[go: up one dir, main page]

ბუდაპეშტი (უნგრ. Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. მოსახლეობის მიხედვით ის ევროკავშირის სიდიდით მეცხრე ქალაქია,[6][7][8] სადაც 525კმ² ფართობის ტერიტორიაზე 1 752 286 ადამიანი ცხოვრობს.[9] ბუდაპეშტი, რომელიც ერთოდროულად ქალაქიცაა და მედიეც, ქმნის ბუდაპეშტის აგლომერაციის ცენტრს. აგლომერაციის ფართობი 7626კმ²-ია და მისი მოსახლეობა 3 303 786 კაცს შეადგენს, რაც მთელი უნგრეთის მოსახლეობის 33%-ია.[10][11]

ქალაქი
ბუდაპეშტი
უნგრ. Budapest

ზემოდან, მარცხნიდან მარჯვნივ: მდინარე დუნაი და უკანა ფონზე მატიაშის ეკლესია, ბუდას ციხესიმაგრე გელერტის მთიდან, უნგრეთის პარლამენტი, გმირთა მოედანი, წმინდა იშტვანის ბაზილიკა
დროშა გერბი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა I რაიონი, II რაიონი, III რაიონი, IV რაიონი, V რაიონი, VI რაიონი, VII რაიონი, VIII რაიონი, IX რაიონი, X რაიონი, XI რაიონი, XII რაიონი, XIII რაიონი, XIV რაიონი, XV რაიონი, XVI რაიონი, XVII რაიონი, XVIII რაიონი, XIX რაიონი, XX რაიონი, XXI რაიონი, XXII რაიონი და XXIII რაიონი
კოორდინატები 47°29′54″ ჩ. გ. 19°02′27″ ა. გ. / 47.49833° ჩ. გ. 19.04083° ა. გ. / 47.49833; 19.04083
ქალაქის მერი გერგეი კარაჩონი[1] [2] [3]
დაარსდა 17 ნოემბერი, 1873
ფართობი 525,14 კმ²
ცენტრის სიმაღლე 117 მეტრი
ოფიციალური ენა უნგრული ენა
მოსახლეობა 1 686 222 (1 იანვარი, 2024)[4]
სიმჭიდროვე 3347,02 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 1
საფოსტო ინდექსი 1011–1239[5]
ოფიციალური საიტი budapest.hu
ბუდაპეშტი — უნგრეთი
ბუდაპეშტი

ბუდაპეშტის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ადრეული კელტური დასახლება რომაულ ქალაქ აკვინკუმად გარდაიქმნა[12][13] და ქვემო პანონიის დედაქალაქი გახდა.[12] უნგრელები ამ ადგილზე IX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ,[14] მაგრამ 1241–42 წლებში ტერიტორია მონღოლების შემოსევის დროს გაიძარცვა და განადგურდა.[15] აღდგენილი ბუდა XV საუკუნისთვის რენესანსული ჰუმანიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა.[16][17][18] 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლას ოსმალების თითქმის 150 წლიანი მმართველობა მოჰყვა.[19] 1686 წელს ბუდას გათავისუფლების შემდეგ, რეგიონი განვითარების ახალ ეპოქაში შევიდა და პეშტ-ბუდა გლობალური ქალაქი გახდა, ხოლო 1873 წლის 17 ნოემბერს ბუდას, ობუდასა და პეშტის გაერთიანების შემდეგ ახალ დედაქალაქს „ბუდაპეშტი“ ეწოდა.[9][20] ბუდაპეშტი, ასევე, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის თანადედაქალაქი გახდა,[21] რომელიც 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა. ქალაქი იყო 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის, 1945 წლის ბუდაპეშტის ბრძოლისა და 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ეპიცენტრი.[22][23]

ბუდაპეშტი არის ბეტა + გლობალური ქალაქი რომელსაც აქვს ძლიერი კომერცია, ფინანსები, მედია, ხელოვნება, მოდა, კვლევები, ტექნოლოგიები, განათლება და გართობა.[24][25] უნგრეთის ფინანსური ცენტრი,[26] 2014 წელს ევროპის რიგით მეორე სწრაფად განვითარებად ურბანულ ეკონომიკად დასახელდა.[27] ბუდაპეშტში მდებარეობს ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის[28], ევროკავშირის პოლიციის კოლეჯისა[29] და ჩინეთის საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოს პირველი საგარეო ოფისის შტაბ-ბინები.[30] ბუდაპეშტში წარმოდგენილია 40-ზე მეტი კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, ზემელვაისის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.[31][32] 1896 წელს გახსნილი[33] ბუდაპეშტის მეტროთი ყოველდღიურად 1,27 მილიონი ადამიანი, ხოლო ბუდაპეშტის ტრამვაის მომსახურებით კი 1,08 მილიონი ადამიანი სარგებლობს.[34]

ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონი, მდინარე დუნაის გასწვრივ, გამოცხადებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად და წარმოდგენილია კლასიკური არქიტექტურის რამდენიმე ცნობილი ძეგლით, მათ შორისაა უნგრეთის პარლამენტი და ბუდას ციხესიმაგრე.[35] ქალაქს ასევე აქვს 80-მდე გეოთერმული წყარო,[36] თერმული წყლის გამოქვაბულების უდიდესი სისტემა,[37] სიდიდით მეორე სინაგოგა და სიდიდით მესამე პარლამენტის შენობა მსოფლიოში.[38] ბუდაპეშტი ყოველწლიურად 12 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.[39] ის ასევე Big7Media-ს „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მიმართულებების“ სიის სათავეშიც მოექცა.[40] კომპანია Which?-ის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში ბუდაპეშტმა მესამე ადგილი დაიკავა.[41]

გეოგრაფია

რედაქტირება
ჰავის მონაცემები — Budapest, 1991–2020, (extremes 1870-present)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 18.1 20.6 26.1 32.0 34.0 39.5 40.7 40.0 37.6 30.8 23.4 19.3 40.7
საშუალო მაღალი °C 3.0 5.8 11.3 17.9 22.6 26.2 28.1 28.0 22.5 16.4 9.4 3.5 16.2
საშუალო დღიური °C 0.0 2.0 6.6 12.4 16.9 20.7 22.5 22.3 16.9 11.3 5.9 0.8 11.5
საშუალო დაბალი °C −2.5 −1.3 2.3 7.1 11.6 15.2 16.7 16.6 12.2 7.2 3.1 −1.4 7.2
რეკორდულად დაბალი °C −27.1 −25.0 −15.5 −7.2 −3.3 0.5 4.0 5.0 −3.1 −9.5 −16.4 −22.0 −27.1
საშუალო ნალექი (მმ) 31 33 32 36 67 66 75 61 52 45 48 40 586
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 6 6 5.7 5.7 8 6.6 6.4 5.6 5.6 6.7 7.1 6.8 76.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 79 74 66 59 61 61 59 61 67 72 78 80 68
ცვრის წერტილის საშუალო °C −3.9 −2.3 0.0 3.4 8.3 11.4 12.4 12.4 10.2 6.2 1.9 −1.8 4.9
საშუალო თვიური მზიანი საათები 53.8 83.4 133.4 179.5 233.8 250.6 279.4 253.8 195.7 150.7 65.1 49.2 1 928,4
საშუალო UV ინდექსი 2 3 3 5 5 6 6 6 4 3 2 2 4
წყარო 1: Hungarian Meteorological Service(temperature-precipitation) [42][43] (extremes)[44]
წყარო 2: NCEI(precipitation days[45])(humidity, dew point and sun 1961-1990 [46])

Weather Atlas (UV)[47]

  1. Hongrie : l'écologiste Gergely Karacsony remporte Budapest, défaite pour Viktor OrbanLCI, 2019.
  2. M.-L. W. Hongrie : le parti d'Orban battu aux municipales à BudapestLe Parisien, 2019.
  3. Blow for Hungary PM Orbán as opposition wins Budapest mayoral raceThe Guardian, 2019.
  4. Magyarország helységnévtára, Detailed Gazetteer of HungaryKSH, 2024.
  5. http://www.budabox.hu/irsz.xls — 2001.
  6. Bachmann, Helena (18 March 2002). „Beauty and the Feast“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
  7. Taşan-Kok, Tuna (2004). Budapest, Istanbul and Warsaw: Institutional and spatial change. Eburon Uitgeverij, გვ. 41. ISBN 978-90-5972-041-1. 
  8. Meer, Dr Jan van der; Carvalho, Dr Luis; Berg, Professor Leo van den (28 May 2014) Cities as Engines of Sustainable Competitiveness: European Urban Policy in Practice. Ashgate Publishing, Ltd.. ISBN 978-1-4724-2704-5. 
  9. 9.0 9.1 Török, András. „Budapest“. Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2009. ციტირების თარიღი: 6 April 2008. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  10. About Budapest Transport Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021. About Budapest Transport Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021.
  11. telep lista. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021. telep lista. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021.
  12. 12.0 12.1 „Aquincum“. Encyclopædia Britannica. 2008.
  13. Sugar, Peter F. (1990). „Hungary before the Hungarian Conquest“, A History of Hungary. Indiana University Press, გვ. 3. ISBN 0-253-20867-X. 
  14. Budapest. Travel Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021.
  15. Chisholm, Hugh, ed. (1911). „Budapest“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 4 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 734–737.
  16. Drake, Miriam A. (2003). „Eastern Europe, England and Spain“. Encyclopedia of Library and Information Science. CRC Press. p. 2498. ISBN 0-8247-2080-6. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
  17. Casmir, Fred L. (1995). „Hungarian culture in communication“, Communication in Eastern Europe: The Role of History, Culture, and media in contemporary conflicts. Lawrence Erlbaum Associates, გვ. 122. ISBN 0-8058-1625-9. [მუდმივი მკვდარი ბმული]
  18. Nagy, Balázs; Rady, Martyn; Szende, Katalin; Vadas, András (2016) Medieval Buda in Context. Leiden, Boston: Brill. ISBN 9789004307674. OCLC 1030542604. 
  19. Molnar, A Concise History of Hungary, Chronology pp. 15
  20. Molnar, A Concise History of Hungary, Chronology pp. 15.
  21. Alexander Watson, Ring of Steel: Germany and Austria-Hungary at War, 1914–1918 (2014). pp 536–40.: In the capital cities of Vienna and Budapest, the leftist and liberal movements and opposition parties strengthened and supported the separatism of ethnic minorities.
  22. UN General Assembly Special Committee on the Problem of Hungary (1957) Chapter II.C, para 58 (p. 20). (1.47 MB)
  23. John Lukacs (1994). Budapest 1900: A Historical Portrait of a City and Its Culture. Grove Press, გვ. 222. ISBN 978-0-8021-3250-5. 
  24. Hungary: Emerging Economic Power In Central And Eastern Europe. Thomas White International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  25. The World According to GaWC 2020. Globalization and World Cities. ციტირების თარიღი: 31 August 2020
  26. The Global Financial Centres Index 21. Long Finance (March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  27. Budapest Europe's Second Fastest-Developing Urban Economy, Study Reveals – The study examines the development of the world's 300 largest urban economies, ranking them according to the pace of development.. Brookings Institution (23 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 8 March 2016
  28. „EU nations pick Budapest for technology institute“. The Sydney Morning Herald. 18 June 2008. ციტირების თარიღი: 4 December 2014.
  29. European Union Document Nos. 2013/0812 (COD), ENFOPOL 395 CODEC 2773 PARLNAT 307
  30. Budapesten nyílik az első kínai befektetési támaszpont külföldön hu. Heti Világgazdaság. ციტირების თარიღი: 26 May 2018
  31. Academic Ranking of World Universities 2015. ShanghaiRanking Consultancy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  32. CWUR 2015 – World University Rankings. Center for World University Rankings. ციტირების თარიღი: 25 July 2015
  33. Electric Railway Society (2003). https://books.google.com/books?id=9DdeAAAAIAAJ&redir_esc=y. Doppler Press. p. 61. Retrieved 29 August 2012.
  34. Mátyás Jangel. (September 2010) Közszolgáltatási szerződés, utasjogok, a szolgáltatástervezés és ellenőrzés folyamata a kötöttpályás helyi- és elővárosi közforgalmú közlekedésben hu (pdf) გვ. 10 (and 3). BKV Zrt. Közlekedési Igazgatóság [Directorate of Public Office. Transport]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021. Metro usage per day – Line 1: 120,000; Line 2: 405,000; Line 3: 630,000. (Line 4 began operations in 2014, with a 110,000 ridership estimated by Centre for Budapest Transport (BKK) based on the latest year.)
  35. World Heritage Committee Inscribes 9 New Sites on the World Heritage List. Unesco World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 31 January 2008
  36. Hungary's, Budapest's and Balaton's Guide: Budapest's spas: Gellért, Király, Rác, Ru..'l'; l;lldas, Széchenyi, Lukács. Guideviaggi.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
  37. Big underground thermal lake unveiled in Budapest, Hungary. Tvnz.co.nz (19 November 2008). ციტირების თარიღი: 7 July 2009
  38. The Parliament of Hungary is the world's third largest Parliament building. visitbudapest.travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 25 June 2017
  39. Euromonitor International's top city destinations ranking. Euromonitor. ციტირების თარიღი: 17 October 2019
  40. Thorn, Elizabeth. (30 September 2019) The 7 Hottest European Destinations For 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 24 October 2019
  41. Best City Breaks in Europe. ციტირების თარიღი: 24 October 2019
  42. Budapest éghajlati jellemzői Hungarian. Hungarian Meteorological Service. ციტირების თარიღი: 25 April 2024
  43. Havi adatok - Adatok - met.hu (13 February 2022).
  44. Temperature extremes - Budapest Hungarian. Hungarian meteorological service. ციტირების თარიღი: 25 April 2024
  45. World Meteorological Organization Climate Normals for 1991-2020: Budapest-Belterulet (CSV). National Oceanic and Atmosoheric Administration. ციტირების თარიღი: 25 April 2024
  46. World Meteorological Organization Climate Normals for 1961-1990: Budapest-KMI (TXT). National Oceanic and Atmosoheric Administration. ციტირების თარიღი: 25 April 2024
  47. Budapest, Hungary – Detailed climate information and monthly weather forecast. Yu Media Group. ციტირების თარიღი: 3 July 2019
იუნესკოს დროშა  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 400
ინგლ.რუს.ფრ.