ტანუმშედე
ტანუმის კლდის მხატვრობა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | შვედეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 58°43′25″ ჩ. გ. 11°19′25″ ა. გ. / 58.72361° ჩ. გ. 11.32361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) |
ნომერი | 557 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1994 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტანუმშედე — დასახლებული პუნქტი და ტანუმის მუნიციპალიტეტის ცენტრი შვედეთის ვესტრა–გიოტლანდის მხარეში. 2005 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 597 ადამიანს შეადგენს.
ტანუმის კლდის მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანუმის კლდის მხატვრობა წარმოადგენს არელას ტანუმშედეში, რომელიც პეტროგლიფების მაღალი კონცენტრაციის გამო, 1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
აქ მდებარეობს ბრინჯაოს ხანის სკანდინავიის ერთ–ერთი უდიდესი კლდეები. საერთო ჯამში, ტერიტორია მოიცავს სამი ათას ნახატს, რომლებიც 600 პანელზეა გამოსახული. ისინი კონცენტრირებულია 25 კმ სიგრძის ყელის გასწვრივ, რომელიც გამყინვარების პერიოდში ფიორდის სანაპირო ზოლს წარმოადგენდა, მოიცავს 51 ჰა ტერიტორიას.
ბრინჯაოსა და რკინის ხანის სკანდინავიელები საკმაოდ გამოცდილი ხელოსნები და საზღვაო მომხმარებლები იყვნენ. ბევრი ნახატი ნავებს ასახავს, რომელთაგან ზოგიერთი ჰორტსპრინგის ტიპისაა და სავხეა მგზავრებით.
სხვა ნახატები ასახავს ადამიანებს მშვილდით, შუბს ან ნაჯახს, ზოგიერთი კი ნადირობის სცენებს. აღნიშნულ ყველა შემთხვევაში, ადამიანები გამოსახულნი არიან გარკვეული რიტუალის შესრულების პროცესში.
კლდის მხატვრობას ეროზიის სახით დიდი საფრთე ემუქრება. ზოგიერთი არქეოლოგი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ზოგიერთი ნახატი წითლად შეღებეს, რათა ტურისტებისთვის დასანახად უფრო მკაფიო ყოფილიყო.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფრინველები
-
ნავი
-
ეტლი
-
გველი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UNESCO World Heritage Site listing
- Scandinavian Society for Prehistoric Art დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- Numerous photos (comments in russian)
|