Abyssocottinae
იერსახე
Abyssocottinae | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Abyssocottinae (Berg, 1907) | |||||||||||||
|
Abyssocottinae — მტკნარი წყლის თევზების ქვეოჯახი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. ბინადრობენ ბაიაკალის ტბაში (ციმბირში), როგორც წესი, 170 მეტრზე ღრმად. ადრე ოჯახად ითვლებოდა. პოსტკლეითრუმები რედუცირებულია ან არ აქვთ. ზურგის ფარფლი 3–10 ეკლითა და 10–21 რბილი სხივითაა. ანალურ ფარფლში 8–16 რბილი სხივია. მუცლის ფარფლს 1 ეკალი და 2–4 რბილი სხივი აქვს.[1]
ცნობილია 7 ან 8 გვარი: Abyssocottus (3 სახეობა), Asprocottus (8), Cyphocottus (2), Cottinella (1), Limnocottus (4), Neocottus (2), Procottus (4),[1] ასევე სავარაუდოდ Batrachocottus-იც (4).[2]
ბაიკალის ტბაში ქვაქვეშიასებრთა კიდევ ორი ქვეოჯახი გვხვდება: Comephorinae და Cottinae.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Nelson, Joseph S.; Grande, Terry C.; Wilson, Mark V. H. (2016) Fishes of the World, 5-th, Hoboken, New Jersey: Wiley, გვ. 492. DOI:10.1002/9781119174844. ISBN 978-1-118-34233-6. დაარქივებული 2019-04-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Kontula, Tytti; Kirilchik, Sergei V.; Väinölä, Risto (აპრილი, 2003). „Endemic diversification of the monophyletic cottoid fish species flock in Lake Baikal explored with mtDNA sequencing“. Molecular Phylogenetics and Evolution. 27 (1): 143–155. doi:10.1016/S1055-7903(02)00376-7. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)