[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

უ ნუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უ ნუ
ბირმის კავშირის 1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 იანვარი, 1948 – 12 ივნისი, 1956
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეუ ბა სვე

ბირმის კავშირის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი, 1957 – 28 ოქტომბერი, 1958
წინამორბედიუ ბა სვე
მემკვიდრენე ვინი

ბირმის კავშირის მე-5 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 1960 – 2 მარტი, 1962
წინამორბედინე ვინი
მემკვიდრენე ვინი

დაბადებული25 მაისი, 1907
ვაკემა, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი14 თებერვალი, 1995
იანგონი, მიანმარი
პოლიტიკური პარტიასახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგა

უ ნუ (დ. 25 მაისი, 1907 — გ. 14 თებერვალი, 1995) — ბირმის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.

1929 წელს დაამთავრა იანგუნის უნივერსიტეტი. 1942–1945 წწ. საგარეო საქმეთა და ინფორმაციის მინისტრი იაპონელი ოკუპანტების მიერ შექმნილ ბა მოს მთავრობაში. 1945-1947 წლებში დამფუძნებელი კრების სპიკერი. სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1947–1948 წლებში პრეზიდენტი. ლიგის გათიშვის შემდეგ, 1958 წელს მეთაურობდა „წმინდა ლიგას“ (1960 წლიდან — საკავშირო პარტია). 1947–1948 წლებში ბირმის დროებითი ეროვნული მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1948–1956, 1957–1958, 1960–1962 წლებში ბირმის კავშირის პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლების სათავეში რევოლუციური საბჭოს მოსვლის შემდეგ დააპატიმრეს (1962–1966). 1973 წელს ინდოეთში დასახლდა და ბუდისტი ბერი გახდა.

1980 წელს კვალვ დაბრუნდა ბირმაში. 1988 წელს, სამხედრო პუტჩის შემდეგ დააპატიმრეს. გაათავისუფლეს 1992 წელს. გარდაიცვალა 1995 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უ_ნუ&oldid=4694301“-დან