მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალამანკის ბრძოლა არაპილესის ბრძოლა — ნახევარკუნძულის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი. გაიმართა ესპანეთში 1812 წლის 22 ივლისს არაპილესთან, სალამანკის მახლობლად დიდი ბრიტანეთისა და მისი ესპანელი და პორტუგალიელი მოკავშირეების არმიასა (მთავარსარდალი ართურ უელსლი) და საფრანგეთის არმიას (მთავარსარდალი ოგიუსტ მარმონი და სხვები) შორის.
ბრძოლა ფრანგების დამარცხებით დასრულდა და არტურ უელსლიმ მცირე ხნით დაიკავა კიდეც მადრიდი, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა უკან დაეხია თავის ბაზაზე პორტუგალიაში.
ბრიტანეთის არმიამ დაკარგა 5 200[1]ან სხვა მონაცემებით 4 700 ადამიანი[2][3]. ფრანგების მონაცემებით მათ დაკარგეს 12 500 ადამიანი[3]. სხვა მონაცემებით მათ დაკარგეს 13 000 მებრძოლი[2].
- ↑ ბრიტანული მონაცემები
- ↑ 2.0 2.1 Gates, David The Spanish Ulcer: A History of the Peninsular War Da Capo Press (2001) ISBN 0-306-81083-2
- ↑ 3.0 3.1 Шиканов В. Н. «Два сражения Пиренейской войны»