მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Quadrophenia — ინგლისური როკ-ჯგუფ The Who-ს მეექვსე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1973 წელს. შედგება ორი ფირფიტისგან და წარმოადგენს ჯგუფის რიგით მეორე როკ-ოპერას. ალბომის კონცეფცია მსმენელს მოუთხრობს ლონდონისა და ბრაიტონის ახალგაზრდობის ცხოვრების 1964-1965 წლების მოვლენებს, კერძოდ - სოციალურ, მუსიკალურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებზე. ალბომის მიხედვით რეჟისორმა ფრენკ როდემმა გადაიღო ფილმი „კვადროფენია“ (1979).
- I Am the Sea/The Real Me – ოპერა იწყება ჯიმი კუპერის პერსონაჟის წარდგენით. იგი ეწვევა ფსიქიატრს, დედას და ადგილობრივ მღვდელს. მსმენელი ამ სიმღერიდან შეიტყობს, რომ კუპერი ფსიქიკურად მყარი არ არის - მასში ოთხი სხვადასხვა პიროვნება იმალება.
- Quadrophenia/Cut My Hair – ჯიმი იხსენებს მშობლებთან კამათს, რაც დასრულდა მის მიერ სახლის დატოვებით. ახალ ამბებში ამ დროს ჟღერს ინფორმაცია ბრაიტონში მოდების და როკერების მიერ შეჯახებებზე - ამ მოვლენებში ჯიმი წინა კვირაში თავად მონაწილეობდა.
- The Punk and the Godfather – ჯიმი ესწრება როკ-კონცერტს (სავარაუდოდ, The Who-ს გამოსვლას). იგი იხდის ბილეთის ფულს და გადაწყვიტავს ჯგუფთან სცენის მიღმა შეხვედრას. მაგრამ ჯგუფის წევრები მას უხეშად შეხვდებიან. იგი მიხვდება, რომ როკ-ენ-როლში სინამდვილეში არაფერი ხდება და ეს მისი ცხოვრების მორიგი ეტაპია, რომელზეც უსიამოვნება შეემთხვა.
- I'm One – ჯიმი ჩივის თავის უბედურ ცხოვრებაზე, მაგრამ თავს იმშვიდებს იმით, რომ მოდებს შორის არის.
- The Dirty Jobs – ჯიმი თავისუფლდება თავისი წინა რელიგიური შეხედულებებისგან და იწყებს მენაგვედ მუშაობას. მაგრამ მას მემარცხენე პოზიცია აქვს, რაც არ მოსწონს მის თანამშრომლებს. ამიტომ იგი სამუშაოს მალევე ტოვებს.
- Helpless Dancer/Is It in My Head? – აქ მსმენელი უფრო ნათლად ხედავს ჯიმის აგრესიის წყაროს - იგი იქცევა ’მაგარ ბიჭად’ (თავის ერთ-ერთ ალტერ-ეგოდ). მისი გულგატეხილობა არსებული სამყაროს გამო უფრო მისთვის მეტი აგრესიის წყაროდ იქცევა. მსმენელი ხედავს, რომ იგი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ღელავს საკუთარ თავში სხვა პიროვნების გამო და იმაზე, რომ მისი გარეგნობა პესიმიზმმა მოიცვა.
- I've Had Enough – ჯიმი საბოლოოდ ნებდება - იგი ხედავს შეყვარებულს სხვა მეგობართან. სასოწარკვეთილ-დამანგრეველ მდგომარეობაში იგი ამტრევს თავის სკუტერს და გადაწყვიტავს ბრაიტონში წასვლას, სადაც ერთი კვირით ადრე მეგობრებთან ერთად როკერებს დასდევდა.
- 5.15 – ამ სიმღერაში აღწერილია ჯიმის მოგზაურობა ბრაიტონში, მატარებლით. ორ ქალაქს შორის მოქცეული და ამფეტამინით გაბრუებული, იგი აანალიზებს საკუთარ ცხოვრებას და ფიქრებში ბევრ სირთულეს წააწყდება.
- Sea and Sand/Drowned – ბრაიტონში ჯიმის განწყობა ამაღლებულია. იგი საუბრობს სახლში მომხდარ კამათზე და სარკაზმით განიხილავს ყოფილ შეყვარებულს. მოდების სცენა უკვე წარმავალია და მას მხოლოდ ის დარჩენია, რომ გაიხსენოს მათი ბრაიტონში პირველად გამოჩენის პერიოდი - სულ სამი კვირის წინ. მაგრამ ის უკვე წარსულში ცხოვრობს. სწორედ აქ შეეცდება იგი თავის მოკვლას.
- Bell Boy – ჯიმი გაიცნობს ეის ფეისს. იგი მუშაობს იმავე სასტუმროში, რომელიც მოდებმა დაანგრიეს. მას ჯიმი ეცოდება, მაგრამ ამავე დროს, ზიზღითაც უყურებს. მათ შორის კამათი იწყება. ჯიმი მიხვდება, რომ იგი მოდების ცხოვრების სტილმაც კი უარყო.
- Doctor Jimmy – ჯიმი იწყებს საკუთარი თავის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებით განადგურებას. იგი საბოლოოდ ისეთ ეტაპამდე მიდის, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია. ამ მომენტიდან ის ცდილობს საკუთარ თავში ჩახედვას. ისტორიის ამ ნაწილში ნაჩვენებია მასში დამალული მთვარეული. მისამღერის ნაწილი Doctor Jimmy and Mr. Jim (დოქტორ ჯიმი და მისტერ ჯიმი) მომდინარეობს ცნობილი ნაწარმოებიდან, დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდი, რომელიც ასევე პიროვნების გაორებას განიხილავს.
- The Rock/Love, Reign O'er Me – ჯიმი იპარავს ნავს და აღმოჩნდება ზღვის შუაგულში. იგი გადმოდის ნაპირზე. ნავი იკარგება. ჯიმი მარტო რჩება, ყველასგან დავიწყებული. იგი შტორმმა მოიცვა. ჯიმს გონება გაუნათდება. იგი ხვდება, რომ ყველა ამ გამოცდის შემდეგ იცის, თუ ვის წარმოადგენს - მხოლოდ საკუთარ თავს.
ყველა სიმღერის ავტორი - პიტ ტაუნსენდი.
ყველა სიმღერის ავტორი — პიტ ტაუნსენდი.
|
|
1. | „I Am the Sea“ | 2:08 |
2. | „The Real Me“ | 3:20 |
3. | „Quadrophenia“ | 6:13 |
4. | „Cut My Hair“ | 3:44 |
5. | „The Punk and the Godfather“ | 5:10 |
|
|
6. | „I'm One“ | 2:37 |
7. | „The Dirty Jobs“ | 4:28 |
8. | „Helpless Dancer“ (Roger's theme) | 2:33 |
9. | „Is It in My Head?“ | 3:43 |
10. | „I've Had Enough“ | 6:14 |
|
|
15. | „Doctor Jimmy (აგრეთვე შეტანილია „Is It Me?“)“ (John's theme) | 8:36 |
16. | „The Rock“ | 6:37 |
17. | „Love, Reign o'er Me“ (Pete's theme) | 5:48 |
2011 წლის 15 ნოემბერს გამოიცა ალბომის სპეციალური ვერსია.[8] იგი წარმოდგენილი იქნა ორმაგი გრამფირფიტის, მინი-დელუქს დიჯი-პაკ გამოცემისა და ციფრული ვერსიის სახით.
|
|
1. | „I Am The Sea“ | 2:08 |
2. | „The Real Me“ | 3:20 |
3. | „Quadrophenia“ | 6:13 |
4. | „Cut My Hair“ | 3:44 |
5. | „The Punk and the Godfather“ | 5:10 |
6. | „I'm One“ | 2:37 |
7. | „The Dirty Jobs“ | 4:28 |
8. | „Helpless Dancer (Roger's theme)“ | 2:33 |
9. | „Is It In My Head?“ | 3:43 |
10. | „I've Had Enough“ | 6:14 |
|
|
1. | „The Real Me“ | დაიწერა და ჩაიწერა 1972 წლის ოქტომბერში | |
2. | „Quadrophenia – Four Overtures“ | 1973 | |
3. | „Cut My Hair“ | ივნისი 1972 | |
4. | „Fill No. 1 – Get Out and Stay Out“ | 12 ნოემბერი 1972 | |
5. | „Quadrophenic – Four Faces“ | ივლისი 1972 | |
6. | „We Close Tonight“ | ივლისი 1972 | |
7. | „You Came Back“ | ივლისი 1972 | |
8. | „Get Inside“ | დაიწერა - აპრილი 1972 | |
9. | „Joker James“ | ივლისი 1972 | |
10. | „Ambition“ (სიმღერა სავარაუდოდ უნდა შეეტანათ Q-Cloud-ში) | დაიწერა 1972 წლის დასაწყისში | |
11. | „Punk“ | 18 ნოემბერი 1972 | |
12. | „I'm One“ | 15 ნოემბერი 1972 | |
13. | „Dirty Jobs“ | 25 ივლისი 1972 | |
14. | „Helpless Dancer“ | 1973 | |
|
|
1. | „Is It In My Head?“ | 30 აპრილი 1972 | |
2. | „Anymore“ | ჩაწერის თარიღად მითითებულია 1971 წლის 10 ნოემბერი, თუმცა ეს სავარაუდოდ შეცდომაა - სწორი თარიღია 1972 წელი | |
3. | „I've Had Enough“ | დაიწერა და ჩაიწერა 1972 წლის 17 დეკემბერს | |
4. | „Fill No. 2“ | 12 ნოემბერი 1972 | |
5. | „Wizardry“ | აგვისტო 1972 | |
6. | „Sea And Sand“ | დაიწერა და ჩაიწერა 1972 წლის 1 ნოემბერს | |
7. | „Drowned“ | მარტი 1970 | |
8. | „Is It Me?“ | 20 მარტი 1973 | |
9. | „Bell Boy“ | 3 მარტი 1973 | |
10. | „Doctor Jimmy“ | 27 ივლისი 1972 | |
11. | „Finale – The Rock“ | 1973 წლის 25 მარტსა და 1 მაისს შორის | |
12. | „Love Reign O'er Me“ | 10 მაისი 1972 | |
|
|
1. | „I Am The Sea“ | |
2. | „The Real Me“ | |
3. | „Quadrophenia“ | |
4. | „I've Had Enough“ | |
5. | „5.15“ | |
6. | „Dr Jimmy“ | |
7. | „The Rock“ | |
8. | „Love Reign O'er Me"“ | |
- The Who
- როჯერ დოლტრი – წამყვანი ვოკალი
- პიტ ტაუნსენდი – გიტარები, ვოკალები, სინთეზატორები, ბანჯო, ხმის ეფექტები, დამატებითი ვოკალი სიმღერებში Cut My Hair, The Punk and the Godfather, I've Had Enough, 5:15 და Sea and Sand, წამყვანი ვოკალი სიმღერაში I'm One, პროდიუსერი, სპეციალური ეფექტები
- ჯონ ენვისლი – ბას გიტარა, საყვირი, ბექ ვოკალი, ვოკალური სოლო სიმღერაში Is It in My Head?
- კით მუნი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, წამყვანი ვოკალი სიმღერაში Bell Boy
- დამატებითი მუსიკოსები
- ჯონ კერლი – ახალი ამბების დიქტორი
- კრის სტენტონი – ფორტეპიანო სიმღერებში The Dirty Jobs, Helpless Dancer, 5:15 და Drowned
- სხვა პერსონალი
- რონ ფოუკუსი – ხმის მიქსი, ხმის ინჟინერი
- როდ ჰუისონი – სპეციალური ეფექტები
- გრემ ჰიუზი – გარეკანის დიზაინი, ფოტოგრაფია
- პიტ კემერონი – აღმასრულებელი პროდიუსერი
- ბობ ლუდვიგი – ხმის მასტერინგი
- რონ ნევისონი – ხმის ინჟინერი, სპეციალური ეფექტები
- ითენ რასელი – ფოტოგრაფია, გაფორმება
- კრის სტემპი – აღმასრულებელი პროდიუსერი
- ალბომი
წელი
|
ჩარტი
|
პოზიცია
|
1973
|
ბილბორდის პოპულარული ალბომები
|
2[9]
|
1973
|
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი
|
2[10]
|
- სინგლები[11]
წელი
|
სინგლი
|
ჩარტი
|
პოზიცია
|
1973
|
Love, Reign O'er Me
|
ბილბორდის პოპულარული სინგლები
|
76
|
1974
|
The Real Me
|
ბილბორდის პოპულარული სინგლები
|
92
|
1973
|
5.15
|
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი
|
20[10]
|
1979
|
5.15
|
ბილბორდის პოპულარული სინგლები
|
45
|
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| ფილმოგრაფია | |
---|
| კონცერტები | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
|