[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ჰილმენდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილმენდი

მდინარე ჰილმენდი და უკან ბოღრას სარწყავი არხი
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ირანის დროშა ირანი
მარჯვენა შენაკადები ხასი
მარცხენა შენაკადები არღანდაბი
სათავე ჰინდუქუში
34°39′10″ ჩ. გ. 68°41′01″ ა. გ. / 34.65278° ჩ. გ. 68.68361° ა. გ. / 34.65278; 68.68361
შესართავი ხამუნი
31°04′52″ ჩ. გ. 61°22′05″ ა. გ. / 31.08111° ჩ. გ. 61.36806° ა. გ. / 31.08111; 61.36806
სიგრძე 1,150 კმ
აუზის ფართობი 500 000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 201,3 მ³/წმ
ჰილმენდი — ავღანეთი
ჰილმენდი
ჰილმენდი
— სათავე, — შესართავი
ჰილმენდი ვიკისაწყობში

ჰილმენდი (ასევე ჰილმანდი ან ჰილმუნდი; პუშტუ/სპარსული: هیرمند / هلمند; ძველი ბერძნული: Ἐτύμανδρος (Etýmandros); ლათინური: Erymandrus) — ავღანეთის უდიდესი მდინარე და სისტანის აუზის გაუდინარი არის მთავარი წყლის რესურსი.[1] მდინარის მცირე ნაწილი ჩაედინება ირანში.

დასახელება წარმოდგება ავესტური ენის Haētumant-იდან, რომელიც სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც: ჯებირების მქონე, დაგუბებული. ეს დასახელება სავარაუდოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჰილმენდის მდინარის უძველესი დროიდან მიმდებარე ტერიტორიების სარწყავი დანუშნულებით გამოყენებასთან.[2]

მინარე ჰილმენდის სიგრძე წარმოადგენს 1,150 კილომეტრს. სათავეს ქაბულიდან დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში,[3] ჰინდუქუშის მთათა სისტემიდან იღებს. გაივლის: უნაის უღელტეხილის ჩრდილოეთით, ხაზარაჯათის აღმოსავლეთ მხრიდან, მაიდან-ვარდაკის პროვინციის ბიჰსუდის ოლქში, შემდეგ მიედინება დასავლეთით დაიკუნდის და ურუზგანის პროვინციებში. ის სამხრეთ-დასავლეთით კვეთს უდაბნო დაშთ-ი-მარგოს, საიდანაც ჩაედინება სისტანის ჭაობების და ხამუნის ტბების რეგიონში, ზაბოლთან ახლოს, ავღანეთ-ირანის საზღვარზე. ჰილმენდს რამდენიმე მცირე მდინარე ერთვის, მათ შორის: ტარნაკი და არღანდაბი.[4]

ამ მდინარის და მისი წყლის რესურსის მართვას ახორციელებს ჰილმენდისა და არღანდაბის ხეობის მმართველი ორგანო (HAVA) რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ლაშკარგაჰში (ავღანეთი). ის ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობის ირიგაციული დანიშნულებით, თუმცა ბოლო წლებში გახშირებულვა გვალვებმა მის შემადგენლობაში გაზარდა მარილის მინერალის მოცულობა რაც მის სარწყავად ვარგისიანობის ხარისხს ამცირებს. მდინარის მთელი სიგრძის უმეტეს ნაწილზე მას მარილის შემცველობა არ აქვს.[5] მისი წყალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავღანელი ფერმერებისთვის არამედ ირანში სისტანი და ბელუჯისტანის ოსტანში მცხოვრები ფერმერებისთვისაც, რომლებიც ჰილმენდის წყალს ხამუნის ტბის გავლით იღებენ.

როგორც ავღანეთის სხვა მდინარეებზე ჰილმენდზეც არის აგებული რამდენიმე კაშხალი რომლებიც ხელოვნურ წყალსაცავებს ქმნიან, მათ შორის გამოსარჩევია კაიაკის კაშხალი. კაშხალი ცნობილი გახდა 2006 წელს მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც გამოწვეული იყო საბჭოთაკავშირისა და ავღანეთის ომის დროინდელი ფეხოსანთა საწინააღმდეგო ნაღმების მიერ. ამ ინციდენტთან დაკლავშირებით გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილიმი კაიაკი. ჰილმენდის უმსხვილეს შენაკადს მდინარე არღანდაბს ყანდაარის ჩრდილოეთით ასევე აქვს მნიშვნელოვანი დაჰლას კაშხალი.

სარწყავი პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდინარე ჰილმენდის აუზის რუკა

1946-1970 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ავღანეთის მთავრობამ ააშენა სარწყავი სისტემა Helmand Valley Project. შედეგად 1970-იანი წლებისთვის სოფლის მეურნეობისთვის გამოყენებადი ფართობი 77 ათასიდან 145 ათას კვადრატულ ჰექტრამდე გაიზარდა და 5,5 ათას სულ მოსახლეს მიეცა ადგილზე დასახლების საშუალება.

ჰილმენდის ხეობის რეგიონი სახელობითად მოხსენებულია ავესტაში (ზოროასტრიზმის რელიგიური ტექსტების კრებული, შესრულებულია ავესტურ ენაზე) (ფარგარდი 1:13), როგორც არიანული მიწა ჰეტუმანტი. ეს ტერიტორია წარმოადგენდა დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე ზოროასტრიზმის გავრცელების უძველეს კერას. მიუხედავად ამისა ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ჰილმენდის და მდინარე ქაბულის ხეობებში ინდუსების და ბუდისტების დომინაციის გამო პართიელები მას თეთრ ინდოეთს უწოდებდნენ.[6][7][8] [9]

  • Various authors. „HELMAND RIVER“. ენციკლოპედია ირანიკა (Online ed.). United States: კოლუმბიის უნივერსიტეტი.
  • Frye, Richard N. (1963). The Heritage of Persia. World Publishing company, Cleveland, Ohio. Mentor Book edition, 1966.
  • არნოლდ ტოინბი (1961). Between Oxus and Jumna. London. Oxford University Press.
  • Vogelsang, W. (1985). "Early historical Arachosia in South-east Afghanistan; Meeting-place between East and West." Iranica antiqua, 20 (1985), pp. 55–99.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. History of Environmental Change in the Sistan Basin 1976 - 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-07. ციტირების თარიღი: 2007-07-20
  2. Jack Finegan. Myth & Mystery: An Introduction to the Pagan Religions of the Biblical World. Baker Books, 1997. ISBN 0-8010-2160-X, 9780801021602
  3. HELMAND RIVER i. GEOGRAPHY – Encyclopaedia Iranica. ციტირების თარიღი: 2020-06-14
  4. Helmand River | river, Central Asia en. ციტირების თარიღი: 2020-06-15
  5. Helmand River. ციტირების თარიღი: 2020-06-16
  6. http://parthia.com/doc/parthian_stations.htm
  7. Vendidad 1, at Avesta.org
  8. Beyond is Arachosia, 36 schoeni. And the Parthians call this White India; there are the city of Biyt and the city of Pharsana and the city of Chorochoad and the city of Demetrias; then Alexandropolis, the metropolis of Arachosia; it is Greek, and by it flows the river Arachotus. As far as this place the land is under the rule of the Parthians.
  9. Avesta, translated by James Darmesteter (აღმოსავლეთის წმინდა წიგნები-დან, ამერიკული გამმოცემა, 1898