ქვემო ლოთარინგია
ქვემო ლოთარინგია (ლათ. Lotharingia Mosana, გერმ. Niederlothringen, ფრანგ. Basse-Lotharingie) — შუა საუკუნეების საჰერცოგო საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში. ამჟამად მისი ტერიტორია შედის ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]959 წელს ლოთარინგიის საჰერცოგოში იფეთქა ლოთარინგიის წარჩინებულთა მსხვილმა აჯანყებამ. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ლოთარინგიის ჰერცოგისა და არექიეპისკოპოს ბრუნოს პოლიტიკით. ამ უკანასკნელებმა გასცეს სენიორების ციხე-სიმაგრეების განადგურების ბრძანება, ასევე წარჩინებულებს დიდი გადასახადები დააკისრეს. აჯანყებას მეთაურობდა ყოფილი მრჩეველი ბრუნო იმონი, შევრემონის სენიორი. აჯანყების ჩასახშობად და სამომავლოთ ლოთარინგიელების შესაჩერებლად, ბრუნომ საჰერცოგო ორ ნაწილად გაყო: ზემო ლოთარინგიად (L. Mosellana) და ქვემო ლოთარინგიად (L. Mosana). ტრირის, მეცის, ტულისა და ვერდენის რეგიონები უშუალოდ იყო დამოკიდებული იმპერატორზე. ყოველი საჰერცოგოს სათავეში ბრუნომ დასვა წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა ტიტული „ვიცე-ჰერცოგი“. ზემო ლოთარინგიის ვიცე-ჰერცოგი გახდა ბარისა და მეცის გრაფი ფრიდრიხ (ფერი) I (დაახლ. 942—984), რომელიც დაქორწინებული იყო ჰუგო დიდის ასულზე, ბრუნოს ძმიშვილზე. ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა ენოს გრაფი გოტფრიდი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- DUKES of LOWER LOTHARINGIA
- Herzöge des herzogtums Nieder-Lothringen. Genealogie Mittelalter: Mittelalterliche Genealogie im Deutschen Reich bis zum Ende der Staufer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2011-12-17.