ტივტივა (ფრინველი)
იერსახე
ტივტივა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Phalaropus fulicaria | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Phalaropus | ||||||||||
|
ტივტივა (ლათ. Phalaropus) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. გაერთიანებულია ცირკუმპოლარულად გავრცელებული 3 სახეობა: მრგვალნისკარტა ტივტივა (Phalaropus lobhatus), ბრტყელნისკარტა ტივტივა (Phalaropus fulicarius) და დიდი ტივტივა (Phalaropus tricolor). მათგან პირველი 2 ცხოვრობს ყოფილ სსრკ ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში, მესამე კი — ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში. მრგვალნისკარტა ტივტივა საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას. მათი სხეულის სიგრძეა 16—20 სმ. დამახასიათებელია მკვრივი და ხშირი შებუმბლვა, სეზონური და ასაკობრივი დიმორფიზმი (დედალი უფრო ღია ფერისაა და ტანად დიდია). ბუდობენ მიწაზე, დებენ 3—4 კვერცხს, კრუხობს დედალი (20 დღე-ღამე). იკვებებიან პლანქტონური ორგანიზმებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 717.