Marriott International
Marriott International-ის ახალი სათავო ოფისი. ბეთეზდა, მერილენდი | |
ტიპი | საჯარო კომპანია |
---|---|
იყიდება როგორც |
|
დარგი | სტუმარმასპიინძლობა |
წინამორბედი | Marriott Corporation |
დაფუძნდა |
5 მარტი, 1927 ვაშინგტონი, ა.შ.შ. |
დამაარსებელი |
ჯ. ვილარ მერიოტი ელის მერიოტი |
სათავო ოფისი | ბეთეზდა, მერილენდი, ა.შ.შ. |
მოცული ტერიტორია |
მსოფლიო |
მმართველი |
ბილ მერიოტი, აღმასრულებელი თავმჯდომარე ენტონი კაპუანო, CEO[1] სტეფანი ლინარცი, პრეზიდენტი[1] ქეთლინ ქეი ობერგი, CFO |
პროდუქცია | სასტუმროები და კურორტები |
ბრენდები | |
შემოსავალი | $10.571 მილიარდი (2020) |
სუფთა მოგება | -$267 million (2020) |
მფლობელი | მერიოტების ოჯახი (88%) |
თანამშრომელი | 121,000 (2020) |
საიტი | marriott.com |
Marriott International, Inc. — ამერიკული მრავალეროვნული კომპანია, რომელიც მუშაობს, ფრენჩაიზია და ლიცენზირებს საცხოვრებელ სახლებს, მათ შორის სასტუმროს, საცხოვრებელ და დროის ნაკვეთებს . მისი სათაო ოფისია ბეთესდაში, მერილენდი . კომპანია დააარსეს ჯ.ვილარდ მარიოტმა და მისმა მეუღლემ ელის მარიოტმა; კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე არის მათი ვაჟი, ბილ მარიოტი, მერიოტის ოჯახი კი კომპანიის უმრავლესობას ფლობს. არსებული ნომრების რაოდენობით, მერიოტი არის ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელი მსოფლიოში . მას აქვს 30 ბრენდი 7,642 ქონებით, რომელიც მოიცავს 1,423,044 ოთახს 131 ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ამ 7642 ქონებიდან 2,149 -ს მართავს მარიოტი, ხოლო 5,493 -ს, ფრენჩაიზის ხელშეკრულებების შესაბამისად სხვა კომპანიები მართავენ.
Marriott International, Inc. ჩამოყალიბდა 1993 წელს, როდესაც Marriott Corporation დაიყო ორ კომპანიად: Marriott International, Inc., რომელიც ფრენჩაიზებს და მართავს ქონებას და Host Marriott Corporation (ახლანდელი Host Hotels & Resorts ), რომელიც ფლობს საკუთრებას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაფუძნება და ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიოტის კორპორაცია დაარსდა ჯონ უილარდ მარიოტის მიერ 1927 წელს, როდესაც მან და მისმა მეუღლემ, ელის მარიოტმა გახსნეს ლუდის დახლი ვაშინგტონში. [2] მოგვიანებით მერიოტებმა თავიანთი კომპანია გააფართოვეს რესტორნების ქსელ Hot Shoppes-ად. [3] 1953 წელს Hot Shoppes, Inc გახდა საჯარო კომპანია აქციების პირველადი განთავსების საშუალებით .
კომპანიამ თავისი პირველი სასტუმრო Twin Bridges Motor Hotel 1957 წლის 16 იანვარს არლინგტონში, ვირჯინიაშიგახსნა.[4] [5] ამ სასტუმროში ღამის გატარება $9 ღირდა, დამატებით $ 1 თითოეული ადამიანისთვის, ვინც მანქანაში იმყოფებოდა. [6] კომპანიის მეორე სასტუმრო, Key Bridge Marriott 1959 წელს, როსლინში, არლინგტონში, ვირჯინიაში გაიხსნა. ის დღემდე ფუნქციონირებს და კომპანიის ყველაზე დიდხანს, უწყვეტად მოქმედ სასტუმროს წარმოადგენს.[7] [8] [9] [10]
1967 წელს Hot Shoppes, Inc.– ს ეწოდა Marriott Corporation [11]
Marriott International
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Marriott International, Inc. ჩამოყალიბდა 1993 წელს, როდესაც Marriott Corporation გაიყო ორ კომპანიად: Marriott International, Inc., რომელიც ფრენჩაიზებს და მართავს ქონებას და Host Marriott Corporation (ახლანდელი Host Hotels & Resorts ), რომელიც ფლობს საკუთრებას. [12]
1995 წელს მარიოტი იყო პირველი სასტუმროების კომპანია, რომელმაც კლიენტებს ონლაინ დაჯავშნა შესთავაზა. [13]
1995 წლის აპრილში მარიოტმა შეიძინა 49% პროცენტი The Ritz-Carlton Hotel Company– ში .[14] მარიოტს მიაჩნდა, რომ მას შეეძლო გაეზარდა გაყიდვები და მოგება იმ დროისთვის გაკოტრების პირას მყოფი The Ritz-Carlton-ისთვის, რომელიც მრავალ სასტუმროს ფლობდა. ეს გარიგება მარიოტს $ 200 მილიონი დაუჯდა.(პლიუს მოსალოდნი ვალი). მომდევნო წელს მერიოტმა $331 დოლარი დახარჯა The Ritz-Carlton-ის ბრენდის კიდევ რამდენიმე სასტუმროს გამოსყიდვაში. უკვე 1998 წელს მარიოტმა Ritz-Carlton– ის უმრავლესობის მფლობელი იყო. [15]
1997 წელს კომპანიამ, Chow Tai Fook Group– ისა და მასთან ასოცირებული კომპანიის, New World Development– ისგან ბრენდები— Renaissance Hotels და Ramada შეიძინა. [16] [17] Marriott International– მა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას New World Development– ის კუთვნილი სასტუმროების მართვის შესახებ.
2001 წელს, მარიოტის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 11 სექტემბრის თავდასხმების დროს განადგურდა .
2004 წელს კომპანიამ 1997 წელს შეძენილი ბრენდი Ramada Cendant–ს მიჰყიდა. [18]
2006 წლის 19 ივლისს, მარიოტმა გამოაცხადა რომ, 2006 წლის სექტემბრიდან მოწევას კრძალავდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებულ, მის მმართველობაში მყოფ ყველა სასტუმროში. [19] [20] [21]
2007 წელს, მერიოტი გახდა პირველი სასტუმროს ქსელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ყველა სასტუმროში კლიენტებს ტრანს ცხიმებისგან თავისუფალ საკვებს სთავაზობდა. [22] [23]
2010 წლის 11 ნოემბერს, მერიოტმა გამოაცხადა გეგმა, რისი მიხედვითაც აპირებდა 2015 წლამდე ინდოეთში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 600-ზე მეტი სასტუმროს გახსნას. [24]
2012 წლის 31 მარტიდან, ბილ მარიოტი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. უფროსი აღმასრულებელი ოფიცერის (CEO)თნამდებობა კი მან არნე სორენსონს. [25] [26] [27]
2012 წლის დეკემბერში გინესის რეკორდებმა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო JW Marriott Marquis Dubai მსოფლიოში ყველაზე მაღალ სასტუმროდ აღიარეს.
2015 წლის 1 აპრილს მარიოტმა შეიძინა კანადური სასტუმროების ქსელი Delta Hotels, რომელიც იმ დროს 38 სასტუმროს მართავდა. [28]
2015 წლის 16 ნოემბერს მარიოტმა $13 მილიარდადStarwood– ის შეძენა გამოაცხადა. [29] 2016 წლის 3 მარტს ჩინური Anbang Insurance Group-ის მიერ ჩამოყალიბებულმა კონსორციუმმა განაცხადა რომ Starwood– ში $14 მილიარდს გადაიხდიდა.[30] [31] [32] მას შემდეგ რაც მარიოტმა შესყიდვის ღირებულება $13.6 მილიარდამდე გაზარდა, სტარვუდმა შეწყვიტა ანბანგის შეთანხმება და გააგრძელა მარიოტთან შერწყმა. [33] მარეგულირებელი ნებართვების მიღების შემდეგ, 2016 წლის 23 სექტემბერს მარიოტმა დაასრულა Starwood– თან შერწყმა და შექმნა მსოფლიოში უდიდესი სასტუმროების კომპანია 5700 – ზე მეტი ქონებით, 1.1მილიონზე მეტი ოთახით და 30 ბრენდის პორტფოლიოთი. Starwood– ის შეძენამ, მსოფლიო ბაზარზე Marriott–ის წარმომადგენლობა გაზარდა. Starwood– ის შემოსავლების დაახლოებით 75% არაამერიკული ბაზრებიდან მოდიოდა. [34] [35]
2019 წლის დეკემბერში კომპანიამ შეიძინა Elegant Hotels რომელიც ბარბადოსში 7 სასტუმროს მფლობდა. [36]
2020 წლის აპრილში, COVID-19 პანდემიის დროს, კომპანიამ სისუფთავის დამატებითი სტანდარტები დააწესა. მათ შორის ელექტრული გამწმენდი საშუალებების გამოყენება, სასტუმროს ყველა ოთახში სადეზინფექციო ხელსახოცების დამატება და სასტუმროებში სოციალური დისტანციისთვის სივრცის დათმობა[37] პანდემიის დროს, სასტუმროების დატვირთვა 31%-მდე შემცირდა. [38]
2021 წლის 15 თებერვალს კომპანიის პრეზიდენტი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO), არნე სორენსონი გარდაიცვალა.[39] 2021 წლის 23 თებერვალს, ამ თანამდებობაზე მარიოტის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების, დიზაინისა და ოპერაციების დეპარტამენტის პრეზიდენტი ენტონი კაპუანო დაინიშნა.[40]
ფინანსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | შემოსავალი მილიონი აშშ დოლარი$ |
წმინდა შემოსავალი მილიონი აშშ დოლარი$ |
Სულ აქტივები მილიონი აშშ დოლარი$ |
თანამშრომლები |
---|---|---|---|---|
2005 წ | 11,129 | 669 | 8,530 | 143,000 |
2006 წ | 11,995 | 608 | 8,588 | 150,600 |
2007 წ | 12,990 | 696 | 8,942 | 151,000 |
2008 წ | 12 879 | 362 | 8,903 | 146,000 |
2009 წ | 10,908 | 46346 | 7,933 | 137,000 |
2010 წ | 11,691 | 458 | 8,983 | 129,000 |
2011 წ | 12,317 | 198 | 5,910 | 120,000 |
2012 წ | 11,814 | 571 | 6,342 | 127,000 |
2013 წ | 12 784 | 626 | 6,794 | 123,000 |
2014 წ | 13,796 | 753 | 6,833 | 123,500 |
2015 წ | 14,486 | 859 | 6,082 | 127,500 |
2016 წ | 15,407 | 808 | 24,140 | 226,500 |
2017 წ | 20,452 | 1,459 | 23,948 | 177,000 |
2018 წ | 20,758 | 1,907 | 23,696 | 176,000 |
2019 წ | 20,972 | 1,273 | 25,051 | 174,000 |
2020 წ | 10,571 | 7267 | 24,701 | 121,000 |
The Luxury Collection
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Luxury Collection Marriott International– ის სასტუმროების ბრენდია, რომელიც მოიცავს ისეთ აღსანიშნავ სასტუმროებს როგორებიცაა:Hotel Alfonso XIII, Gritti Palace Hotel, IVY Hotel + Residences, Hotel Imperial, ITC Grand Chola, Marqués de Riscal Hotel, The Nines, Palace Hotel, San Francisco, The Park Tower Knightsbridge Hotel, Phoenician Resort, Hotel President Wilson და Royal Hawaiian Hotel . 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბრენდის ქვეშ 118 სასტუმრო ოპერირებდა, რომელიც 23,243 ნომერს მოიცავდა.
ბრენდის სასტუმროების უმეტესობა მდებარეობს გადაკეთებულ ისტორიულ შენობებში, მათ შორის სასახლეებში ან ძველ სასტუმროებში. ბრენდი ასევე მიმართავს ცნობილ დიზაინერებს შექმნან მდიდრული სამოგზაურო აქსესუარები, რომლებიც ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად ბრენდის ვებსაიტზე. [41]
ჟენევაში, The Luxury Collection-ის სასტუმრო Hotel President Wilson-ის სამეფო პენთჰაუსი (The Royal Penthouse Suite) რომელშიც ერთი ღამის გატარების ღირებულება $65 000-ია, CNN– ის მიერ, 2012 წელს შედგენილი 15 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ოთახების სიის სათავეშია.[42]
მარიოტის ბრენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიოტი მსოფლიოს მასშტაბით 30 ბრენდს ფლობს.: [43]
Luxury (ქართ. ფუფუნება)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Classic (ქართ. კლასიკური)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Distinctive (ქართ. გამორჩეული)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Edition Hotels
- Bulgari Hotels & Resorts
- The Luxury Collection
- W Hotels
Premium
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Classic (ქართ. კლასიკური)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Delta Hotels
- Marriott Hotels & Resorts
- Marriott Vacation Club
- Sheraton Hotels and Resorts
Distinctive (ქართ. გამორჩეული)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Le Méridien
- Renaissance Hotels
- Westin Hotels
- Gaylord Hotels
Select
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Classic (ქართ. კლასიკური)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Courtyard by Marriott
- Fairfield by Marriott
- Four Points by Sheraton
- Protea Hotels by Marriott
- SpringHill Suites
Distinctive (ქართ. გამორჩეული)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- AC Hotels by Marriott
- Aloft Hotels
- Moxy Hotels
Classic (ქართ. კლასიკური)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Marriott Executive Apartments
- Residence Inn by Marriott
- TownePlace Suites
Distinctive (ქართ. გამორჩეული)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Element Hotels
- Homes & Villas by Marriott International
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Autograph Collection
- Design Hotels
- Tribute Portfolio
ლოიალობის პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Marriott International-ის სამი ყოფილი ლოიალურობის პროგრამის: Marriott Rewards-ის, Ritz-Carlton Rewards-ის და Starwood Preferred Guest-ის შერწყმით 2019 წელს ახალი ლოიალობის პროგრამა Marriott Bonvoy შეიქმნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bartiromo, Michael (February 23, 2021). „Marriott International names new CEO following death of Arne Sorenson“. Fox Business.
- ↑ „J. Willard Marriott: From Root Beer To Riches“. Entrepreneur. October 10, 2008.
- ↑ Rosenwald, Michael (July 1, 2007). „Root Beer Roots“. The Washington Post.
- ↑ Marriott, Bill (January 16, 2019). „CELEBRATING TWIN BRIDGES' ANNIVERSARY“. Marriott International.
- ↑ „Nation's First Marriott Hotel Closes Its Doors“. Deseret News. December 20, 1988. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 18, 2018. ციტირების თარიღი: სექტემბერი 25, 2021.
- ↑ Draznin, Haley (September 4, 2017). „The Marriott family American Dream: From "Hot Shoppes" to hotels“. CNN.
- ↑ Cooper, Rebecca (February 14, 2019). „The oldest Marriott hotel in existence is ready for a new look“. American City Business Journals.
- ↑ Cooper, Rebecca (February 14, 2019). „Local lore: 7 things you didn't know happened at the Key Bridge Marriott“. American City Business Journals.
- ↑ Clabaugh, Jeff (August 2, 2016). „Key Bridge Marriott's future is uncertain“. WTOP.
- ↑ „New Owner Of Key Bridge Marriott Plans To Add 450 Residential Units To Rosslyn Site“. Bisnow Media. March 4, 2019.
- ↑ „Before hotels, magnate dabbled in restaurants“ (PDF). Alexandria Times. March 7, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — ოქტომბერი 9, 2021. ციტირების თარიღი: სექტემბერი 25, 2021.
- ↑ A RETROSPECTIVE. Host Hotels & Resorts."A RETROSPECTIVE". Host Hotels & Resorts.
- ↑ „Services“. Forbes.
- ↑ McQuaid, Kevin L. (March 7, 1995). „Marriott gets 49% of Ritz-Carlton“. The Baltimore Sun.
- ↑ Merle, Renae (June 19, 2002). „Ritz-Carlton to Be Based in Md“. The Washington Post.
- ↑ Sanchez, Jesus (February 19, 1997). „Marriott to Buy Renaissance for $1 Billion“. Los Angeles Times.
- ↑ McDowell, Edwin (19 February 1997). „Marriott Aims Overseas With Acquisition“. The New York Times.
- ↑ Hedgpeth, Dana (April 3, 2004). „Marriott to Sell Stake in 2 U.S. Brands“. The Washington Post.
- ↑ „Marriott Hotels To Go Smoke-Free“. CBS News. July 20, 2006.
- ↑ Sanders, Peter (July 19, 2006). „Marriott to Ban Smoking From All Rooms“. The Wall Street Journal.
- ↑ Rosenwald, Michael S. (July 20, 2006). „Marriott Hotels Ban Smoking In Rooms“. The Washington Post.
- ↑ Yu, Roger (February 1, 2007). „Marriott says trans fats will check out“. USA Today.
- ↑ „Marriott to Cut Trans Fat At U.S., Canada Hotels“. The Wall Street Journal. February 2, 2007.
- ↑ Basu, Aniruddha (November 11, 2010). „Marriott to expand India portfolio to 100 hotels“. Reuters.
- ↑ Rosenwald, Michael S. (December 13, 2011). „Marriott CEO J.W. Marriott Jr. to step down“. The Washington Post.
- ↑ Clabaugh, Jeff (December 13, 2011). „Bill Marriott Jr. retiring as CEO“. American City Business Journals.
- ↑ King, Danny (December 14, 2011). „Bill Marriott to step down as Marriott CEO“. Travel Weekly.
- ↑ Deschamps, Tara (January 27, 2015). „Marriott expands in Canada by buying Delta hotel brand“. Toronto Star.
- ↑ „Marriott closes $13-billion purchase of Starwood to become world's largest hotel chain“. Los Angeles Times. Associated Press. September 23, 2016.
- ↑ „Starwood dumps Marriott deal for competing bid“. USA Today. March 18, 2016.
- ↑ „Starwood receives nearly $14B buyout bid from Chinese group“. Associated Press. March 14, 2016.
- ↑ Carew, Rick; Steinberg, Julie; Jamerson, Joshua (March 15, 2016). „Starwood Gets Offer From Group Led by Anbang, Threatening Marriott Deal“. The Wall Street Journal.
- ↑ Banerjee, Arunima (March 21, 2016). „Sheraton-owner Starwood accepts higher offer from Marriott“. Reuters.
- ↑ „MARRIOTT BUYING STARWOOD IN DEAL VALUED AT $12.2 BILLION“. Advertising Age. November 16, 2015.
- ↑ Blackman, Andrew; Yu, Hui-yong; Mulholland, Sarah (November 16, 2015). „MARRIOTT BUYING STARWOOD IN DEAL VALUED AT $12.2 BILLION“. Bloomberg News.
- ↑ Hansen, Drew (December 10, 2019). „Marriott closes on purchase of Barbados hotel portfolio“. American City Business Journals.
- ↑ „Marriott International Launches Global Cleanliness Council to Promote Even Higher Standards of Cleanliness in the Age of COVID-19“. Marriott International. April 21, 2020.
- ↑ Jelski, Christina (August 11, 2020). „Marriott believes worst is over, global occupancy at 30%“. Phocuswire.
- ↑ Valinsky, Jordan (February 16, 2021). „Marriott CEO Arne Sorenson has died after pancreatic cancer fight“. CNN.
- ↑ Bartiromo, Michael (February 23, 2021). „Marriott International names new CEO following death of Arne Sorenson“. Fox Business.
- ↑ OGLETREE, KELSEY (April 30, 2020). „6 Luxurious Mother's Day Gifts Inspired by World-Class Hotels“. Robb Report.
- ↑ Arnold, Helen (December 2, 2011). „World's 15 most expensive hotel suites“. CNN.
- ↑ Marriott Hotel Brands. Marriott International.