[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

წითელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წითელა (მრავალმნიშვნელოვანი).
წითელას ვირუსი

წითელა (ლათ. morbilli) — მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.

ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი, უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 19 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.