RMS Aquitania
სახელი: | RMS Aquitania |
მფლობელი: |
1914–1934: Cunard Line 1934–1948: Cunard White Star Line 1948–1950: Cunard Line |
პორტი: | ლივერპული, გაერთიანებული სამეფო |
მარშრუტი: |
საუთჰემპტონი — ნიუ-იორკი (1914) (1920–1939) (1945–1948) საუთჰემპტონი — ჰალიფაქსი |
მშენებელი: | John Brown & Company |
ჩაეშვა: | 21 აპრილი, 1913 |
მოინათლა: | 21 აპრილი, 1913 |
პირველი გაცურვა: | 30 მაისი, 1914 |
არააქტიური: | 1950 წლიდან |
„აკვიტანია“ (ინგლ. RMS Aquitania) — ბრიტანული სამგზავრო ლაინერი, კომპანია „Cunard Line“-ის საკუთრება. მისი პროექტი შემუშავდა „მავრიტანიის“ პროექტის საფუძველზე, თუმცა „აკვიტანია“ მასზე დიდი, ნელი და მდიდრული იყო. ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ოთხსაკვამურიან სამგზავრო ლაინერად.
„აკვიტანია“ ერთადერთი სამგზავრო ლაინერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ორივე მსოფლიო ომში. გამოიყენებოდა როგორც საზღვაო ჰოსპიტალი და მებრძოლთა ტრანსპორტი.
„აკვიტანიის“ გეგმა შექმნა ლეონარდ პესკეტმა. გემი ააგო John Brown & Company-მა შოტლანდიის ქალაქ კლაივლანდში. წყალში ჩაეშვა 1913 წლის 21 აპრილს.[1] პირველი მოგზაურობა თავის ძირითად მარშრუტზე დაიწყო 1914 წლის 30 მაისს. „აკვიტანია“ Cunard Line -ის დიდი ტრიოს მესამე გემს წარმოადგენდა RMS Mauretania-ისა და RMS Lusitania-ის შემდეგ, და იყო უკანასკნელი მოღწეული ოთხსაკვამურიანი ლაინერი.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: RMS Aquitania
- Aquitania Home at "Atlantic Liners.com"
- Aquitania. Chris' Cunard Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 April 2010. ციტირების თარიღი: 16 February 2010.
- A First-Hand Account of a Second World War Voyage on the Aquitania (PDF Download)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 'Aquitania (1914 – 1950 ; 45,674 tons ; Served in two World Wars). chriscunard.com (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 11 Jan 2009.
- ↑ The 4 funnel liners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 იანვარი 2019.