[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Nissan Motors

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nissan Motor Company Ltd
Nissan Jidosha Kabushiki-gaisha
日産自動車株式会社
ტიპი საჯარო კომპანია
დაფუძნდა 26 დეკემბერი, 1933
დამაარსებელი როკურო აოიამა, მეიტანო ტაკეუჩი, ოსისუკო აიკავა
სათავო ოფისი ნიში-კუ, იაკოჰამა, იაპონია
მმართველი
კარლოს გონი (პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი)
პროდუქცია ავტომობილი, საფინანსო სერვისეგბი, ტექნიკა
მთლიანი შემოსავალი ¥8.773 ტრილიონი (იენი) (FY2011)
სუფთა მოგება ¥319.22 მილიარდი (FY2011)
თანამშრომელი 155 099 ადამიანი (2011)
შვილობილ(ებ)ი Nissan Forklift, Nissan Marine, Autech

ნისანიიაპონური ავტომწარმოებელი კომპანია; დაარსდა 1933 წელს. ერთ-ერთი პირველი კომპანიაა იაპონიაში, რომელმაც ავტომობილების მასობრივი გამოშვება დაიწყო. იმდროინდელი სახელწოდება DATSUN კომპანიის მფლობელთა გვარების აკრონომია – Den, Aoyama, Takeuchi.

1933 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა Nissan Motor Co. „ნისანი“ უშვებდა თვითმფრინავებსა და ტვირთმზიდებს იაპონური არმიისთვის.

1958 წელს პირველი Datsun ჩავიდა აშშ-ში. ეს იყო მძიმე ავტომობილი 48 ცხენის ძალითა და 12000cc ძრავით.

1959 წელს პირველი პიკაპი გაიყიდა ამერიკაში. მომდევნო წლებში „ნისანმა“ სერიოზული რეპუტაცია მოიპოვა როგორც იაპონიაში, ასევე, აშშ-ში.

1960 წელს კალიფორნიაში დაარსდა NMC. ამავე წელს შეიქმნა Datsun-ის პირველი სპორტული მოდელი SPL 210, რომელსაც მოგვიანებით 85-ცხენისძალიანი ძრავა დაუყენეს.

1962 წელს გამოვიდა 3-სიჩქარიანი ავტომობილი Datsun Bluebird, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის მოსახლეობისთვის. ამავე წელს გამოვიდა Patrol ოთხი წამყვანი თვლით, რამაც სერიოზული კვალი დატოვა „ნისანის“ ისტორიაში. ამ მანქანას ჰქონდა 6 ცილინდრი, 145 ცხენის ძალა და 4000cc ძრავა, რომელიც გამოიმუშავებდა საკმარის თორქს „ხეებზე ასასვლელად“, როგორც მაშინდელი შემფასებლები ახასიათებდნენ.

1966 წელს NMEX-მა (NIssan Mexicana) შექმნა თავისი პირველი ავტომობილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nissan_Motors&oldid=4378396“-დან