[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Prionopelta

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Prionopelta

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Prionopelta Mayr, 1866
სინონიმები

Prionopelta — მომცრო პრიმიტიული ჭიანჭველათა გვარი Amblyoponinae-ს ქვეოჯახიდან.

გავრცელებულია ახალი და ძველი სამყაროს ტროპიკულ რეგიონებში. აფროტროპიკის ოლქი (3 სახეობა), მადაგასკარი (7 სახეობა), ნეოტროპიკის ოლქი (5 სახეობა), სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და ოკეანეთი (6 სახეობა). Prionopelta ეს მხოლოდ ჭიანჭველების ოთხიდან ერთ-ერთი გვარია (Mystrium-თან, Euponera-თან და Leptogenys-თან ერთად), რომელიც მადაგასკარზე წარმოდგენილია სახეობათა უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე მთელ ტროპიკულ აფრიკაში[1][2].

ცნობილია დაახლოებით 20 სახეობა[1][2]. ადრე ეს გვარი შეჰყავდათ პონერინების ქვეოჯახში (Ponerinae; Ectatommini ან Proceratiini). Prionopelta პირველად აღიწერა 1866 წელს ავსტრიელი მირმეკოლოგის გუსტავ მაირის მიერ[3] Prionopelta punctulata-ს ტიპური სახისა და ბრაზილიიდან მიღებული მასალების მიხედვით. ადრე ინგლისელი ენტომოლოგის ჰორაცია დონისთორპის (Horace St. John Kelly Donisthorpe, 1870—1951) მიერ აღწერილი Examblyopone Donisthorpe, 1949-ის[4] და Renea Donisthorpe, 1947-ის ტაქსონები[5] აღმოჩნდა Prionopelta-ს გვარის სინონიმები[1][2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Shattuck S. O., Revision of the ant genus Prionopelta (Hymenoptera: Formicidae) in the Indo-Pacific region.(ინგლისური) // Zootaxa, Magnolia Press, 2008, Vol. 1846, P. 21–34, ISSN 1175-5326.
  2. 2.0 2.1 2.2 Rick Overson, Brian Fisher., Taxonomic revision of the genus Prionopelta (Hymenoptera, Formicidae) in the Malagasy region(ინგლისური) // ZooKeys, Pensoft Publishers, Vol. 507, P. 115-150, ISSN 1313-2970. (09 Jun 2015)
  3. Mayr, G. 1866. Myrmecologische Beiträge. Sitzungsber. Kais. Akad. Wiss. Wien Math.-Naturwiss. Cl. Abt. I 53: 484—517 (page 503, Prionopelta-ის აღწერა, როგორც ჭიანჭველების ახალი ცალკე გვარი)
  4. Donisthorpe, H. 1949. Donisthorpe, H. 1949. A seventh instalment of the Ross Collection of ants from New Guinea. — Ann. Mag. Nat. Hist. 12(2): 401—422
  5. Donisthorpe, H. 1947. Some new ants from New Guinea. — Ann. Mag. Nat. Hist. 11(14): 183—197
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Prionopelta&oldid=3594719“-დან