Here, There and Everywhere
„Here, There and Everywhere“ | ||||
---|---|---|---|---|
1996 წლის ამერიკული, მუსიკალური აპარატებისთვის განკუთვნილის სინგლი, "Good Day Sunshine"-ით მეორე მხარეზე | ||||
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Revolver | ||||
გამოსვლის თარიღი | 5 აგვისტო 1966 | |||
ჩაიწერა |
14 ივნისი 1966, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | სოფტ-როკი,[1] პოპი[2] | |||
ხანგრძლივობა | 2:25 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Revolver – სიმღერები | ||||
|
„Here, There and Everywhere“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Revolver, რომელიც გამოვიდა 1966 წელს.
სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნი[3][4] (ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი). „Here, There and Everywhere“ პოლის ერთ-ერთი საყვარელი საავტორო სიმღერაა, ისევე, როგორც ჯორჯ მარტინის, სიმღერის პროდიუსერის. იგივე პატივისცემას სიმღერის მიმართ ჯონ ლენონი გამოხატავდა. 2000 წელს Mojo-ს ყველა დროის უდიდესი სიმღერების სიაში „Here, There and Everywhere“-მ მე-4 ადგილი დაიკავა.[5]
კომპოზიცია 1966 წლის ივნისში იწერებოდა, Revolver-ის შექმნის უკანასკნელ ეაპზე. მაკ-კარტნიზე მისი დაწერისას გავლენა იქონია ბრაიან უილსონის მიერ The Beach Boys-ისთვის დაწერილმა "God Only Knows"-მა.
შექმნა და შთაგონება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის განხილვისას პოლ მაკ-კარტნი ხშირად იხსენებდა ბრაიან უილსონის ავტორობის „God Only Knows“-ს, როგორც შთაგონების წყაროს. [6] უკანასკნელი შეტანილია The Beach Boys-ის 1966 წლის ალბომში Pet Sounds, რომელიც, თავის მხრივ, The Beatles-ის Rubber Soul-ით არის შთაგონებული (რომელიც წინა წლის დეკემბერში გამოვიდა.[7][8] 1966 წლის 17 მაისს, The Beach Boys-ის ახალი ალბომის ამერიკაში გამოცემის მეორე დღეს, მაკ-კარტნი და ჯონ ლენონი ესწრებოდნენ Pet Sounds-ის მოსმენის დახურულ საღამო, გამართულს ლონდონის ვალდორფის სასტუმროში.[9]
უილსონის სიმღერებით შთაგონებულმა,[10] მაკ-კარტნიმ „Here, There and Everywhere“ დაწერა ორი კვირის თავზე, ლენონის სახლში, უეიბრიჯში, სანამ ჯონი გაღვიძებას ელოდებოდა. იგი იხსენებდა: „აუზთან ვიჯექი, გიტარით და დავიწყე მი-ში დაკვრა. სულ მალე რამდენიმე აკორდი მივიღე და, ვფიქრობ, სანამ გაიღვიძებდა, სიმღერა თითქმის მთლიანად დავწერე. ამიტომ სტუდიაში წავიღეთ და დავასრულეთ.“[11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალან უ. პოლაკის შენიშვნები - „Here There and Everywhere“
- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pollack 1994.
- ↑ Moorefield 2005.
- ↑ Miles 1997, pp. 285–86.
- ↑ Sheff 2000, p. 179.
- ↑ Mojo lists. Rocklistmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 21 August 2011.
- ↑ Rodriguez 2012, p. 78.
- ↑ MacDonald 1998, pp. 186, 380.
- ↑ Fletcher, Tony (2000). Dear Boy. United States: Omnibus Press. ISBN 978-1-84449-807-9. ციტირების თარიღი: 8 May 2013.
- ↑ Rodriguez 2012, pp. 77–78.
- ↑ Ames Carlin, Peter (2006). Catch a Wave. United States: Rodale, Inc., გვ. 88. ISBN 978-1-59486-749-1. ციტირების თარიღი: 8 May 2013.
- ↑ 100 Greatest Beatles Songs: 25 – 'Here, There and Everywhere'. rollingstone.com. ციტირების თარიღი: 19 March 2015.
|