ტელომერაზა
იერსახე
ტელომერაზა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იდენტიფიკატორები | |||||||||
EC | 2.7.7.49 | ||||||||
CAS | 9068-38-6 | ||||||||
მონაცემთა ბაზა | |||||||||
IntEnz | IntEnz | ||||||||
BRENDA | BRENDA | ||||||||
ExPASy | NiceZyme | ||||||||
KEGG | KEGG | ||||||||
MetaCyc | MetaCyc | ||||||||
PRIAM | PRIAM | ||||||||
პროტეინის სრუქტურები | RCSB PDB PDBe PDBsum | ||||||||
გენური ონტოლოგია | AmiGO / EGO | ||||||||
|
ტელომერაზა — ფერმენტი, რომელიც დნმ-ის განსაკუთრებულ განმეორებად თანმიმდევრობებს (TTAGGG ხერხემლიანებში) ამატებს დნმ-ის ჯაჭვის 3'-ბოლოზე ტელომერების უბნებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან ქრომოსომების ბოლოებზე, ეუკარიოტულ უჯრედებში. ტელომერები შეიცავენ შემჭიდროვებულ დნმ-ს და ასტაბილიზებენ ქრომოსომებს. უჯრედის თითოეული გაყოფის დროს ტელომერული უბნები მოკლდება. არსებობა მექანიზმისა, რომელსაც ტელომერების (ტელომერაზების) დამოკლების კომპენსაცია უნდა მოეხდინა, 1973 წელს იწინასწარმეტყველა ალექსეი ოლოვნიკოვმა[1].
ტელომერაზა წარმოადგენს უკუტრანსკრიპტაზას. ამასთანავე მასთან დაკავშირებულია რნმ-ის განსაკუთრებული მოლეკულა, რომელიც ტელომერების დაგრძელებისას უკუტრანსკრიპციისთვის გამოიყენება მატრიცის როლში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Telomerase Database — A Web-based tool for telomerase research. დაარქივებული 2021-04-19 საიტზე Wayback Machine.
- Telomerase.org — A blog-style discussion of telomerase and anti-aging therapies. დაარქივებული 2006-01-04 საიტზე Wayback Machine.
- Three-dimensional model of telomerase at Memorial University of Newfoundland
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Olovnikov AM. A theory of marginotomy. The incomplete copying of template margin in enzymic synthesis of polynucleotides and biological significance of the phenomenon. J Theor Biol. 1973 Sep 14;41(1):181-90