Build (კონფერენცია)
Build — ვებ და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ყოველწლიური ღონისძიება კომპანია Microsoft-ისგან. როგორც წესი, Build-ით დაინტერესებული საზოგადოება აქტიურად იყენებს Windows, Windows Phone, Microsoft Azure-ს და კომპანიის სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. პირველად ღონისძიება 2011 წელს ჩატარდა, რითაც ჩაანაცვლა Microsoft-ის სხვა ყოველწლიური ღონისძიებები, როგორებიცაა Professional Developers Conference (რომელზეც ძირითადად განიხილებოდა Windows-ის ოპერაციული სისტემისთვის საჭირო პროგრამირების სიახლეები) და MIX, რომელიც მოიცავდა ვებ-დეველოპინგს Microsoft-ის ტექნოლოგიების (მაგ. Silverlight და ASP.net-ის) გამოყენებით.
ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი Build-ღონისძიება 2011 წლის 13-16 სექტემბრის ჩათვლით ქ.ანაჰაიმში ჩატარდა. კონფერენცია დიდწილად Windows 8, Windows Server 2012-სა და Visual Studio 2012-ს დაეთმო. აღნიშნული განახლებული პროდუქტების დეველოპერული საცდელი ვერსიებიც მაშინვე გამოჩნდა. საკონფერენციო დარბაზში მყოფებმა კი მიიღეს Samsung-ის სპეციალური პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც Windows 8-ის დეველოპერულ საცდელ ვერსიაზე მუშაობდა.
2012
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Microsoft-ის კამპუსში (რედმონდი) 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებულ Build 2012-ის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა Windows Azure-ისა და Windows Phone 8-ის პარალელურად ახლახან გამოსულ ფინალურ Windows 8-ზეც ისაუბრეს. დარბაზში მყოფმა სტუმრებმა საჩუქრად Surface RT პლანშეტი თავისი Touch Cover-კლავიატურით, Nokia Lumia 920 და OneDrive-ზე(მაშინ SkyDrive) უფასო 100 გბ საცავი მიიღეს.[1]
2013
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Build 2013 ქ.სან-ფრანცისკოში არსებულ Moscone Center-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში 26-28 ივნისის ჩათვლით ჩატარდა.]].[2] ღონისძიებაზე ცნობილი გახდა Windows 8-ის 8.1-მდე განახლების შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ საჩუქრების სახით Surface Pro და Touch Cover კლავიატურა, Acer Iconia W3 (პირველი 8-დიუმიანი Windows 8-პლანშეტი) Bluetooth-კლავიატურითა და SkyDrive-ზე უფასო 100 გბ მიიღო..[3]
2014
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Build 2014 ისევე, როგორც წინა წლის ღონისძიება ქ.სან-ფრანცისკოში არსებულ Moscone Center-ის დასავლეთ ნაწილში 2-4 აპრილის ჩათვლით გაიმართა. თავდაპირველად, Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე ღონისძიების ჩატარების თარიღად 2013 წლის 12 დეკემბერი იყო დასახელებული, თუმცა როდესაც ვითარება გაირკვა, დასახელდა ახალი, უკვე რეალური ჩატარების თარიღი..[4][5] Build-ის სტუმრებმა საჩუქრად Xbox One და Microsoft Store-ის 500$-იანი ვაუჩერები მიიღეს.
მნიშვნელოვანი სიახლეები ღონისძიებიდან:
- Windows Display Driver Model 2.0 და DirectX 12
- Microsoft Cortana
- Windows Phone 8.1
- Windows 8.1-ის საგაზაფხულო განახლება
- Windows უფასო ხდება 9-დიუმზე ნაკლები ეკრანის მქონე და IoT მოწყობილობებისთვის.
- .NET Native (სიახლეები დაარქივებული 2014-04-17 საიტზე Wayback Machine. , ვებ-გვერდი)
- Bing-ის გაუმჯობესებები.
- Visual Studio 2013 Update 2 RC
- Team Foundation Server 2013 Update 2 RTM
- TypeScript 1.0
- .NET Foundation
2015
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Build 2015 ჩატარდება Moscone Center-ის დასავლეთ ნაწილში, რაც ამ ადგილს ღონისძიებისთვის ტრადიციულს ხდის. კონფერენცია 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ჩატარდება. რეგისტრაცია და ბილეთის ღირებულება 2095$-ს შეადგენს და მიუხედავად ამისა, ბილეთების გაყიდვაში ჩაშვებისთანავე 1 საათში ყველა გაიყიდა.
მოსალოდნელი სიახლეები:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Build კონფერენციის ოფიციალური ვებ-გვერდი. დაარქივებული 2015-04-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Build Conference 2012 Giveaway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-20. ციტირების თარიღი: 2015-04-24.
- ↑ Announcing Build 2013. Microsoft. ციტირების თარიღი: 26 March 2013.
- ↑ Weir, Andy. BUILD 2013: Attendees get 8-in Acer Iconia W3 tablet [Update: ...and a Surface Pro!]. Neowin. Neowin, LLC. ციტირების თარიღი: 26 June 2013.
- ↑ Guggenheimer, Steve. Mark your calendars: Announcing Build 2014 by Steve Guggenheimer, Microsoft's Corporate Vice President and Chief Evangelist, Developer & Platform Evangelism. Microsoft. ციტირების თარიღი: 13 December 2013.
- ↑ Warren, Tom. Microsoft schedules BUILD 2014 developer conference for April 2nd. The Verge. ციტირების თარიღი: 13 December 2013.
- ↑ Get ready for Microsoft HoloLens at Build, Microsoft’s premier developer conference.. ციტირების თარიღი: 13 February 2015.