The Prodigy
The Prodigy | |
---|---|
The Prodigy-ს კონცერტზე 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბრეინტრი, ესექსი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | EDM, ბიგ-ბიტი, ბრეიკბიტი, ინდუსტრიული მუსიკა, ელექტრონული როკი, ალტერნატიული საცეკვაო მუსიკა, ჰარდკორ-ტექნო, ოლდსკულ-ჯანგლი, ბრეიკბიტ-ჰარდკორი, რეივი |
აქტიური | 1990 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Take Me to the Hospital, Ragged Flag, Cooking Vinyl, XL, Beggars Banquet, Mute, Maverick, Warner Bros., Elektra, Shock, Disco Mix Club (DMC) |
წევრები |
ლიამ ჰაულეტი კით ფლინტი მაქსიმ რიალიტი |
ყოფილი წევრები |
ლიროი თორნჰილი შარკი |
საიტი | www.theprodigy.com |
The Prodigy ვიკისაწყობში |
The Prodigy — ინგლისური ელექტრონული ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლიამ ჰაულეტის მიერ 1990 წელს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (კლავიშისტი, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (დასარტყმელი საკრავები), რობ ჰოლიდეი (წამყვანი გიტარა) და მაქსიმი (MC, ვოკალისტი). ლიროი თორნჰილი (მოცეკვავე, კლავიშისტი) ჯგუფში 1990-2000 წლებში მონაწილეობდა, ისევე, როგორც ქალი-მოცეკვავე შარკი, რომელმაც ჯგუფი ადრეულ პერიოდში დატოვა.
ისევე, როგორც The Chemical Brothers, Fatboy Slim და სხვები, The Prodigy ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან და 2000-იან წლებში მეინსტრიმულ წარმატებას მიაღწია.[1] მსოფლიოში გაყიდულია მისი 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი.[2] კარიერის განმავლობაში ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის - ორი Brit საუკეთესო საცეკვაო შემსრულებლისთვის (ორჯერ), MTV-ის მუსიკალური ვიდეოების სამი ჯილდო, ორი Kerrang!, ხუთი MTV ევროპის მუსიკალური ჯილდო. იგი აგრეთვე ორჯერ იქნა ნომინირებული გრემის ჯილდოზე.[3][4]
ჯგუფის მუსიკალური განვითარება დაიწყო რეივის, ჰარდკორ-ტექნოს, ელექტრონული ინდუსტრიული მუსიკის, ჯანგლის და ბრეიკბიტის აღრევით, რასაც მოგვიანებით ელექტრონული როკი და პანკური ვოკალური ელემენტები დაემატა. The Prodigy პირველად ანდერგრაუნდულ რეივ-სცენაზე 1990-იანების დასაწყისში გამოჩნდა და იმ დროიდან მოყოლებული, მიაღწია წარმატებას და მსოფლიო აღიარებას. მათ აგრეთვე უწოდებდნენ „ალტერნატიული მასების მთავარ საცეკვაო შემსრულებლებს“, ისევე, როგორც „რეივის ნათლიებს“.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Experience
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფის კარიერა დაიწყო 10 კომპოზიციისგან შემდგარი დემო-ჩანაწერი, რომელიც ლიამმა შეადგინა. ლეიბლი XL Recordings დაინტერესდა ამ დემოთი და 1991 წლის თებერვალში გამოსცა "What Evil Lurks"-ის 12" სინგლი.
ჯგუფის პირველი გამოსვლა (კით ფლინტთან და ლიროი თორნჰილთან ერთად) შედგა ლონდონში. "Charly", შემდეგი სინგლი, გამოიცა რამდენიმე თვის შემდეგ და მაშინდელ რეივ-სცენაზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ასეთივე წარმატება ჰქონდა ენერგიულ სინგლს "Everybody in the Place".
შუალედში, "Charly"-ს წარმატებას მოჰყვა პირველი სტუდიური დისკი Experience, რომელიც ლონდონის რეივ-სცენაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მაგრამ ჯგუფმა მხოლოდ რეივის განხრა არ იკმარა, ამიტომ დისკის გამოცემისა და კონცერტების შემდეგ საკუთარი გზა აირჩია. 1993 წელს ჰაულეტმა ანონიმურად გამოსცა დამოუკიდებელი დისკი "Earthbound I", რომლითაც მაშინდელი ანდერგრაუნდი ფრიად დაინტერესებული იყო.
Music for the Jilted Generation
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე სტუდიური დისკი Music for the Jilted Generation. იგი წარმატებით მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 ადგილზე. The Prodigy-ს მუსიკამ შეითავსა მძიმე ტექნოსა და ბრეიქ-ბითის ელემენტები. საკმაოდ ორიგინალური იყო ალბომში ნარკოტიკული სუიტის მოხვედრა (რამდენიმე კომპოზიციისგან შემდგარი ელექტრონული ნომრების) და უფრო როკ-ელემენტებით სავსე კომპოზიციების - მაგალითად, "Their Law".
დისკის წარმატების შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო შემადგენლობა გააფართოვა გიტარის ჯიმი დევიდის მონაწილეობით. ამასთან, კით ფლინტის ახალი სასცენო იმიჯით კოლექტივმა ახალგაზრდობის მეტი ყურადღება მიიპყრო. 1996 წელს უკვე მზად იყო ახალი სინგლი, "Firestarter". მაგრამ უფრო მნიშვნელოვან წარმატებას ადგილი შემდეგ წელს ჰქონდა.
The Fat of the Land
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Fat of the Land (1997) იქცა თავისი დროის სავიზიტო ბარათად. მუსიკალურ სცენაზე გამეფებული ელექტრონული ტენდენციების გააქტიურებით The Prodigy-მ გაამარტივა სემპლინგი, გამოიყენა პანკის მსგავსი ვოკალური ელემენტები (კით ფლინტის შესრულებით) და შექმნა ნებისმიერი დისკოთეკისა თუ დიჯეისათვის აუცილებელი ალბომი.
The Prodigy-მ როკ-სადგურებზეც შეაღწია - მომაჯადოვებელი "Smack My Bitch Up"-ით. ამ ნომრისათვის ასევე შეიქმნა უცენზურო ვიდეოც, რომელიც MTV-ზე მხოლოდ ღამის ეთერში გადიოდა. ამასთან, თავად კომპოზიციის ტექსტის გამო, ბევრ სკანდალს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე მაღაზიამ უარი განაცხადა ალბომის გაყიდვაზე, თუმცა გრამფირფიტა შემდეგი 20 კვირის განმავლობაში კვლავ იდო მათ თაროებზე. მთლიანობაში ჯგუფმა გაყიდა ალბომის 150.000 ასლი.
1999 წელს ჯგუფმა შეისვება, ხოლო ჰაულეტმა გამოსცა მიქსების საკუთარი დისკი, Dirtchamber Sessions Volume 1.
2002 წელს გამოჩნდა ჯგუფის ახალი სინგლი, "Baby's Got a Temper", კვლავ ჯიმი დეივისის გიტარის თანხლებით. ნომერში კვლავ იქნა გამოყენებული გამაღიზიანებელი ლირიკა, რომელმაც გამოიწვია სკანდალები, მაგრამ ჟურნალმა Q იმავე წელს კოლექტივი დაასახელა სიაში "50 ჯგუფი, რომელიც სიკვდილამდე უნდა იხილოთ".
Always Outnumbered, Never Outgunned
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Prodigy-ს მეოთხე სტუდიური დისკი, Always Outnumbered, Never Outgunned გამოვიდა 2004 წლის 23 აგვისტოს (ბრიტანეთი) და 13 სექტემბერს (აშშ). "Girls" დიდი წარმატებით სარგებლობდა.
2005 წელს გამოიცა კრებული Their Law: The Singles 1990-2005, ცნობილი სინგლის Voodoo People ახალი ვერსიით.
მოგვიანებით ასევე გამოდიოდა ჯგუფის პირველი ორი ალბომის სპეციალური გამოცემები, დამატებითი დისკების თანხლებით.
Invaders Must Die
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის პირად ლეიბლზე, Take Me to the Hospital გამოიცა მეხუთე სტუდიური ალბომი Invaders Must Die
ალბომში მოწვეულ სტუმრებს შორის არის დეივ გროლი. წარმატება ასევე იქონია სინგლების "Omen" და "Invaders Must Die" გამოცემამ.
ალბომი გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს. სინგლი "Omen" მოხვდა კანადური სინგლების #1 ადგილზე, გამოსვლის პირველივე კვირაში.
ევროპულ გამოცემაში შეტანილი იქნა როგორც კომპაქტ დისკი, ასევე DVD დისკი დამატებითი მასალით.
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამინდელი წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიამ ჰაულეტი – კლავიშები, პროგრამირება, კომპოზიციების ავტორობა (1990 – დღემდე)
- კით ფლინტი – მოცეკვავე, ვოკალისტი (1990 – დღემდე)
- მაქსიმი – რეპი, ვოკალი (1990 – დღემდე)
ყოფილი წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიროი თორნჰილი – მოცეკვავე, კლავიშები (1990 – 2000)
- შარკი – მოცეკვავე, კლავიშები (1990)
საკონცერტო გამოსვლებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეო კრებტრი – დასარტყმელი საკრავები (2008 - დღემდე)
- რობ ჰოლიდეი – გიტარისტი კონცერტებზე (2005 – 2006, 2008 - დღემდე)
ყოფილი საკონცერტო წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კირონ კიპერი - დასარტყმელი საკრავები, გიტარა (2007)
- "The Rev" – გიტარა (2007)
- "სნელი" – დასარტყმელი საკრავები (ივლისი 2007)
- ბრაიან ფერბერნი – დასარტყმელი საკრავები (2007)
- ჯიმ დეივისი – გიტარა (ასევე სტუდიურ ჩანაწერებზე) (1995 – 1996, 2002 – 2004)
- ალი მაკინესი - გიტარა (2001, 2002)
- გიზ ბატი - გიტარა (1996 – 1999)
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- Experience (1992)
- Music for the Jilted Generation (1994)
- The Fat of the Land (1997)
- Always Outnumbered, Never Outgunned (2004)
- Invaders Must Die (2009)
- The Day Is My Enemy (2015)
- No Tourists (2018)
- საკონცერტო ალბომები
- World's on Fire (2011)
- კომპილაციები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- theprodigy.com − ოფიციალური საიტი
- The Prodigy AllMusic-ზე
- The Prodigy კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- The Prodigy Twitter-ზე
- The Prodigy Facebook-ზე
- The Prodigy საიტზე MySpace
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Big Beat. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 30 September 2011.
- ↑ The Prodigy: Electronic Punks 1988–1994 [Paperback]. Amazon.com. ციტირების თარიღი: 30 September 2011.
- ↑ The Brit Awards: Prodigy დაარქივებული 2012-02-01 საიტზე Wayback Machine. Brits.co.uk. Retrieved 12 February 2012
- ↑ The Prodigy Rock on The Net. Retrieved 12 February 2012
- ↑ John Bush. Music for the Jilted Generation - The Prodigy. Allmusic. ციტირების თარიღი: 8 October 2011.
|