სიმკვრივე
სიმკვრივე | |
---|---|
საცდელი სინჯარა, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სიმკვრივის ოთხი შეურევადი ფერის სითხე | |
სიმბოლოს აღნიშვნა | , |
SI სისტემა | კგ/მ3 |
ექსტენსიურია? | არა |
ინტენსიურია? | კი |
შენახვადია? | არა |
სხვა სიდიდეებიდან წარმოება |
|
განზომილება | |
სურათები ვიკისაწყობში |
სიმკვრივე (აღნიშვნა: < ბერძ. ρω — „რო“, < ინგლ. Density) — ფიზიკური სიდიდე, რომელსაც ერთგვაროვანი ნივთიერებისათვის განსაზღვრავენ მისი მოცულობის ერთეულის მასით.
სხეულის სიმკვრივე სკალარული სიდიდეა, რადგან იგი ორი სკალარული სიდიდის ფარდობაა. არაერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივე არის მოცულობასთან მასის ფარდობის ზღვარი, როცა მოცულობა მოიჭიმება იმ წერტილისაკენ, რომელშიც განისაზღვრება სიმკვრივე.
ორი ნივთიერების სიმკვრივეთა ფარდობას განსაზღვრულ სტანდარტულ ფიზიკურ პირობებში უწოდებენ ფარდობითს სიმკვრივეს, რომელსაც თხევადი და მყარი ნივთიერებისათვის განსაზღვრავენ გამოხდილი წყლის სიმკვრივის მიმართ 4°C-ზე, აირებისათვის — მშრალი ჰაერის ან წყლის სიმკვრივის მიმართ ნორმალურ პირობებში, ხოლო სხეულის საშუალო სიმკვრივეს — მასის ფარდობით მის მოცულობასთან, ე. ი. .
SI სისტემაში , , მაშინ .
ეს ისეთი ერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივეა, რომლის ყოველი 1 მ3 მოცულობა შეიცავს 1 კგ მასას.
CGS სისტემაში , , მაშინ .
ეს ისეთი ერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივეა, რომლის ყოველი 1 სმ3 მოცულობა შეიცავს 1 გ მასას.
პრაქტიკაში სარგებლობენ აგრეთვე სიმკვრივის სისტემის გარეშე ერთეულებით: გ/ლ, ტ/მ3 და სხვა.
ფოროვანი და ფხვიერი სხეულებისათვის განარჩევენ ჭეშმარიტ სიმკვრივეს (განსაზღვრავენ სხეულშ არსებული სიცარიელების გაუთვალისწინებლად) და მოჩენებითს სიმკვრივეს (სხეულის მასის ფარდობა თავის მიერ დაკავებულ მთელ მოცულობასთან). სიმკვრივე, როგორც წესი, მცირდება ტემპერატურის გადიდებით და იზრდება წნევის გაზრდით. ნივთიერების აგრეგატული გარდაქმნისას სიმკვრივე იცვლება ნახტომისებურად. სიმკვრივეს ზომავენ არეომეტრით, პიკნომეტრით, სიმკვრივესაზომით და სხვა.
ბუნებრივი სხეულებისა და გარემოს სიმკვრივის მნიშვნელობის დიაპაზონი ძალიან ფართოა. მაგალითად, ვარსკვლავთშორისი გარემოს სიმკვრივე არ აღემატება 10-21 კგ/მ3, ხოლო ნეიტრონული ვარსკვლავების სიმკვრივე აღწევს 1020 კგ/მ3-ს.
ზოგიერთი ნივთიერების, მასალისა და მინერალის სიმკვრივე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აირები (ნსპ) | გ/ლ | სითხეები | კგ/მ3 | მყარი სხეულები და მასალები | კგ/მ3 |
---|---|---|---|---|---|
აზოტი | 1.251 | აზოტმჟავა | 1510 | ალუმინი | 2700 |
აზოტის ჟანგი | 1.340 | აცეტონი | 791 | ბეტონი | 2150 |
ამიაკი | 0.771 | ბენზინი | 710 | გრანიტი | 2600 |
აცეტილენი | 1.171 | გლიცერინი | 1260 | გრაფიტი, მინა | 2500 |
გოგირდის ორჟანგი | 2.927 | გოგირდმჟავა | 1840 | ვოლფრამი | 19300 |
ეთილენი | 1.260 | ეთილის სპირტი | 789.4 | კალა | 5850 |
მეთანი | 0.717 | ვერცხლისწყალი | 13546 | კორუნდი | 4000 |
ნახშირორჟანგი | 1.977 | მცენარეული ზეთები | 914-962 | პარაფინი | 890 |
ჟანგბადი | 1.429 | ნიტრობენზოლი | 1203 | პლატინა | 21450 |
რადონი | 9.730 | ოთხქლორიანი ნახშირბადი | 1594 | რკინა | 7874 |
ქლორი | 3.214 | ჟანგბადი (–200°C) | 122.5 | საცობი | 240 |
ქლორწყალბადი | 1.639 | სკიპიდარი | 865 | ტექსტოლიტი | 1350 |
ქსენონი | 5.894 | ქლოროფორმი | 1489 | ტყვია | 11340 |
წყალბადი | 0.08988 | ძმარმჟავა | 1049 | ფაიფური | 2350 |
ჰაერი (მშრალი) | 1.293 | წყალბადი (–240°C) | 43.2 | ფოლადი (ნახშირბადოვანი) | 7750 |
ჰელიუმი | 0.1786 | წყალი | 998.2 | ქარსი | 2900 |
ნეონი | 0.9002 | ყინული | 900 | ||
არგონი | 1.784 | არყი (მშრალი) | 650 | ||
კრიპტონი | 3.749 | მუხა (მშრალი) | 750 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 351.