[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Canon EOS 5D Mark II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Canon EOS 5D Mark II
ტიპი სრულფორმატიანი ციფრული სარკისებური ფოტოაპარატი
მწარმოებელი Canon
გამოშვების წლები 20082012
ობიექტივი ბიონეტი Canon EF
ფოტომატრიცა კმონ-მატრიცა 36×24 მმ
რეზოლუცია 5616×3744 (21.1 მლნ პქ)
ISO-ს დიაპაზონი 50 – 25600
LCD დისპლეი 3.0 დიუმი (76 მმ),
640×480 (921 600 პქ)
ვიდეო FullHD 1920×1080
მეხსიერება CompactFlash Type I / II
ზომები 152×114×75 მმ
წონა 810 გრ (მხოლოდ ბოდი)
დამზადებულია დროშა: იაპონია იაპონია

Canon EOS 5D Mark II — Canon-ის წარმოების ნახევრადპროფესიონალური[1] ერთობიექტივიანი ციფრული სარკისებური ფოტოკამერა EOS-ების ოჯახიდან. ფოტოკამერას აქვს სრულფორმატიანი კმონ-მატრიცა (36×24 მმ), ეფექტური რეზოლუციით 21.1 მლნ პიქსელი[2]. Canon EOS 5D Mark II წარმოადგენს პირველ ციფრულ სარკისებულ აპარატს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ვიდეოგადაღების წარმოება.

ფოტოაპარატი Canon EOS 5D Mark II კორპუსის ზომებია 152×114×75 მმ, ხოლო წონა — 810 გრ. კორპუსის უკანა მხარეს განლაგებულია 9 ღილაკი, მულტიკონტროლერი (ჯოისტიკი), სწრაფი არჩევის დისკი და ფოტოაპარატის ჩართვა-გამორთვის სამფუნქციანი ჩამრთველი. აპარატის კორპუსის უკან, შუა-მარცხვენა მხარეს განთავსებულია 3.0-დიუმიანი 920 ათას პიქსელიანი TFT-ეკრანი.

ფოტოაპარატ Canon EOS 5D Mark II-ს სტანდარტულ კომპლექტში მოყვება: ფოტოაპარატი (კორპუსი), აკუმულატორი LP-E6, აკუმულატორის დამტენი მოწყობილობა LC-E6/LC-E6E, დასაკიდი ღვედი, ინტერფეისის კაბელი IFC-200U, სტერეოფონული ვიდეოკაბელი STV-250N, პროგრამული უზრუნველყოფა CD-დისკის სახით (EOS DIGITAL Solution Disk) და ექსპლუატაციის ინსტრუქცია CD-დისკისა (EOS DIGITAL Software Instruction Manuals Disk) და ბროშურების სახით.

ფოტოაპარატი წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 17 სექტემბერს[3] და ბაზარზე ჩაანაცვლა მისი წინამორბედი — Canon EOS 5D. 2012 წლის 2 მარტს წამოდგენილ იქნა Canon EOS 5D-ის ახალი მოდელი — Canon EOS 5D Mark III[4], ხოლო 17 სექტემბერს — მსგავსი მახასიათებლების მოდელი Canon EOS 6D[5]. 2012 წლის დეკემბერში ფოტოაპარატი წარმოებიდან ოფიციალურად იქნა მოხსნილი[6].

Canon EOS 5D Mark II თავსებადია ობიექტივებთან, რომლებსაც გააჩნიათ ბიონეტი Canon EF.

Canon EOS 5D Mark II-ის ფუნქციონირებისათვის გამოიყენება ერთი ცალი მრავალჯერადი Li-ion LP-E6 (1800 mAh) აკუმულატორი. თითოეულ აკუმულატორს გააჩნია საკუთარი მიკროჩიპი, რომლის საშუალებითაც კამერის დისპლეიზე გამოდის შესაბამისი მონაცემები. Canon EOS 5D Mark II-ის „ელემენტის ინფოს“ შეუძლია შეინახოს ერთროულად ექვსი სხვადასხვა LP-E6 აკუმულატორის გამოყენების ისტორია[7].

ვიდეოგადაღებებისათვის, და აპარატის ხანგრძლივი ხმარებისას გამოიყენება სპეციალური კვების წყარო — აკუმულატორის გრიფი (ინგლ. battery grip) BG-E6 ან J-C5D MARK II-P-B. ის წარმოადგენს აღნიშნული აპარატისათვის სპეციალურად შექმნილ დანამატს, რომელიც უმაგრდება კამერას ქვედა ფუძეზე და მასში შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც AA სტანდარტის 6-აკუმულატორიანი მაღაზია BGM-E6, ასევე ორი (ან ერთი) LP-E6 აკუმულატორი.

აკუმულატორის გრიფის დამონტაჟებისას, ჯერ ხდება აპარატიდან აკუმულატორის ჩამკეტი კარის მოხსნა (რომელიც ისმება გრიფში სპეციალურად კარისთვის გამოყოფილ ნიშაში) და შემდეგ გრიფის დამაგრება მასზე არსებული ხრახნული დამჭერით. გრიფით სარგებლობის დასასრულს, ხდება აკუმულატორის კარების გრიფიდან ამოღება და კვლავ მისი კამერაზე დამაგრება.

აპარატი ასევე საშუალებას იძლევა მასში გამოყენებულ იქნეს გარე ქსელის კვების კომპლექტი ACK-E6 (გადამყვანი კაბელი DR-E6 და ქსელის კვების ბლოკი AC-E6). ფოტოაპარატში კაბელის შესაყვანად ელემენტის ჩამკეტ კართან აღნიშნულისათვის დათმობილია სპეციალური ღიობი.

აპარატის LP-E6 აკუმულატორის დასატენად გამოიყენება გარე ქსელისათვის განკუთვნილი სატენი აპარატები LC-E6/LC-E6E, ხოლო ავტომობილებისათვის განკუთვნილი დამტენი მოწყობილობა CBC-E6 (გადამყვანი კაბელით CB-570).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Canon EOS DSLR Cameras for Semi-Pro Photographers: The Next Step Up for Amateurs. ციტირების თარიღი: 2011-03-14
  2. Foto&video 2009.
  3. Пресс-релиз на сайте Canon.co.uk დაარქივებული 2012-01-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  4. „Canon U.S.A. Announces the Highly Anticipated EOS 5D Mark III Digital SLR Camera“ (პრეს-რელიზი). Canon U.S.A. 2 March 2012.
  5. Canon USA. EOS 6D Digital SLR Camera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-08. ციტირების თარიღი: 2014-08-06
  6. 多くのユーザーから高い評価を獲得してきた、歴代EOSシリーズ (24.12.2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-24.
  7. EOS 5D Mark II: Battery Management with the New LP-E6 Battery. Canon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 October 2008