მდინარე ნიგერზე აშენდა ხიდი, რომელმაც შეცვალა საბორნე გადასასვლელი.[1] ხიდის მშენებლობა განახორციელა ჩინურმა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ, ხოლო დააფინანსა განვითარების ისლამურმა ბანკმა და მალის ხელისუფლებამ. მდინარე ნიგერზე ფუნქციონირებს სეზონური საბორნე გადასასვლელი. საბორნე გადაზიდვებს კულიკოროსა და გაოს შორის (1380 კმ) ახორციელებს კომპანიაCompagnie Malienne de Navigation და როგორც წესი მოქმედებს ივლისის ბოლოდან ნოემბრამდე, როდესაც მდინარეში არსებული წყლის დონე გემების ნაოსნობის საშუალებას იძლევა.[2]

კლიმატი გაოში ცხელი და მშრალია. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს +27 °C-ს. წლის ყველაზე უფრო ცივი თვეა — იანვარი (საშუალოდ +22 °C), ყველაზე უფრო ცხელი — მაისი (საშუალოდ +37 °C). წელიწადში აქ მოდის მხოლოდ 270 მმ ნალექი, თანაც ამ რაოდენობიდან 100 მმ-ზე მეტი — აგვისტოში. წელიწადში 5 თვის განმავლობაში წვიმა საერთოდ არ მოდის.

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 49 483 ადამიანს[3].

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1998 2013
34 703 49 483

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასკიას საფლავი

ქალაქ გაოში მდებარეობს სონგაის იმპერიის დამაარსებლის ასკიას საფლავის განთქმული «პირამიდა», რომელიც ქალაქის ორ შუა საუკუნეების მეჩეთთან და ადგილობრივ ძველ სასაფლაოსთან ერთად მიეკუთვნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს.[4] გაოს მეორე ღირსშესანიშნაობაა მდინარე ნიგერის მარჯვენა სანაპიროზე ვერტიკალურად დაკიდული წითელი დიუნების წინაღობები.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Chabasseur, Eglantine. (12 November 2006) Le pont de Gao, "un rêve devenu réalité" French. Radio France internationale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 10 December 2010.
  2. Coulibaly, Baye. (7 April 2010) Comanav: Les bateau de la discord French. L'Essor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 20 December 2010.
  3. Gao. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-04.
  4. World Heritage List. Tomb of Askia
  5. Comité de Jumelage Thionville-Gao Kenieba Konko დაარქივებული 2018-11-22 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
  6. City of Berkeley Sister Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-05. ციტირების თარიღი: 2017-08-28.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გაო&oldid=4610206“-დან