[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ძეტა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ძეტა“
ჟანრი პოლიტიკური თრილერი
დამდგმელი რეჟისორი კოსტა-გავრასი
პროდიუსერი ჟაკ პერინი, აჰმედ რაჩედი
სცენარის ავტორი ჟორჟ სემპრუნი, კოსტა-გავრასი
ისტორია ვასილის ვასილიკოსი
როლებში ჟან-ლუი ტრენტინიანი
ივ მონტანი
მუსიკა მიკის თეოდორაკისი
ოპერატორი დარიუს ხონჯი
მონტაჟი ფრანსუა ბონო
დისტრიბუტორი Cinema V
გამოსვლის თარიღი 26 თებერვალი 1969
ხანგრძლივობა 127 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი, ალჟირი
ენა ფრანგული
შემოსავალი $14 283 305

ძეტა (ფრანგ. Z) — 1969 წლის ფრანგული პოლიტიკური თრილერი. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „პოლიტიკური მკვლელობის ანატომია“. ის ასახავს 1960-იან წლებში საბერძნეთში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს: დემოკრატი პოლიტიკოსის, გრიგორის ლამბარკისის მკვლელობა 1963 წელს, რასაც მოყვა საბერძნეთის მმართველობა სამხედრო ხუნტის მიერ 1967-74 წლებში. ფილმის სახელი აღებულია ბერძნული ასო ძეტადან, რომელიც იყო პოპულარული სლოგანი და ნიშნავდა „ის [ლამბრაკისი] ცოცხალია“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ლიბერალური ორგანიზაცია „მშვიდობის მეგობრები“ გეგმავს შეკრებას, თუმცა მათ დარბაზის დათმობაზე ყველა უარს ეუბნება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი (ივ მონტანი) თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას და შეხვედრას 200 ადამიანზე გათვლილ დარბაზში ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე 4000-მდე მონაწილეს ელოდებიან. შეკრების ადგილას ასევე ტარდება კონტრდემონსტრაცია, რომლის მონაწილეები აგრესიულად იქცევიან, პოლიცია კი არანაირ ზომებს არ მიმართავს. კონტრდემონსტრანტებისგან ერთ-ერთი დეპუტატს თავში რკინის ჯოხს ჩაარტყამს და მოკლავს.

პროკურატურა გამოძიებას იწყებს და ცდილობს, ის უბედურ შემთხვევად გაასაღოს. გამოძიებას ახალგაზრდა პროკურორს (ჟან-ლუი ტრენტინიანი) ჩააბარებენ. ყველასთვის მოულოდნელად, პროკურორი გამოძიებას ბოლომდე გაჰყვება და დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების კვალს აღმოაჩენს.

ოსკარი

  1. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
  2. საუკეთესო მონტაჟი: ფრანსუა ბონო

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

BAFTA

  1. საუკეთესო მუსიკა: მიკის თეოდორაკისი

კანის კინოფესტივალი

  1. ჟიურის პრიზი: კოსტა-გავრასი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი: ჟან-ლუი ტრენტინიანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]