იგორ გუზენკო
იგორ გუზენკო (რუს. Игорь Гузенко; დ. 13 იანვარი, 1919, სოფ. როგაჩევო[1], მოსკოვის გუბერნია — გ. 8 ივნისი 1982, მისისოგა, კანადა) — პოლიტიკური მოტივით საზღვარგარეთ გაქცეული, კანადაში სსრკ-ის საელჩოს შიფრირების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, კრიპტოგრაფი. კანადის მხარეს გადასცა სსრკ-ის აგენტურის შიფრები და კოდები.
კანადაში მეუღლესთან ერთად ჩავიდა 1943 წლის ზაფხულში. 1945 წლის 5 სექტემბერს 26 წლის მოხელე გადავიდა კანადის მხარეს. გადასვლის დეტალები აქამდე უცნობია. საბჭოთა საელჩოდან აიღო 109 საიდუმლო დოკუმენტი, გამოვიდა საელჩოდან და გადასცა კანადის პოლიციის ერთ-ერთ კომისარს, რომელმაც იგი გადასცა კანადის მთავრობას. გადაცემული დოკუმენტები წარმოადგენდა სსრკ-ის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკის ნიკოლაი ზაბოტინის მიმოწერას უცხოელ აგენტებთან. აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროებამ გამოიწვია ათი აგენტის დაპატიმრება, რომლებიც მუშაობდნენ დასავლეთში აშშ-ის ატომური იარაღის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე. ამის გამო დააპატიმრეს ასევე კანადაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს არქივარიუსის მოადგილე კაი უილშერი („ელსი“).
იგორ გუზენკო გაქცევის შემდეგ დასახლდა ტორონტოში. გარდაიცვალა 1982 წელს. მისი რვა შვილი და 16 შვილიშვილი ცხოვრობს კანადაში და აშშ-ში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მემუარული წიგნი.
გუზენკოს გაქცევის ამბავი საფუძვლად დაედო ორ ამერიკულ ფილმს: „რკინის ფარდა“ (1948) და „ოპერაცია ძიება“ (1954).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Белецкая Л.. (2004-04-15) Канада отдала дань перебежчику Гузенко. Русская служба Би-би-си. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Лурье В. М., Кочик В. Я. ГРУ: дела и люди. ИД «Нева» : ОЛМА-ПРЕСС, 2002.