ჰოვერლა
იერსახე
ჰოვერლა | |
---|---|
ჰოვერლა | |
კოორდინატები: 48°09′36″ ჩ. გ. 24°30′01″ ა. გ. / 48.16000° ჩ. გ. 24.50028° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა |
სიმაღლე | 2061 მ |
ქედი | ჩორნოჰორა |
ჰოვერლა (უკრ. Говерла) — უკრაინის კარპატების უმაღლესი მთა. სიმაღლე 2061 მ. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მოქცეულია იმიერკარპატებისა და ივანო-ფრანკივსკის ოლქებში. რუმინეთის სახელმწიფო საზღვრიდან მდებარეობს დაახლოებით 17 კმ-ში. მწვერვალი გუმბათისებურია. მთისძირში მდინარე პრუტის ერთ-ერთი სათავეა. ფერდობები შემოსილია წიფლისა და წიწვოვანი ტყით, მაღლა — მეტწილად ალპური მდელოა. განვითარებულია ტურიზმი.