[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Outlast

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Outlast
დეველოპერ(ებ)ი Red Barrels
გამომცემელი Red Barrels
ძრავა Unreal Engine 3
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • Microsoft Windows
    • მსოფლიოში 4 სექტემბერი, 2013
    PlayStation 4 ჩრდ.ამ. 4 თებერვალი, 2014
    PAL 20140205თებერვალი 5, 2014
    Xbox One
    • მსოფლიოში 19 ივნისი, 2014
    Linux, OS X
    • მსოფლიოში 31 მარტი, 2015
    Nintendo Switch
    • მსოფლიოში 27 თებერვალი, 2018
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

Outlast (ქართ. განცდა) — პირველი პირის Survival horror ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოაქვეყნა კანადურმა კომპანია Red barrels-მა.

თამაში Microsoft Windows-ზე გამოვიდა 2013 წლის 4 სექტემბერს, PlayStation 4-ზე 2014 წლის 4 თებერვალს, Xbox One-ზე 2014 წლის 19 ივნისს, Linux-ის OS X-ის ვერსია გამოვიდა 2015 წლის 31 მარტს, ხოლო Nintendo Switch-ის — 2018 წლის 27 თებერვალი.[1]

თამაშის სიუჟეტი ვითარდება გამომძიებელი ჟურნალისტის მაილზ აფშერის გარშემო, რომელიც გადაწყვეტს ფსიქიატრიული საავადმყოფო „Mount Massive Asylum“-ის გამოკვლევას, რომელიც კოლორადოს მთებში მდებარეობს.

2017 წლის 25 აპრილს გამოვიდა თამაშის გაგრძელება სახელწოდებით „Outlast 2“.

თამაშში მთავარი პერსონაჟი მოძრაობს ნახევრად დანგრეულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იგი უნდა გადურჩეს აგრესიულ პაციენტებს. თამაში არის პირველი პირის პერსპექტივიდან. მთავარ პერსონაჟს შეუძლია ირბინოს, გადაახტეს დაბრკოლებებს, დაიმალოს, თუმცა განსხვავებით სხვა თამაშებისგან, მას არ შეუძლია მტრებს დაუპირისპირდეს. სიბნელეში გზის გასაკვალად პერსონაჟს აქვს ვიდეოკამერა, რომელსაც გააჩნია ღამის რეჟიმი, რისი საშუალებითაც შეუძლია გზის გაკვლევა ბნელ ადგილებში. კამერის დასამუხტად აუცილებელია ბატარეების პოვნა, რომელიც დამალულია სხვადასხვა ადგილებში.

გამომძიებელი ჟურნალისტი მაილზ აფშერი მიიღებს ანონიმურ ელექტრონულ წერილს იმეილზე, რომლის თანახმად, ფსიქიატრიულ საავადმყოფო „Mount Massive asylum“-ში ტარდება არაადამიანური ექსპერიმენტები პაციენტებზე. საავადმყოფოში შესვლისას აფშერს გააფრთხილებს მომაკვდავი სპეცრაზმის ოფიცერი, რომ რაც შეიძლება მალე დატოვოს საავადმყოფო, რადგან საავადმყოფოს აგრესიული პაციენტები გათავისუფლდნენ და მზად არიან მოკლან ყველა ვინც მათ გზად გადაეყრებათ. მაგრამ მაილზი არ ტოვებს საავადმყოფოს და მთელი თამაშის მანძილზე მას უამრავი სახიფათო დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.

გადმოტვირთვადი კონტენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშს აგრეთვე აქვს DLC სახელოწოდებით „outlast whistleblower“, სადაც მოვლენები ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროგრამისტის გარშემო მიმდინარეობს, რომელიც გადაწყვეტს გაიტანოს ინფორმაცია საავადმყოფოში ჩატარებული ექპერიმენტების შესახებ.

კრიტიკოსების შეფასებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings (XONE) 80.00%[2]
(PC) 79.95%[3]
(PS4) 77.16%[4]
Metacritic (XONE) 80/100[5]
(PC) 80/100[6]
(PS4) 78/100[7]
ქულები
წყარო რეიტინგი
Eurogamer 7/10[8]
Game Informer 7.5/10[9]
GameSpot 7/10[10]
IGN 7.8/10[11]
Joystiq 4.5/5 stars[12]
PC Gamer (US) 7.5/10[13]
Metro (UK) 7/10[14]

„Outlast“-მა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის XONE-ის ვერსია ფლობს 80/100, PC-ის ვერსია 80/100, ხოლო PS4-ის — 78/100. იგი, აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, საერთო ჯამში გაიყიდა 4 მილიონი ეგზემპლარის რაოდენობით.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Humble Indie Bundle 14 Is Out, Outlast & Shadow Warrior New To Linux. GamingOnLinux. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი, 2016. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2015.
  2. Outlast for Xbox One. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 23, 2014. ციტირების თარიღი: June 19, 2014.
  3. Outlast for PC. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 9, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  4. Outlast for PlayStation 4. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 9, 2014. ციტირების თარიღი: February 4, 2014.
  5. Outlast for Xbox One Reviews. Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 2, 2014. ციტირების თარიღი: June 19, 2014.
  6. Outlast for PC Reviews. Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  7. Outlast for PlayStation 4 Reviews. Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 7, 2014. ციტირების თარიღი: February 5, 2014.
  8. McCormick, Rich. (September 5, 2013) Outlast Review. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 8, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  9. Reeves, Ben. (September 6, 2013) Outlast: Red Barrels Delivers An Endurance Test In Terror. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 9, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  10. Johnson, Leif. (September 4, 2013) Outlast Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 9, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  11. Sliva, Marty. (September 4, 2013) Outlast Review: The Horror... The Horror.... IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  12. Conditt, Jessica. (September 10, 2013) Outlast review: Fraught in the dark. Joystiq. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 7, 2013. ციტირების თარიღი: September 10, 2013.
  13. Livingston, Christopher. (September 11, 2013) Outlast review. PC Gamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 13, 2013. ციტირების თარიღი: September 12, 2013.
  14. Hargreaves, Roger. (September 9, 2013) Outlast review – afraid of the dark. Metro. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 12, 2013. ციტირების თარიღი: September 12, 2013.
  15. Red Barrels Shares Original Outlast Sales Figures, Talks About the Ending (19 ოქტომბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 19 დეკმბერი, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Outlast&oldid=3779945“-დან